ნელი ტეილო როსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 82: ხაზი 82:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 19 დეკემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 19 დეკემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1977]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1977]]
[[კატეგორია:ვაიომინგის გუბერნატორები]]
[[კატეგორია:უაიომინგის გუბერნატორები]]
[[კატეგორია:აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები]]
[[კატეგორია:აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]

08:12, 4 მაისი 2020-ის ვერსია

ნელი ტეილო როსი
Nellie Tayloe Ross
ნელი ტეილო როსი Nellie Tayloe Ross
ვაიომინგის მე-14 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 იანვარი, 1925 – 3 იანვარი, 1927
წინამორბედიფრენკ ლუკასი
მემკვიდრეფრენკ ემერსონი

აშშ-ის სამონეტო ზარაფხანის დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მაისი, 1933 – აპრილი, 1953
პრეზიდენტიფრანკლინ რუზველტი
ჰარი ტრუმენი
დუაიტ ეიზენჰაუერი
წინამორბედირობერტ გრანტი
მემკვიდრეუილიამ ბრეტი

დაბადებული29 ნოემბერი, 1876
მისური, აშშ
გარდაცვლილი19 დეკემბერი, 1977
ვაშინგტონი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეუილიამ როსი
შვილები4
რელიგიაანგლიკანიზმი

ნელი ტეილო როსი (ინგლ. Nellie Tayloe Ross; დ. 29 ნოემბერი, 1876, ენდრიუ, მისურის შტატი — გ. 19 დეკემბერი, 1977) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე ვაიომინგის შტატის მე-14 გუბერნატორი 1925-1927 წლებში. პირველი ქალი გუბერნატორი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ასევე აშშ-ის სამონეტო ზარაფხანის პირველი ქალი დირექტორი 1933-1953 წლებში.

ბიოგრაფია

ნელი ტეილო როსი დაიბადა 1876 წლის 29 ნოემბერს დასახლება ამაზონიაში, მისურის შტატის ტერიტორიაზე. 1884 წელს, როდესაც იგი 7 წლის იყო, მისი ოჯახი ჩრდილოეთ კანზასის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. 1892 წელს სწავლობდა მიტონვეილის გიმნაზიაში, მისი ოჯახი ამ პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში. 1902 წელს ცოლად გაყვა უილიამ ბრედფორდ როსს (რომელთანაც შეეძნა ოთხი შვილი) და წყვილი ვაიომინგის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. 1922 წელს მისი მეუღლე აირჩიეს ამავე შტატის გუბერნატორად.

1924 წლის 3 ოქტომბერს უილიამ ბრედფორდ როსი მოულოდნელად გარდაიცვალა და ნელი როსი აღნიშნულ თანამდებობაზე აირჩიეს თავისი ქმრის ვადის ამოწურვამდე, არჩევნებში გაიმარჯვა და მეტოქეების აჯობა 8000-ზე მეტი ხმით. გუბერნატორის თანამდებობაზე მან გააგრძელა თავისი დაღუპული ქმრის პოლიტიკა, რომელიც გამოდიოდა გადასახადების შემცირების წინადადებით რიგითი მოქალაქეებისათვის, ღარიბი ფერემერებისათვის სახელმწიფო დახმარების, საბანკო რეფორმისა და ბავშვების, მოსამსახურე ქალებისა და შახტიორთა უფლებების დაცვის წინადადებით.

იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი და დღემდე რჩება ვაიომინგის შტატის ერთადერთ ქალ გუბერნატორად. აქტიურად ემხრობოდა მშრალ კანონს, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში მოქმედებდა აშშ-ის ტერიტორიაზე.

1933 წლის 3 მაისს ნელი ტეილო როსი პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა დანიშნა აშშ-ის სამონეტო ზარაფხანის დირექტორად და გახდა პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა შემოიღეს 1792 წელს და აქედან მოყოლებული ყველაზე მეტხანს სწორედ მას ეკავა. 20-წლიანი მუშაობის დროს (ხუთი სრული ვადა 1953 წლამდე, შემდეგ გავიდა პენსიაში) მისი ხელმძღვანელობით აშენდა ოქროს საცავი ახალი შენობა ფორტ-ნოქსეში, ვერცხლის საცავი ვესტ-პოინტში და სამონეტო ზარაფხანის შენობა სან-ფრანცისკოში.

პენსიაში გასვლის შემდეგ როსი წერდა სტატიებს ქალთა სხვადასხვა ჟურნალებისათვის, ბევრს მოგზაურობდა. უკანასკნელი მარშრუტი შედგა ვაიომონგში, როდესაც იგი იყო 96 წლის ასაკში. ხუთი წლის შემდეგ, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. გარდაცვალების მომენტში იყო ყველაზე ასაკოვანი ყოფილი გუბერნატორი აშშ-ში. ნელი ტეილო როსი დაკრძალეს ლეიკვიუს ოჯახურ სასაფლაოზე შაიენში.

რესურსები ინტერნეტში