იმპრესიონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:Claude Monet - Graystaks I.JPG|thumb|300px|[[კლოდ მონე]], ''[[თივის ზვინები]]'', 1890–1891, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი]]
[[File:Claude Monet - Graystaks I.JPG|thumb|300px|[[კლოდ მონე]], ''[[თივის ზვინები]]'', 1890–1891, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი]]


'''იმპრესიონიზმი''' ({{lang-fr|impressionisme, Impression}} — შთაბეჭდილება) — მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1874]]-[[1886]] წლებში [[პარიზი|პარიზში]] შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა [[აკადემიზმი]]სგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
'''იმპრესიონიზმი''' ({{lang-fr|impressionisme, Impression}} — შთაბეჭდილება) — მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1874]]-[[1886]] წლებში [[პარიზი|პარიზში]] შვიდი იმპრესიონისტული გამოფენები მოეწყო, რაც გახდა [[აკადემიზმი]]სგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.


== წარმოშობა ==
== წარმოშობა ==

17:10, 12 მაისი 2020-ის ვერსია

კლოდ მონე, თივის ზვინები, 1890–1891, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი

იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme, Impression — შთაბეჭდილება) — მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენები მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.

წარმოშობა

იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).

XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაში. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.

მეთოდი

იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.

იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

იმპრესიონისტები

გალერეა

რესურსები ინტერნეტში