ბიძინა ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ 185.168.227.213-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Esteban16-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
მ დაემატა კატეგორია:კახეთის სამეფოს სახლთუხუცესები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 36: | ხაზი 36: | ||
[[კატეგორია:XVII საუკუნის ქრისტიანი წმინდანები]] |
[[კატეგორია:XVII საუკუნის ქრისტიანი წმინდანები]] |
||
[[კატეგორია:კახეთის სამეფოს სახლთუხუცესები]] |
18:17, 13 აპრილი 2020-ის ვერსია
ბიძინა ჩოლოყაშვილი | |
---|---|
ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - შალვა და ელიზბარი | |
გარდაიცვალა | 1660 |
ხსენების დღე | 1 ოქტომბერი |
ბიძინა ჩოლოყაშვილი — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 1 ოქტომბერი (18 სექტემბერი).
ბიძინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. 1648 წელს თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ, მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა ის გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.
დაკრძალულია იკორთის ტაძარში[1].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973
- ხანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 147.
- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004