სიუზანა მარტინესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93: ხაზი 93:
[[კატეგორია:დაბადებული 14 ივლისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 14 ივლისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1959]]
[[კატეგორია:დაბადებული 1959]]
[[კატეგორია:ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორები]]
[[კატეგორია:ნიუ-მექსიკოს გუბერნატორები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრები]]
[[კატეგორია:აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრები]]

07:41, 4 მაისი 2020-ის ვერსია

სიუზანა მარტინესი
Susana Martinez
სიუზანა მარტინესი Susana Martinez
ნიუ-მექსიკოს შტატის 31-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2011 – 1 იანვარი, 2019
წინამორბედიბილ რიჩარდსონი
მემკვიდრემიშელ ლუჰან-გრიშემი

დაბადებული14 ივლისი, 1959
ელ-პასო, ტეხასი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია (1995-მდე),
რესპუბლიკური პარტია (1995-დან)
მეუღლეჩაკ ფრანკო
განათლებაელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტი, ოკლაჰომის უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

სიუზანა მარტინესი (ინგლ. Susana Martinez; დ. 14 ივლისი, 1959, ელ-პასო, ტეხასი, აშშ) — ამრეიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის რესპუბლიკურტი პარტიის წევრი. ნიუ-მექსიკოს შტატის 31-ე გუბერნატორი (2011—2018 წწ.). სიუზანა მარტინესი ნიუ-მექსიკოს შტატის პირველი ქალი გუბერნატორია და ასევე პირველი ლათინოამერიკელი ქალი გუბერნატორი აშშ-ში[1][2][3].

ბიოგრაფია

ადრეული წლები

სიუზან მარტინესი დაიბადა 1959 წლის 14 ივლისს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში. იგი წარმოშობით საშუალო კლასის ფენიდანაა, მამამისი იყო მოყვარული ბოქსიორი და 1950-იან წლენში სამჯერ მოიგო „ოქროს ხელთათმანის“ ჯილდო. ასევე მუშაობდა ელ-პასოს ოლქის შერიფის მოადგილედ[4]. სიუზანა მარტინესს ჰყავს ორი დედმამიშვილი და და ძმა[5].

2011 წლის 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მას არ აქვს ცნობები იმის შესახებ, რომ მისი წინაპრები, პაპა და ბებია ადოლფო მარტინესი და ფრანცისკა ორტეგა, ამერიკაში მექსიკიდან არალეგალურად მოხვდნენ[6]. უფრო საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და რომ იგი მექსიკის რევოლუციის გენერლის ტორიბიო ორტეგას შთამომავალია[7].

1977 წელს სიუზანამ დაასრულა რივერსაიდის საშუალო სკოლა ელ-პასოში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლე იყო კლასში.

1980 წელს მან ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1981 წელს სწავლა გააგრძელა ოკლაჰომის უნივერსიტეტის იურიდიულ უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1982 წელს და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი[8].

1980-იანი წლების შუა პერიოდში იგი გადავიდა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ლას-კრუსესში.

საოლქო პროკურორის კარიერა

1986 წლიდან 1992 წლამდე მარტინესი იყო დონია-ანას მესამე სასამართლო ოლქის საოლქო პროკურორის ასისტენტი. 1996 წელს მესამე სასამართლო ოლქის საოლქო პროკურორად აირჩიეს ხმათა 60 %-ით[9]. იგი სამჯერ აირჩიეს აღნიშნულ თანამდებობაზე. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე იგი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა კორუფცია და ბავშვებზე ძალადობა[10].

2008 წელს ჟურნალმა Heart Magazine-მა მარტინესი „წლის ქალად“ აღიარა, ბავშვების აქტიური დაცვის გამო. 2010 წელს კი მას მიანიჭეს ნიუ-მექსიკოს შტატის „წლის პროკურორის“ წოდება[11].

ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორი

2010 წლის 1 ივნისს რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა გუბერნატორის არჩევნებზე კანდიდატად. მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი იყო მექსიკა-აშშ-ის საზღვრის დაცვა არალეგალი მიგრანტებისაგან. დემოკრატებიდან კენჭს იყრიდა დაიან დენიში. 2010 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში მარტინესმა მიიღო 53,3 % და აირჩიეს გუბერნატორად 4 წლის ვადით. ეს არჩევნები, პარალელურად ოკლაჰომაში მიმდინარე არჩევნებთან ერთად გახდა მესამე და მეოთხე შემთხვევა გუბერნატორების არჩევნების ისტორიაში, სადაც უმაღლესი თანამდებობისათვის იბრძოდნენ, მხოლოდ ქალები[12].

მარტინესი აბორტის მოწინააღმდეგე იყო[13], ასევე გამოდიოდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ და ნიუ-მექსიკოში მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების წინააღმდეგ[14].

2013 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ აპირებდა მეორე ვადით კენჭისყრას გუბერნატორის თანამდებობაზე. დემოკრატებიდან მისი კონკურენტი იყო ნიუ-მექსიკოს შტატის გენერალური პროკურორი გარი კინგი, რომელმაც ხმების მხოლოდ 35 % მიიღო.

პირადი ცხოვრება

სიუზანა მარტინესი თავის პირველ მეუღლეს შეხვდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ ნორმანში, სადაც ორივე სწავლობდა სამართლის სკოლაში. ახლადდაქორწინებული წყვილი 1980-იანი წლების შუა პერიოდში ლას-კრუსესში გადავიდა, მაგრამ დაშორდნენ სამი წლის შემდეგ.

მარტინესის მეუღლეა ჩაკ ფრანკო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუშაობდა დონა-ანას ოლქის პოლიციაში. მარტინესს ჰყავს გერი კარლო, რომელიც მსახურობს აშშ-ის საზღვაო ძალებში[15].

სქოლიო

  1. Nation's first female Hispanic governor elected (2 Nov 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  2. Mariela Rosario.. (November 3, 2010) New Mexico's Susana Martinez Elected the First Latina Governor in the U.S.. Latina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  3. Noreen Malone.. (November 3, 2010) Susana Martinez, First Latina Governor, Will Be Tough on Border Security. Slate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  4. Kate Nash.. (October 09, 2010) Susana Martinez works to prove she's ready for state's top job. The Santa Fe New Mexican. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  5. Ramón Rentería. 'Bossy' El Paso girl Susana Martinez a born leader. El Paso Times. ციტირების თარიღი: July 19, 2013.
  6. New Mexico Gov. Susana Martinez Confirms that Grandparents Were Undocumented. Fox News Latino (September 9, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  7. Luke Johnson.. (November 14, 2011) Susana Martinez, New Mexico Governor, Releases Evidence On Her Grandparents' Immigration Status. Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  8. Ramón Rentería.. (October 24, 2010) 'Bossy' El Paso girl Susana Martinez a born leader. El Paso Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  9. Susana Martinez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  10. Meet Governor Susana Martinez. Office of the Governor Susana Martinez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  11. Meet Governor Susana Martinez. New Mexico Office of the Governor Susana Martinez. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  12. DEVIN DWYER.. (Sept. 28, 2010) New Mexico Governor's Race Tests Depth of Voters' Anti-Incumbent Mood. abcnews.go.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  13. Susana Martinez on Abortion. issues2000.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  14. Milan Simonich.. (January 7, 2011) New Mexico Governor Susana Martinez to ignore marijuana law. El Paso Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  15. Paul Darin.. (January 2, 2011) New Mexico Elects State’s First Woman Governor. The Epoch Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-05-22.