საღორეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საღორეთის ციხე''' — საფორტიფიკაციო ნაგებობა მდინარე [[აჭარისწყალი|აჭარისწყლის]] მარჯვენა ნაპირზე, [[ქოხთვარის სერი|ქოხთვარის სერზე]], სოფელ [[პირველი მაისი]]ს თავზე (ყოფილი სოფელი საღორეთი).
'''საღორეთის ციხე''', ''კლდისთავის ციხე'', ''ცივა-სროლა''<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:Arxeol._put._po_Gurii_i_adch.-Bakradze.pdf Бакрадзе Д., „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. ст. 46-47, 1878г.]</ref> — საფორტიფიკაციო ნაგებობა მდინარე [[აჭარისწყალი|აჭარისწყლის]] მარჯვენა ნაპირზე, [[ქოხთვარის სერი|ქოხთვარის სერზე]], სოფელ [[პირველი მაისი]]ს თავზე (ყოფილი სოფელი საღორეთი).


==ძეგლის აღწერა==
==ძეგლის აღწერა==
ხაზი 10: ხაზი 10:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962

==რესურსები ინტერნეტში==
{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|11837}}

==სქოლიო==
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]

10:50, 2 აპრილი 2020-ის ვერსია

საღორეთის ციხე, კლდისთავის ციხე, ცივა-სროლა[1] — საფორტიფიკაციო ნაგებობა მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ქოხთვარის სერზე, სოფელ პირველი მაისის თავზე (ყოფილი სოფელი საღორეთი).

ძეგლის აღწერა

ციხე აგებულია მაღალ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი აქვს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან. ციხეს უკავია 200 მ² ფართობი ტერიტორია. შემორჩენილია კოშკი, გალავნის კედლის ერთი ნაწილი და კოშკზე მინაშენი (ჩრდ) კედლის ნანგრევი. სამსართულიანი კოშკის ფართობია დაახ. 6 მ², სიმაღლე 2,5 მ, კედლის სისქე 1,5-2 მ. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამი ფოსო (40х36 სმ, 25х15 სმ, 28х15 სმ). ფოსო მოპირდაპირე კედელზეც იქნებოდა მაგრამ ჩამოქცევის გამო არ შეინიშნება. ფოსოების არსებობა აქ სართულების არსებობაზე მიუთითებს (ორი სართული აშკარად შეიმჩნევა, სავარაუდოდ ჰქონდა მესამე სართულიც. კოშკი შიგნიდან მთლიანად ამოვსებულია მიწითა და ნანგრევი ქვებით. სათოფურები არ აქვს.

კოშკი გალავანშია ჩაქსოვილი. გალავანს ოვალისებური ფორმა აქვს. შედარებით უკეთ შემონახულა გალავნის ჩრდილოეთი მხარე რომელიც კოშკზეა მიშენებული. მოღწეული გალავნის სიმაღლე 2,10 მ. ციხეზე ამ მხრიდან მიისვლებოდა და სავარაუდოდ კარებიც აქედან უნდა ჰქონოდა, ამას გალავანში გჭრილი საფეხურებიც ადასტურებს.

ციხე ნაგებია თლილი ქვით კირის ხსნარზე, წყობა არეულია და უსწორმასწორო. აღსანიშნავია ის გარემოება რომ არც კოშკში და არც ციხეში სხვა რაიმე ხვრელი არ არსებობს. ამგვარი საბუთების გათვალისწინებით (უსწორმასწორო წყობა, სათოფურების არ არსებობა) საღორეთის ციხე XIV-XV საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11837

სქოლიო