მეგი ჰასანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 58: ხაზი 58:
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:აშშ-ის სენატორები]]
[[კატეგორია:აშშ-ის სენატორები]]
[[კატეგორია:ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორები]]

07:21, 4 მაისი 2020-ის ვერსია

მეგი ჰასანი
ინგლ. Maggie Hassan
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1958
დაბადების ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ბრაუნის უნივერსიტეტი[1] , Northeastern University School of Law[1] და Lincoln-Sudbury Regional High School
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და Juris Doctor
პარტია დემოკრატიული
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა Robert Coldwell Wood
მეუღლე/ები Thomas Hassan
hassan.senate.gov[2]

მარგარეტ კოლდეულ ჰასანი (დაბადებით – ვუდი; დ. 28 თებერვალი, 1958; ინგლ. Margaret Coldwell Hassan) — ამერიკელი პოლიტიკოსი, უმცროსი სენატორი ნიუ ჰემფშირის შტატიდან. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. სენატში აირჩიეს 2016 წელს. იქამდე, 2013-17 წლებში იკავებდა ნიუ ჰემფშირის გუბერნატორის თანამდებობას.[3]

დაიბადა ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატი. დამთავრებული აქვს ბრაუნის უნივერსიეტი და ჩრდილოაღმოსავლეთ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჩრდილოაღმოსავლეთ უნივერსიტეტშივე მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი. 1985 წელს უმაღლესი განათლების მიღების დასრულების შემდეგ, მუშაობდა ბოსტონში, ჯანდაცვის სფეროში.

2002 წელს ჰასანმა იყარა კენჭი ნიუ ჰემფშირის შტატის სენატში,[4] თუმცა დამარცხდა მოქმედ სენატორთან, რესპუბლიკელ რასელ პრესკოტთან. 2004 წელს მასვე დაუპირისპირდა და ამჯერად გაიმარჯვა. ჰასანი მთლიანობაში სამჯერ გადაირჩიეს ამ პოსტზე – იგი ნიუ-ჰემფშირის 23-ე ოლქს 2005 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე წარმოადგენდა. 2008 წელს გახდა სენატის უმრავლესობის ლიდერი, თუმცა 2010 წელს პრესკოტთან მორიგ დაპირისპირებაში არჩევნები წააგო.[5]

2011 წელს განაცხადა, რომ გუბერნატორობაზე სურდა კენჭის ყრა. დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში – პრაიმერში დაამარცხა ჯეკელინ ქილი, ხოლო საყოველთაო არჩევნებში რესპუბლიკელი იურისტი ოვაიდე ლამონტანე. ჰასანმა ამომრჩეველთა 55 პროცენტიანი მხარდაჭერით გაიმარჯვა და შტატის მეორე ქალი გუბერნატორი გახდა ჯინ შაჰინის შემდეგ. 2014 წელს აირჩიეს მეორე ვადაზე. ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორობისას იკავებდა დემოკრატ გუბერნატორთა ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარის პოსტს, იყო სუპერდელეგატი დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე.[4]

2016 წელს კენჭი იყარა აშშ-ის სენატორობისთვის და დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი კელი ეიოტი დაახლოებით 1,000 ხმის სხვაობით, ან ხმათა დაახლოებით 0,1 პროცენტით.[6][7] შტატს წარმოადგენს ჯინ შაჰინთან, კიდევ ერთ გუბერნატორთან ერთად. ამგვარად, ნიუ ჰემფშირის დელეგაცია აშშ-ის სენატში ვირჯინიასთან ერთად ორი ყოფილი გუბერნატორისგან შედგება. ჰასანი და შაჰინი ერთადერთი ქალები აშშ-ის ისტორიაში, რომლებიც გუბერნატორის და აშშ-ის სენატორის პოსტსაც იკავებდნენ.[8]

ბიოგრაფია

მარგარეტ ჰასანი, დაბადებით ვუდი დაიბადა მასაჩუსეტსის შტატ ქალაქ ბოსტონში,[9] მარგარეტ ვუდისა (დაბადებით ბეიერსის) და რობერტ კოლდუელ ვუდის ოჯახში. რობერტ ვუდი იყო პოლიტიკის მეცნიერი, ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციაში იკავებდა საბინაო პოლიტიკოსა და ურბანული განვითარების მდივანი. ჰასანს ჰყავს და-ძმა, მათ შორის ფრენკ ვუდი – ტონის პრიზის მქონე მსახიობი.[10][11][12]

ჰასანმა პირველად კენჭი იყარა ნიუ-ჰემფშირის შტატის სენატში მოსახვედრად, თუმცა მოქმედ სენატორ რასელ პრესკოტთან განიცადა მარცხი.[13] 2004 წელს იმავე ოპონენტი დაამარცხა – ხმების 52 პროცენტით.[14] 2006 წელს იმარჯვა ნატალი ჰილიზე, ამჯერად ხმების 60 პროცენტით.[15][16] 2008 წელს დაამარცხა ლეე ქუანდტი ხმების 57 პროცენტით. სენატში ყოფნისას იკავებდა დემოკრატთა პარტიული ორგანიზატორის დამხმარის, სენატის დროებითი პრეზიდენტის და სენატის უმრავლესობის ლიდერის თანამდებობებს. 2010 წლის ნოემბერში, რასელ პრესკოტთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში ამჯერად განიცადა მარცხი.[17] იმ საარჩევნო ციკლში რესპუბლიკელებმა შტატის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაზე აღიდგინეს კონტროლი.[18]

2011 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა შტატის გუბერნატორის არჩევნებში.[19] გაიმარჯვა დემოკრატიულ პრაიმერში ხმების 53 პროცენტით. დაამარცა რესპუბლიკელთა კანდიდატი საყოველთაო არჩევნებშიც.[20] მეორე ვადით აირჩიეს 2014 წელს.

2015 წლის 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ კენჭს იყრიდა აშშ-ის სენატისთვის 2016 წელს. მისი ოპონენტი იყო მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი კელი ეიოტი.[21] ჰასანმა ელიოტი დაახლოებით 1,000 ხმით დაამარცხა – ანუ ხმათა საერთო რაოდენობის 0,1 პროცენტით.[22]

რესურსები ინტერნეტში

სქოლი

  1. 1.0 1.1 http://bioguide.congress.gov/scripts/biodisplay.pl?index=H001076
  2. https://github.com/unitedstates/congress-legislators
  3. „Updated: NH Democrats to vote on superdelegate reform resolution at convention“. WMUR. June 16, 2016.
  4. 4.0 4.1 „Harry Reid's final campaign“. Politico. July 7, 2015.
  5. „Exeter Sen. Hassan Backs Hillary Clinton“. Portsmouth Herald. September 17, 2007.
  6. Dowling, Brian. (November 9, 2016) Hassan narrowly beats Ayotte in Senate race. ციტირების თარიღი: 2017-02-26
  7. Connolly, Amy R.; Feller, Stephen (November 10, 2016). „Maggie Hassan narrowly defeats Kelly Ayotte for New Hampshire Senate seat“. UPI (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  8. About Maggie en-US. ციტირების თარიღი: 2019-11-21
  9. Bernstein, David (July 2016). „A Rumble in the Granite State“. Boston Magazine. ციტირების თარიღი: 26 July 2016.
  10. Wright, Sarah H.. (April 6, 2005) Professor, HUD chief Robert Wood dies. Massachusetts Institute of Technology. ციტირების თარიღი: June 2, 2017
  11. Martin, Douglas (5 April 2005). „Robert Wood, Education Expert, Dies at 81“. New York Times. ციტირების თარიღი: 21 June 2016.
  12. Corwin, Emily (October 11, 2012). „Childhood Experiences And Parenthood Led Maggie Hassan To Politics“. ციტირების თარიღი: January 3, 2017.
  13. Our Campaigns – NH State Senate 23 Race – Nov 05, 2002. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  14. Our Campaigns – NH State Senate 23 Race – Nov 02, 2004. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  15. Our Campaigns – NH State Senate 23 Race – Nov 07, 2006. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  16. Our Campaigns – NH State Senate 23 Race – Nov 04, 2008. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  17. Our Campaigns – NH State Senate 23 Race – Nov 02, 2010. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  18. Prescott, Russell. (November 2, 2010) Maggie Hassan concedes to Prescott in District 23. Seacoastonline. ციტირების თარიღი: June 2, 2017
  19. Sanborn, Aaron. Hassan announces run for N.H. governor. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  20. Landrigan, Kevin (September 13, 2012). „Hassan, Lamontagne paint each other as extremists day after primary victories“. Nashua Telegraph. ციტირების თარიღი: 8 February 2016.
  21. Cahn, Emily (October 5, 2015). „Maggie Hassan Will Run for Senate in New Hampshire“. Roll Call. ციტირების თარიღი: 8 February 2016.
  22. Rubin, Jennifer (October 6, 2015). „2016’s toughest Senate matchup: Maggie Hassan vs. Kelly Ayotte“. Washington Post. ციტირების თარიღი: 8 February 2016.