ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6: ხაზი 6:
1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი [[ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

1917 წლის 8 სექტემბრის საეკლესიო კრებაზე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
1917 წლის 8 სექტემბრის [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|საეკლესიო კრებაზე]] იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:

„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.

07:46, 14 მარტი 2020-ის ვერსია

ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე (დ. 1873, სოფ. ასკანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 8 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი მართლმადიდებელი დეკანოზი.

ბიოგრაფია

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს ანტონთან, რომელმაც ეგზარქოს ეგზარქოს ალექსის მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა დიდუბის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. ნიკიტა თალაკვაძემ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. 1906 წლიდან იყო სემინარიის საბჭოს წევრი. იგი, როგორც ეპისკოპოს კირიონ II-ის თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1912 წლის 20 მაისს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1916 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. 1917 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

1917 წლის 8 სექტემბრის საეკლესიო კრებაზე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:

„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.

ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ — კულტურის სამინისტროში.

გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ.

ლიტერატურა

  • თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. ISBN 978-99940-28-77-1. 
  • ტოგონილძე ლ., მაჩურიშვილი გ. (2012). „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“. თბილისი: ალილო. 

რესურსები ინტერნეტში