ლეოპოლდ II (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47: ხაზი 47:
*Vovk, Justin C. (2010). ''In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa''. iUniverse: Bloomington, Ind. ISBN 978-1-4502-0081-3
*Vovk, Justin C. (2010). ''In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa''. iUniverse: Bloomington, Ind. ISBN 978-1-4502-0081-3


{{საღვთო რომის იმპერიის მონარქები}}{{ლუქსემბურგის მონარქები}}
{{საღვთო რომის იმპერიის მონარქები}}{{ლუქსემბურგის მონარქები}}{{ტოსკანის მონარქები}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}



12:29, 17 მაისი 2020-ის ვერსია

ლეოპოლდ II

ლეოპოლდ II (გერმ.: Leopold II.) (დ. 5 მაისი 1747, ვენა — გ. 1 მარტი 1792, ვენა) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი 1790–1792 წლებში, ასევე ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1765-1790 წლებში, ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

ლეოპოლდი იმპერატორ ფრანც I შტეფანის და მისი მეუღლის მარია ტერეზიას მეცხრე შვილი იყო.

ტოსკანის დიდი ჰერცოგი

თავდაპირველად ლეოპოლდი მილანის ჰერცოგად იყო გამიზნული, თუმცა უფროსი ძმის, კარლის (1745–1761) ადრეული გარდაცვალების გამო ტაოსკანას დიდი ჰერცოგის მემკვიდრე გახდა. მამსი 1765 წელს გარდაცვალების შემდეგ იგი ტოსკანას მმართველი გახდა. ამ მიზეზის გამო ხშირად ტოსკანას ჰაბსბურგების სეკუნდოგენიტურსაც უწოდებენ.

ლეოპოლდმა თავისი მმართველობის დროს ტოსკანაში რამდენიმე რეფორმა გაატარა, რომლებსაც განმანათლებლობის შტრიხი დაჰყვებოდათ, თუმც თავის რეფორმებში ის ისეთი რადიკალური გადაყვეტილებებით არ გამოირჩეოდა როგორც მისი უფროსი ძმა იოზეფი.

იმპერატორი

იოზეფ II-ის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლეოპოლდი 1790 წლის 9 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში იმპერატორად იქნა არჩეული და მაინცის კურფიურტს-არქიეპისკოპოსმა ფრიდრიხ იოზეფ კარლ ფონ ერთალმა გვირგვინი დაადგა. მთელი თავისი მეფობა იგი ცდილობდა ძმის დაწყებული რეფორმების შეჩერებას და ძველი ყაიდის აღდგენას. განსაკუთრებით პრობლემატური იყო აჯანყებული უნგრელების და ბელგიელების დაშოშმინება. ლეოპოლდი ამისათვის სამხედრო ზალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. 1790 წლის 15 ნოემბერს ლეოპოლდი პრესბურგში, სანქტ-მარტინის ტაძარში უნგრეთის აპოსტოლარულ მეფედ, ხოლო 1791 წლის 6 სექტემბერს პრაღაში სანქტ-ვეიტსის კათედრალში ბოჰემიის მეფედ ეკურთხა.

1791 წლის ზაფხულში მან პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-სთან ერთად გამოაქვეყნა ე.წ. “პილნიცის დეკლარაცია”, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის რევოლუციური მტავრობისათვის ომის გამოცხადებას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ოფიციალურად ომს არ უცხადებდა საფრანგეთს, თავისი რეაქციული სინაარსით მან მეფის ლუი XVI-ის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

გარდაცვალება და მემკვიდრე

1792 წელს ლეოპოლდ II მოულოდნელად გარდაიცვალა და იმპერატორი მისი ვაჟი ფრანცი გახდა. ლეოპოლდ II დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (“ტოსკანას საძვალე”).

ოჯახი

მშობლები:

მეუღლე:

შვილები:

ლიტერატურა

  • Vovk, Justin C. (2010). In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa. iUniverse: Bloomington, Ind. ISBN 978-1-4502-0081-3