დიგენის აკრიტასი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8: ხაზი 8:


[[კატეგორია:ეპიკური პოემები]]
[[კატეგორია:ეპიკური პოემები]]
[[კატეგორია:ბიზანტიური ლიტერატურა]]

16:05, 21 მარტი 2020-ის ვერსია

დიგენის აკრიტას (ბერძ. Διγενῆς Ἀκρίτης) — X საუკუნის ბიზანტიური ეპოსი, რომელიც არაბთა წინააღმდეგ მებრძოლი იდეალიზებული გმირის — ბასილი დიგენის აკრიტასის თავგადასავალს მოგვითხრობს. ლიტერატურულად დამუშავებულია XI-XII საუკუნეებში. პოემა, რომელსაც საფუძვლად ხალხური ბალადები უდევს, ასახავს შუასაუკუნეების ბიზანტიის იმპერიაში მომხდარ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს — წარჩინებულ ფეოდალთა აღზევებას იმპერიის პერიფერიებში, მუსულმან მეზობლებთან ომებს.

პოემის სიუჟეტის მიხედვით, კაპადოკიის ბიზანტიელ სტრატეგოსს ანდრონიკე დუკასა და მის მეუღლეს შეეძინებათ ნანატრი ქალიშვილი, რომელსაც განმარტოებით ზრდიდნენ ცალკე სასახლეში. ქალს წინასწარმეტყველებისამებრ იტაცებს ამირა მუსური და მისი გულისათვის ქრისტიანად ინათლება. წყვილის ძე — ბასილი, მეტსახელად დიგენის აკრიტასი (სიტყვასიტყვით, „ორი სისხლით შობილი მენაპირე“), ყმაწვილობიდან გაითქვამს სახელს სიმამაცით. დიგენისს შეუყვარდება ბიზანტიელი მხედართმთავრის ულამაზესი ასული — ევდოკია, რომელსაც იტაცებს და დიდებულ ქორწილს იხდის. შემდგომ დიგენისი საზღვრებზე მოგზაურობს მომხდურთა ასალაგმავად; მას თან ახლავს ახალშერთული მეუღლე. დიგენისი კლავს გველეშაპს; ამარცხებს აპელატებად წოდებულ მოთარეშე ავაზაკებს, რომელთაც სურთ ევდოკიას მოტაცება. მიუხედავად ცოლისადმი დიდი სიყვარულისა დიგენისი ორჯერ ღალატობს მას: პირველად ამირა ჰაპლორაბდეს ასულთან, რომელსაც ის უდაბნოში შეეყრება ბერძენი ქმრისაგან მიტოვებულს, ხოლო მეორედ — ამორძალ მაქსიმოსთან, რომელსაც აპელატები დახმარებისათვის მოუხმობენ. გამარჯვებების შემდგომ დიგენისი აშენებს ბრწყინვალე სასახლეს მდინარე ევფრატის სანაპიროზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობს. დიგენისი და ევდოკია ერთად აღესრულებიან.

ლიტერატურა

  • დიგენის აკრიტასი / თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარები ელისო ელიზბარაშვილისა; რედაქტორი: ნელი მახარაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. თბილისი: ლოგოსი, 2017. ISBN 9789941468315;
  • Jeffreys, Elizabeth (1998). Digenis Akritis: the Grottaferrata and Escorial Versions. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-39472-7.