ოშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:


== ციტატები ოშოს სხვადასხვა საუბრებიდან ==
== ციტატები ოშოს სხვადასხვა საუბრებიდან ==
*”ადამია ქადაგებს დედამიწის მოსახლეობის შემცირებაზე ნი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
*”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
*”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
*”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
*”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”
*”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”

12:31, 14 იანვარი 2008-ის ვერსია

ოშო
მშობლიური სახელი रजनीश चन्द्र मोहन जैन
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1931
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 1990
ეროვნება ინდოელი

ოშო, (ნამდვილი სახელი ჰინდი: रजनीश चन्द्र मोहन जैन რაჯნიშ ჩანდრა მოჰან ჯაინ, ასევე ცნობილი როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში ან შეცდომით - რაჯნეში), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.” ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია. ავტორი 650-წიგნისა, რომელიც მსოფლიოს 55-ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის; ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.


ოშოს ფილოსოფია

ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია(პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

ოშოს კრიტიკა

ოშოს მოწაფეთა მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ”ახალი ადამიანის უფლებანი” (1994) კრიტიკოსები ხაზს უსვამენ მის ფაშისტურ მსოფლმხედველობას, სადაც იგი ქადაგებს დედამიწის მოსახლეობის შემცირებაზე და ამის განხორციელების გზებზე. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ აბორტებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით, არამედ ჰიტლერული ევტანაზიის მეთოდითაც, ანუ ავადმყოფ, ინვალიდ ბავშთა და მოზრდილთა ფიზიკური ლიკვიდირებით.


ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ციტატები ოშოს სხვადასხვა საუბრებიდან

  • ”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
  • ”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
  • ”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”
  • ”ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია ვიდრე ნახევრად სიმართლე.”
  • ”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”
  • ”აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.”
  • ”აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.”
  • ”როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის იგი საკუთარი თავის მამა ხდება.”
  • ”ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.”
  • ”რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი მით უფრო ხან მოკლეა მისი სიყვარული.”
  • ”ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.”
  • ”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”
  • ”ქორწინების იდეა-უნდობლობაა.”

რესურსები ინტერნეტში

კრიტიკა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოშო&oldid=385500“-დან