იასონ ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]

08:41, 31 მარტი 2020-ის ვერსია

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 6 მარტი, 1866, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს რაიონი, — გ. 1949) — ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველი; მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა.

ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ განჯაში, შემდგომ ვლადიკავკაზში გააგრძელა საქმიანობა.

განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც 1893 ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ლორთქიფანიძე ასევე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ — მის პირველი მმართველად.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. 1927–1934 წლებში აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. 1930-იანი წლების ბოლოს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ.

წყარო