კირნათის ხიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Surprizi გვერდი „კირნათის ხიდი“ გადაიტანა გვერდზე „კირნათის ხიდები“
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კირნათის ხიდი''' — ოთხი ერთმალიანი ხიდის საერთო სახელწოდება [[საქართველო]]ში, [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[კირნათი]]საკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რომელიც რამდენიმე ადგილას კვეთს პატარა მდინარეთა ხეობებს. თარიღდება XIX საუკუნის 80-იანი წლებით. ხიდები ჩართულია იმ გზაზე, რომელიც უმოკლესია [[ბათუმი]]დან [[ბორჩხა|ბორჩხის]], [[ართვინი]]ს, [[არტანუჯი]]ს, [[შავშეთი]]სა და [[არდაგანი]]ს მიმართულებით.
'''კირნათის ხიდები''' — ოთხი ერთმალიანი ხიდის საერთო სახელწოდება [[საქართველო]]ში, [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[კირნათი]]საკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რომელიც რამდენიმე ადგილას კვეთს პატარა მდინარეთა ხეობებს. თარიღდება XIX საუკუნის 80-იანი წლებით. ხიდები ჩართულია იმ გზაზე, რომელიც უმოკლესია [[ბათუმი]]დან [[ბორჩხა|ბორჩხის]], [[ართვინი]]ს, [[არტანუჯი]]ს, [[შავშეთი]]სა და [[არდაგანი]]ს მიმართულებით.


==კირნათის ხიდი N1==
==კირნათის ხიდი N1==

07:09, 10 აპრილი 2020-ის ვერსია

კირნათის ხიდები — ოთხი ერთმალიანი ხიდის საერთო სახელწოდება საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რომელიც რამდენიმე ადგილას კვეთს პატარა მდინარეთა ხეობებს. თარიღდება XIX საუკუნის 80-იანი წლებით. ხიდები ჩართულია იმ გზაზე, რომელიც უმოკლესია ბათუმიდან ბორჩხის, ართვინის, არტანუჯის, შავშეთისა და არდაგანის მიმართულებით.

კირნათის ხიდი N1

ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 19 მ., სიგანე — 5 მ., ბურჯებსშორის მანძილი — 6 მ., წყლის დონიდან კამარამდე — 5 მ., თავბანდამდე — 6 მ., თავბანდის სისქე — 1 მ.) აღმართულია ხეობაში, სადაც გზა რკალს ხაზავს, შესაბამისად გზის მიმყოლად დაგეგმარებული ხიდიც რკალის ფორმას იმეორებს. ის ქვითა და კირით არის აშენებული. მასიურ ბურჯებზე დაყრდნობილ ხიდის თაღს მწყობრად განლაგებული ქვები შემოწერს. რელიეფის გათვალისწინებით, ხიდის ერთ მხარეს ბურჯები უფრო მასშტაბურია. ერთიან სიბრტყეს, დიდი ზომის ქვების თანმიმდევრული წყობა, კიდევ უფრო მასიურს ხდის.

კირნათის ხიდი N2

ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოხაზავს. ის ერთმალიანია. ნაგებია თანმიმდევრულად განლაგებული დიდი ზომის ქვებით. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად ერწყმის. თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვენი შემოწერს. ხიდს, გზის შემომსაზღვრელი დაბალი ქვის მოაჯირი ერთვის, რომლის „კედელიც“ ცალ მხარეს გრძელდება და გზას მიუყვება. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული.

კირნათის ხიდი N3

ერთმალიანი ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოწერს. ის დიდი ზომის ქვებით არის აგებული. მალის თაღს ნახევარწრეზე, ბურჯებისა და კამარის საპირეებზე გამოყენებულია თლილი, კარგად დამუშავებული სწორკუთხოვანი ქვები კირის ხსნარზე. ბურჯები ამოვსებულია მდინარის ქვა-ღორღით. ხიდზე მოწყობილია თანამედროვე ლითონის მოაჯირი.

კირნათის ხიდი N4

ერთმალიანი ხიდი ქვით არის აგებული. ის, კირნათის სხვა ხიდებისაგან განსხვავებით, სწორხაზოვნად არის დაგეგმარებული. მალის თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვები განსაზღვრავს. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად არის მორგებული. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული და მოწყობილია ლითონის თანამედროვე მოაჯირები.

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11773
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11774
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11775
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11776