იტალიური უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* ''ხომეზურიშვილი ნ.'', ''ერისთავი ელ.'', საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
* ''ხომეზურიშვილი ნ.'', ''ერისთავი ელ.'', საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.

{{ქლიავი}}

10:24, 21 აპრილი 2020-ის ვერსია

იტალიური უნგრულა, ფელენბერგი, ფრანგული შავი ქლიავიქლიავის ჯიში. წარმოშობილია იტალიაში. გერმანიაში შეიტანა ფილიპ ფონ ფელენბერგმა 1823 წელს და ამ სახელწოდებით გავრცელდა ფართოდ. ინგლისში ეს ჯიში ცნობილი იყო უკვე 1831 წელს. აქედან იტალიური უნგრულა გადადის ამერიკაში, სადაც სტანდარტულ ასორტიმენტშია შესული 1862 წლიდან. სოჭის საცდელი სადგურის დირექტორმა გარბემ ეს ჯიში აქ 1886 წელს შეიტანა, ფართოდ გავრცელდა და სამრეწველო ხასიათის კულტურად გადაიქცა. სოჭიდან ის გავრცელდა გაგრისა და სოხუმის რაიონებში. იტალიურმა უნგრულამ შავი ზღვის სანაპირო რაიონებში საუკეთესო ბუნებრივი პირობები ჰპოვა თავისი ზრდა-განვითარებისა და საუკეთესო ხარისხის ნაყოფის განვითარებისათვის. სხვა რაიონებში იტალიური უნგრულა გვხვდება ცალკეულ ხეებად და ეს ცალკე მდგომი ხეები აჩვენებენ, რომ იტალიურ უნგრულას ასეთივე კარგი პროდუქტი შეუძლია მოიცეს სხვა რაიონებშიც (გორის, დუშეთის, თბილისის, კასპის).

იტალიური უნგრულა დიდ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს. კარგად ვითარდება მხოლოდ ღრმა, ნოყიერ თიხნარ ნიადაგებზე. მოსავლიანობა დიდად მერყეობს აგროტექნიკურ ღონისძიებათა მიხედვით. მის მოსავალს ძლიერ ამცირებს სოკოვანი დაავადებები და მავნებლები. ხე ზომიერი ზრდისაა, ინვითარებს უსწორმასწორო მომრგვალო ვარჯს. იტალიური უნგრულას შტამი ხშირად იგრიხება. ფოთოლი მოგრძო ოვალური ფორმისაა. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი მუქი მწვანე და ბრჭყვიალაა. თვითფერტილი ჯიშია.

ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას. მისგან უმთავრესად მზადდება ჩირი, „შავქლიავი“, რომელიც შეიცავს 5% შაქარს და საუკეთესო ხარისხის გამოდის; სჯობნის საზღვარგარეთ ცნობილ ფრანგულ და კალიფორნიის შავქლიავს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ რიცხვებში (აფხაზეთი), გადასამუშავებლად იკრიფება გადამწიფებული ნაყოფი, ამის გამო მოსავლის მასობრივი დაკრეფა სექტემბრის ოციან რიცხვებში ხდება.

ნაყოფი ოვალური ფორმისაა, ღარი არ არის ღრმა, მსხვილია (4,3🞩3,6🞩3,7 სმ). ნაყოფის საშუალო მასა 41,3 გრამს უდრის. კანი სქელია, მოშავო ლურჯი ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი და ტკბილი. კურკა ადვილად სცილდება რბილობს, შეადგენს ნაყოფის წონის 3%-ს. იტალიური უნგრულას ჩირი მზადდება კურკიანად, ჩირის გამოსავალი ნედლი პროდუქციის დაახლოებით 24–25%-ს შეადეგენს.

ლიტერატურა

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.