კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 64: ხაზი 64:


==== 1963-1964 წლების კრიზისი და ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება ====
==== 1963-1964 წლების კრიზისი და ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება ====

ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადასახადების აკრეფასთან იყო დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში კვიპროსის მოსახლეობის მხოლოდ 18% იყო [[თურქი]] მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ მათთვის გამოყოფილი განათლების სისტემის, პოლიციის თუ სხვა სახელმწიფო სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათგან შეგროვილი გადასახადების ოდენობა უბრალოდ არ იყო საკმარისი. ეს კი ბერძენი კვიპროსელების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. კრიზისი გაამწვავა ვიცე-პრეზიდენტ ქუჩუქის მიერ შეიარაღებული ძალების ფორმირების კანონპროექტზე ვეტოს დადებამაც, რის შედეგადაც, კვიპროსის შეიარაღებული ძალები ვერ ჩამოყალიბდა. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მაკარიოსმა, 1963 წლის 3 ნოემბერს, 13 პუნქტის სახელით ცნობილი საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა წარმოადგინა; ამ გეგმის მიხედვით, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის განაწილებული გარკვეული პოლიტიკური ფუნქციები ერთიან სისტემად რეორგანიზდებოდა, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებები და სასამართლო სისტემა, ასევე იცვლებოდა პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის არჩევის წესი და უქმდებოდა ვეტოს უფლება; ასევე, საჯარო სექტორში ადრე არსებული კვოტა იცვლებოდა კვოტით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა კვიპროსელ თურქებზე.

მაკარიოსის გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც თურქეთი და საბერძნეთი, ისე კვიპროსელი თურქებიც და საბოლოოდ, [[1963]] წლის 21 დეკემბერს, კვიპროსელი თურქების საპროტესტო გამოსვლები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც 1964 წელსაც გაგრძელდა და საბოლოოდ, თურქეთის შეზღუდული ინტერვენციით დასრულდა. თურქეთის ფართო მასშტაბიანი ინტერვენციის თავის არიდების მიზნით მაკარიოსი დათანხმდა საერთაშორისო მედიაციას და შედეგად, დიდი ბრიტანეთის, [[საბერძნეთი|საბერძნეთისა]] და [[თურქეთი|თურქეთის]] ძალისხმევით, საკითხმა გაერთიანებულ ერებამდე მიაღწია, მიღწეული კონსენსუსის მიხედვით მაკარიოსის ხელისუფლება კვიპროსის ლეგიტიმურ წარმომადგენლად იქნა აღიარებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 186-ე რეზოლუციამ გაეროს ეგიდით სპეციალური სამშვიდობო კონტიგენტი ჩამოაყალიბა.

==== კონფლიქტის მოგვარების მცდელობები 1964-1974 წლებში ====
==== კონფლიქტის მოგვარების მცდელობები 1964-1974 წლებში ====

==== აშშ-ს დიპლომატიური ინტერვენცია და აჩესონის გეგმა ====
==== აშშ-ს დიპლომატიური ინტერვენცია და აჩესონის გეგმა ====
==== კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები აჩესონის გეგმის შემდეგ ====
==== კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები აჩესონის გეგმის შემდეგ ====

11:04, 13 მარტი 2020-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

კვიპროსის გაყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ბუფერული ზონით, ვარდისფერით კი აკროტირი და დეკელია.

კვიპროსის კონფლიქტი — ტერიტორიული კონფლიქტი კვიპროსელ ბერძნებსა და კვიპროსელ თურქებს შორის. კუნძულზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის შესვლის შემდეგ ეს დაპირისპირება განიხილებოდა, როგორც „კონფლიქტი კვიპროსელ და ბრიტანელ ხალხებს შორის“. ამჟამად ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის კავშირი.

1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა მიიღო დიდი ბრიტანეთისაგან, რომელიც ქვეყანას ფლობდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიებლობის მინიჭების შემდეგ კუნძულზე დაიტოვა ორი სამხედრო ბაზა, რომლებიც მდებარეობდა ქალაქების, აკროტირისა და დეკელიის მახლობლად. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში აღიარეს ორი თემის არსებობა: ბერძნული — 80 % და თურქული — 18 %. სახელმწიფოს ძირითად დოკუმენტში ცაწერილმა ამ მუხლმა მაშინვე აღაშფოთა თურქულენოვანი საზოგადოება.

1963 წელს ორივე მხარეს განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ სიტუაცია დაძაბა. 1964 წელს ვითარების დარეგულირების მოტივით კუნძულზე განათავსეს გაეროს სამშვიდობო ძალები, რომლებიც კუნძულზე 10 წელი დარჩნენ.

1974 წლის 15 ივლისს კვიპროსში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ EOKA-მ დაამხო პრეზიდენტ მაკარიოს III-ის ხელისუფლება. თურქეთის ხელისუფლება თავიანთი ინტერესების ხელყოფისაგან დასაცავად 30 სამხედრო კორპუსით შეიჭრა კუნძულზე და დაიკავა ქვეყნის 35 %. კვიპროსი გაიყო ჩრდილოეთ თურქულ და სამხრეთ ბერძნულ ნაწილებად. კონფლიქტური მხარეები ერთმანეთისაგან გაიყო ე. წ. „მწვანე ხაზით“გაეროს ბუფერული ზონით. გამყოფი ხაზით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შეიქმნა ფიზიკური და სოციალური ბარიერები.

1983 წელს ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე თურქეთის გარდა არვინ არ აღიარებს.

XXI საუკუნის დასაწყისში გაეროს ინიციატივით დაიწყო კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისათვის ზრუნვა. 2004 წლის 24 აპრილს კიპროსზე გაიმართა რეფერენდუმი კუნძულის გაერთიანების შესახებ. კვიპროსელი ბერძნების 75 %-მა და კვიპროსელი თურქების 35 %-მა ანანის გეგმას, რომელიც ბრიტანული დიპლომატიის მიერ იყო მომზადებული მხარი არ დაუჭირა.

2004 წელსვე კვიპროსი გახდა ევროპის კავშირის წევრი. თუმცა ევროკავშირის წევრი მხოლოდ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი გახდა. 2005 წელს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკომისია ითხოვდა თურქეთის მიერ კვიპროსის სუვერენიტეტის ცნობას.

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრის ქრისტოფიასმა გაიმარჯვა, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირდებოდა მოსახლეობას, რომ განაახლებდა მოლაპარაკებებს კვიპროსის თურქულ თემთან. 21 მარტს ნიქოზიის ბუფერულ ზონაში გაიმართა მოლაპარაკება ჩრდილოეთი კვიპროსის ლიდერ მეჰმედ ალი თალათისთან. 2008 წლის 3 აპრილს ნიქოზიის ქუჩებში აიღეს ბარიერები, რომელიც განთავსებული იყო 1960 წლიდან.

2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. 1 ივნისს უკვე მიიღეს ერთიანი მოქალაქეობისა და სუვერენიტეტის კონცეფცია. სექტემბეში პრეზიდენტმა ქრისტოფიასმა გამოაცხადა ნიქოზიის დემილიტარიზაცია. შემოდგომაზე შეთანხმდნენ მმართველობის ერთიანი ფედერალური ორგანოების ჩამოყალიბებაზე. დაიგეგმა გაერთიანების გეგმის ორივე თემში რეფერენდუმზე გატანა.

2011 წელს კვიპრსსა და თურქეთს შორის გაიმართა დავა, რომლის მიზეზიც გახდა კვიპროსის გეგმა დაეწყო ჩრდილოეთ კვიპროსში ნახშირწყალბადების საბადოს ათვისება. თურქეთი თვლიდა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კვიპროსის უფლება და დაიმუქრა კონფლიქტის სამხედრო მოგვარებით.

2014 წელს განახლდა მოლაპარაკებები კვიპროსის ორ თემს შორის. 2014 წლის 11 თებერვალს პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერმა დერვიშ ეროღლუმ მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიღებას მიესალმა ევროპის კავშირიც[1].

რეაქცია კვიპროსელი ბერძნების პარტიებს შორის განსხვავებული იყო. ოპოზიციურმა მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ განაცხადა, რომ მიესალმება დეკლარაციას[2]. თუმცა ნიკოლას პაპადოპულოსი, რომელიც კოალიციაში იყო მოქმედ პრეზიდენტთან წინააღმდეგი წავიდა დეკლარაციისა და 2014 წლის 27 თებერვალს კოალიცია დატოვა.

წინაპირობები

პოლიტიკურ სტატუსთან. კვიპროსის კონფლიქტი, თანამედროვე სახით, იწყება 1878 წელს, ბრიტანეთის მიერ კვიპროსის დაპყრობით. თავდაპირველად, კონფლიქტს კვიპროსის პოლიტიკურ მომავალის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის ფორმა ჰქონდა,1 თუმცა მოგვიანებით იგი კუნძულის თურქ და ბერძენ მოსახლეობას შორის პოლიტიკურ და შეიარაღებულ, ეთნიკურ დაპირისპირებად გარდაიქმნა. კვიპროსის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ 1959 წელს, ციურიხ-ლონდონის შეთანხმებით, კუნძულის პოლიტიკურ სტატუსს - ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ და ერთიან სახელმწიფოს, ჰყავდა გარანტორები - თურქეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი. სამი გარანტორიდან ორს - თურქეთი და საბერძნეთი, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. კონფლიქტი, დღევანდელ ფაზაში შევიდა 1974 წელს, როდესაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს კვიპროსის ტერიტორიის ერთი მესამედი კუნძულის ჩრდილოეთში და იქ, მოგვიანებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, რომლის დამოუკიდებლობასაც დღემდე მხოლოდ თურქეთი აღიარებს. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი არის თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებული, კვიპროსის რესპუბლიკის კანონიერი ტერიტორია.

კვიპროსის ისტორია დამოუკიდებლობამდე

კვიპროსი არის ტერიტორია, რომელიც უძველესი პერიოდიდან დასახლებულია და სხვადასხვა დროს შედიოდა ასირიული, სპარსული და ეგვიპტური სახელმწიფოების საზღვრებში. ბერძნულენოვანმა ხალხებმა კუნძულზე დასახლება დაახლოებით ჩვ.წ. 1100 წლისთვის დაიწყეს, და ამ თარიღის შემდეგ, კვიპროსი სხვადასხვა დროს შედიოდა ასურელთა, სპარსელთა, ფარაონული და პტოლემეანთა ეგვიპტის, მაკედონიის და ბოლოს, რომის იმპერიის საზღვრებში. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ კუნძული აღმოსავლეთ რომის იმპერიის - ბიზანტიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა და მას შემდეგ, კუნძულზე, ბერძნები დიდი ხნის მანძილზე დომინანტურ კულტურულ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ისლამი კვიპროსზე პირველად 649 წელს, ომაიანების შემოჭრასთან ერთად გამოჩნდა - ომაიანებმა დაიპყრეს კვიპროსი და დაახლოებით 40 წლის განმავლობაში - 688 წლამდე კუნძულს ისინი განაგებდნენ, 688 წელს კი კვიპროსი, არაბულ-ბიზანტიური შეთანხმების საფუძველზე, ამ ორი ძალის მიერ ერთობლივად მართულ ტერიტორიად იქცა, რომლისგან შეკრებილი გადასახადებიც ორ იმპერიას შორის თანაბრად ნაწილდებოდა. მიუხედავად ბიზანტიის მცდელობებისა, ეს სტატუს-ქვო დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ბიზანტიის იმპერიამ მხოლოდ 965 წელს მოახერხა კვიპროსზე კონტროლის სრულად აღდგენა. 1184 წელს კვიპროსის გუბერნატორი ისააკ ანგელოსი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერიას, თუმცა არეული გეოპოლიტიკური ვითარებით ისარგებლეს ჯვაროსნებმა და 1191 წელს, ინგლისის მეფემ რიჩარდ I-მა, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე იყო, სტრატეგიული მოსაზრებებით კუნძული დაიკავა. ჯვაროსნების შემოსვლის შედეგად, კუნძულზე კვიპროსის სამეფო შეიქმნა რომელსაც ფრანგული წარმოშობის ლუზინიანთა დინასტია მართავდა. კვიპროსის სამეფომ 1489 წლამდე იარსება. 1489 წელს კვიპროსი ვენეციელების ხელში გადავიდა და მათ განმგებლობაში 1571-1572 წლებამდე, კუნძულის ოსმალეთის მიერ დაპყრობამდე დარჩა. ოსმალეთ-ვენეციის ომების შედეგად ოსმალეთის იმპერიის კუთვნილებად ქცეულ კუნძულზე, ოსმალეთის მმართველობა მეცხრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა. კვიპროსის თანამედროვე მდგომარეობას საფუძველი 1878 წელს, ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიებს შორის დადებული კვიპროსის შეთანხმებით ჩაეყარა - ამ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლო რუსული აგრესიისაგან დაცვის სანაცვლოდ, ოსმალეთის იმპერიამ კვიპროსი, როგორც სტრატეგიული წერტილი, დროებით მართვისათვის ბრიტანეთს გადასცა. ეს მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომამდე - ოსმალეთის იმპერიის ცენტრალური ქვეყნების მხარეს, ანტანტის წინააღმდეგ ომში ჩართვამდე გაგრძელდა; 1914 წელს ბრიტანეთის იმპერიამ ოფიციალურად დაიკავა კვიპროსი და იგი ბრიტანეთის კოლონიურ ტერიტორიად გამოაცხადა.

კვიპროსი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში (1914 – 1955)

კვიპროსზე ბრიტანული მმართველობის დამყარებას კუნძულის ბერძნული მოსახლეობა დადებითად შეხვდა. ბერძნების ამ განწყობას განაპირობებდა მათი იმედები, რომ ბრიტანეთი ადრე თუ გვიან დააკმაყოფილებდა მათ სურვილს და კუნძულს საბერძნეთს გადასცემდა. ბერძნების იმედები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც არაერთი აჯანყების და ავტონომიასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის კვალდაკვალ, ხმელთაშუა ზღვის მეორე მნიშვნელოვანი კუნძული ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობით - კრეტა, 1912 წელს საბერძნეთის ნაწილი გახდა. ბრიტანეთის იმპერიაც, თავის მხრივ, კვიპროსის საბერძნეთისათვის გადაცემის იდეას სერიოზულად განიხილავდა და 1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ჩართვის სანაცვლოდ, საბერძნეთის ხელისუფლებას კვიპროსი პირდაპირ შესთავაზა, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ეს გარიგება ჩაიშალა.

მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებებისა, პირველი მსოფლიო ომი შემდეგ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, რამაც ძალიან დააზარალა თურქეთის ბერძნული მოსახლეობა, კვიპროსში ძალიან გაძლიერდა - ენოზისის - საბერძნეთთან გაერთიანების იდეა. ენოზისს ბერძნების უმრავლესობა მხარს უჭერდა, თურქების დიდი ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. კვიპროსელების განწყობების მიუხედავად, როგორც საბერძნეთის,3 ისე თურქეთის4 ხელისუფლებები არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და ამისათვის ფორმალური ნაბიჯებიც გადადგეს. მიუხედავად საბერძნეთის და თურქეთის ხელისუფლებების პოზიციებისა, ურბანიზებულ კვიპროსში, როგორც თურქულ, ისე ბერძნულ მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდებოდა ნაციონალისტური იდეები, რომლებიც თურქებში ქემალიზმის, ხოლო ბერძნებში ენოზის იდეოლოგიური გავლენით ყალიბდებოდა. კვიპროსის ისტორიაში გარდატეხის წერტილად 1931 წელი იქცა, რამდენიმე წლით ადრე არჩეულ, ბერძენი და თურქი წევრებისაგან შემდგარ პარლამენტში, ბრიტანელი გუბერნატორის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი გადასახადების დროებითი ზრდის შესახებ, ბერძენი და თურქი დეპუტატების ერთობლივი ძალებით იქნა ჩაგდებული, ამის საპასუხოდ, გუბერნატორმა გამოიყენა საკუთარი საგანგებო უფლებები და კანონპროექტი პარლამენტის გვერდის ავლით გაიტანა. გუბერნატორის ამ ნაბიჯს კვიპროსის მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა, რითაც ისარგებლეს ენოზის მომხრე ბერძნებმა და 1931 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიის ზარების რეკვით და ბერძნული დროშებით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი და ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა; ასევე, ამან კუნძულის ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისთან დაკავშირებით შექმნა კონსენსუსი რომელმაც, ამ იდეის ქვეშ გააერთიანა ორი პოლიტიკურად ძალიან განსხვავებული ძალა - კუნძულის მართლმადიდებლური ეკლესია და კვიპროსის კომუნისტური პარტია.

მეორე მსოფლიო ომმა კვიპროსის პრობლემა დროებით უკანა პლანზე გადასწია, რამაც ბრიტანეთის ხელისუფლებას მისცა საშუალება ჩაეთვალა რომ კუნძულზე არსებული კონფლიქტი მინავლდა. 1946 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ აღადგინა კუნძულის გარკვეული პოლიტიკური უფლებები და 1931 წლის მოვლენების შედეგად გადასახლებულ პოლიტიკურ ფიგურებს კუნძულზე დაბრუნების ნება მისცა. ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისის იდეის პოპულარობის ზრდას, თურქი კვიპროსელების რეაქცია მოჰყვა, რომელთა შორისაც გაჩნდა ტაქსიმის ანუ კვიპროსის ორ - თურქულ და ბერძნულ ნაწილებად დაყოფის იდეა, რაზეც, ეთნიკური ფაქტორის გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თურქეთში მზარდი ანტიკომუნიზმი, რის გაძლიერებას კვიპროსში ხელი შეუწყო იმანაც, რომ ომის შემდგომ კვიპროსში ბერძნული პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე გავლენიანი კომუნისტური - მუშათა პროგრესული პარტია(AKEL) გახლდათ. არანაკლები იყო ანტიკომუნიზმის გავლენა ენოზის მომხრე ბერძნებზეც - იმ პერიოდში საბერძნეთში კომუნისტურ და ანტიკომუნისტურ ძალებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომმა კვიპროსელ ბერძნებზეც მოახდინა გავლენა.

ენოზის მთავარი მხარდამჭერი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია გახლდათ და სწორედ მისი მოთავეობით მოეწყო არაოფიციალური პლებისციტი მხოლოდ კვიპროსელი ბერძნების მონაწილეობით ენოზისთან დაკავშირებით. მანამდე კი, ეთხოვა ბრიტანეთის ხელისუფლებას ნებართვა, რომ კუნძულზე იგივე საკითხზე რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ ეს თხოვნა უარყო.9 პლებისციტში გამოყენებული ხმების 95% ენოზის სასარგებლოდ იყო გამოყენებული, რამაც კუნძულის თურქულ მოსახლეობაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოწვია, თურქეთში კი აქტიურად შეუწყო ხელი დისკუსიებს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რომელსაც კვიპროსს თურქეთისთვის გააჩნდა; დაჩქარდა კვიპროსის თურქული მოსახლეობის მიერ კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირების პროცესიც - მაგალითად, რეფერენდუმიდან რამდენიმე თვის შემდეგ - 1950 წლის 4 აგვისტოს, სტამბოლში კვიპროსის დაცვის საზოგადოება დაარსდა.10 თავდაპირველი ყოყმანის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამაც, კუნძულზე სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, კვიპროსელი თურქების ღია მხარდაჭერა დაიწყო და 1954 წელს, გაერთიანებული ერების ანსამბლეაზე, საბერძნეთის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, კვიპროსის თემა უკვე თურქეთ-საბერძნეთს შორის არსებულ პრობლემად იქცა.11 თურქმა და ბერძენმა კვიპროსელებმა გასამხედროებული ფორმირებების ჩამოსაყალიბებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

კვიპროსის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციის და თურქული წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება, 1954-1959 წლების კონფლიქტი

1940-1950-იანი წლების კვიპროსის პოლიტიკურ სიტუაციაში, კვიპროსის ბერძნული მოსახლეობის დე-ფაქტო ლიდერი კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი - მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III გახდა, რომელიც ამ პერიოდში ენოზის მხარდამჭერი იყო და ამ კონტექსტში, თანამშრომლობდა საბერძნეთის არმიის კვიპროსელ ოფიცერ გეორგიოს გრივასთან, ეს თანამშრომლობა არაერთგვაროვანი იყო და მხარეების შეხედულებები ხშირად საკმაოდ განსხვავდებოდა. ბრიტანეთის ხელისუფლების მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კვიპროსის ბერძნულ მოსახლეობაში პოლიტიკური სისტემის მიმართ რწმენის დაკარგვას და ამ კონტექსტში, როგორც მაკარიოსმა, ისე გრივასმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი წინააღმდეგობის ახალ, უფრო რადიკალურ მეთოდებზე. გრივასი, პარტიზანულ, ანტიკოლონიურ კამპანიას უჭერდა მხარს, მაკარიოსი კი ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებს სკეპტიკურად უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმებოდა ბრძოლის რადიკალურ მეთოდებზე გადასვლის აუცილებლობას, თვლიდა რომ ფართო მასშტაბიანი ძალადობა არ იყო მიზანშეწონილი. საბოლოოდ, გრივასმა, ენოზის იდეის განხორციელების მიზნით, კუნძულზე ადრე შეძენილი მხარდამჭერების გამოყენებით, 1955 წელს პარტიზანული ორგანიზაცია კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია დააარსა და ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა.

შეიარაღებული ბრძოლა 1955 წლის 1 აპრილს დაიწყო, ეოკამ ერთდროულად შეტევა მიიტანა კვიპროსის რამდენიმე ქალაქში არსებულ ბრიტანეთის ხელისუფლების კუთვნილ ობიექტებზე, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებისათვის მოულოდნელი იყო, ხოლო კვიპროსელ თურქებს შორის და თურქეთში მკვეთრად უარყოფითი რეაქციების მიზეზი გახლდა; ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ კვიპროსის ბრიტანულ პოლიციაში თურქები უმრავლესობას შეადგენდნენ.

თურქეთი და კვიპროსელი თურქების ენოზის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1955 წელს, თურქეთში, მანამდე არსებული კვიპროსელი თურქების ორგანიზაციების გაერთიანების შედეგად საზოგადოება „კვიპროსი თურქულია“(Kıbrıs Türktür Cemiyeti) დაარსდა. ხოლო 1957 წელს კვიპროსელმა თურქებმა თავიანთი პარტიზანული ორგანიზაცია თურქული წინააღმდეგობის მოძრაობა (Türk Mukavemet Teşkilatı) დაარსეს. ენოზის საწინააღმდეგოდ, კვიპროსელი თურქები მხარს უჭერდნენ ტაქსიმს ანუ კვიპროსის ეთნიკურ ნიადაგზე ნაწილად დაყოფას.

ბრიტანეთის ხელისუფლების რეაქცია და გზა დამოუკიდებლობისაკენ

ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია, თურქეთისა და საბერძნეთის დახმარებით, სიტუაციის განმუხტვის მცდელობა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, 1958 წელს, „მესამე გზის“ ანუ დამოუკიდებელი კვიპროსის იდეის გარშემო კონცენტრირდა. ამ პოლიტიკის შედეგად, კუნძულის ბერძნული და თურქული მოსახლეობის მხრიდან მთავარეპისკოპოსმა მაკარიოსმა და ფაზილ ქუჩუქმა ხელი მოაწერეს აქტებს, რომლებიც ციურიხ-ლონდონის შეთანხმების სახელით გახდა ცნობილი. ამგვარად, ბრიტანეთის, თურქეთის და საბერძნეთის გარანტორობით, 1960 წელს კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ბრიტანეთმა შეინარჩუნა აკროტირის და დეკელიის სამხედრო ბაზები, კვიპროსზე განთავსდნენ ბერძნული და თურქული სამხედრო კონტიგენტები. ძალაში შევიდა ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებული ძალაუფლების გაყოფის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი იქნებოდა ბერძენი, ვიცეპრეზიდენტი თურქი, ორივე ერს ექნებოდა საკუთარი პარლამენტი და ასევე უნდა შექმნილიყო ეროვნული პარლამენტი, რომელიც ორივე ერის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდებოდა. ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მაკარიოსი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა თავის საეკლესიო თანამდებობასთან შეთავსებით და გააგრძელა კვიპროსის ეკლესიის ხელმძღვანელობა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი გახდა ფაზილ ქუჩუქი.

დამოუკიდებლობის პერიოდი, საკონსტიტუციო და ეთნიკური კონფლიქტი (1960-1974)

დამოუკიდებლობის შემდგომ კვიპროსი საკმაოდ რთული პოლიტიკური სისტემით იმართებოდა, სადაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა ასევე მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ასევე ეთნიკური კვოტების მიხედვით, ბერძნული და თურქული მოსახლეობის ხვედრითი წილის გათვალისწინებით კომპლექტდებოდა. კვოტების მიხედვითვე განაწილდა მუნიციპალიტეტები, სასამართლო სისტემაში თანამდებობები და სხვა. ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ორივე მხარის საბოლოო მიზანი განსხვავებული იყო, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სისტემური კრიზისებისათვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება ვეტოს უფლების გამოყენებით სისტემის პარალიზება მოეხდინათ. სისტემის პირველი სერიოზული კრიზისი 1963 წელს, კვიპროსის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მესამე წელს მოხდა.

1963-1964 წლების კრიზისი და ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება

ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადასახადების აკრეფასთან იყო დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში კვიპროსის მოსახლეობის მხოლოდ 18% იყო თურქი მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ მათთვის გამოყოფილი განათლების სისტემის, პოლიციის თუ სხვა სახელმწიფო სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათგან შეგროვილი გადასახადების ოდენობა უბრალოდ არ იყო საკმარისი. ეს კი ბერძენი კვიპროსელების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. კრიზისი გაამწვავა ვიცე-პრეზიდენტ ქუჩუქის მიერ შეიარაღებული ძალების ფორმირების კანონპროექტზე ვეტოს დადებამაც, რის შედეგადაც, კვიპროსის შეიარაღებული ძალები ვერ ჩამოყალიბდა. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მაკარიოსმა, 1963 წლის 3 ნოემბერს, 13 პუნქტის სახელით ცნობილი საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა წარმოადგინა; ამ გეგმის მიხედვით, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის განაწილებული გარკვეული პოლიტიკური ფუნქციები ერთიან სისტემად რეორგანიზდებოდა, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებები და სასამართლო სისტემა, ასევე იცვლებოდა პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის არჩევის წესი და უქმდებოდა ვეტოს უფლება; ასევე, საჯარო სექტორში ადრე არსებული კვოტა იცვლებოდა კვოტით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა კვიპროსელ თურქებზე.

მაკარიოსის გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც თურქეთი და საბერძნეთი, ისე კვიპროსელი თურქებიც და საბოლოოდ, 1963 წლის 21 დეკემბერს, კვიპროსელი თურქების საპროტესტო გამოსვლები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც 1964 წელსაც გაგრძელდა და საბოლოოდ, თურქეთის შეზღუდული ინტერვენციით დასრულდა. თურქეთის ფართო მასშტაბიანი ინტერვენციის თავის არიდების მიზნით მაკარიოსი დათანხმდა საერთაშორისო მედიაციას და შედეგად, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ძალისხმევით, საკითხმა გაერთიანებულ ერებამდე მიაღწია, მიღწეული კონსენსუსის მიხედვით მაკარიოსის ხელისუფლება კვიპროსის ლეგიტიმურ წარმომადგენლად იქნა აღიარებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 186-ე რეზოლუციამ გაეროს ეგიდით სპეციალური სამშვიდობო კონტიგენტი ჩამოაყალიბა.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობები 1964-1974 წლებში

აშშ-ს დიპლომატიური ინტერვენცია და აჩესონის გეგმა

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები აჩესონის გეგმის შემდეგ

1974 წლის სამხედრო გადატრიალება და თურქეთის სამხედრო ინტერვენცია

დაყოფილი კუნძული 1974 – 1997

1975-1979

კვიპროსის თურქული ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება

1988-1994: მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი

სამხრეთ კვიპროსის გზა ევროკავშირის წევრობისკენ და თურქულ-ბერძნული დაპირისპირება საერთაშორისო არენაზე

სამშვიდობო პროცესი 1997 წლის შემდგომ და სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდი

ანანის გეგმა და 2004 წლის რეფერენდუმი

კვიპროსის პრობლემა 2004 წლის შემდგომ; 2008-2012 წლების მოლაპარაკებები

კვიპროსის პრობლემა 2014 წლიდან დღემდე

კვიპროსის პრობლემის სამომავლო პერსპექტივები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Big expectations as Cyprus peace talks restart“. EUobserver. Brussels. 11 February 2014. ციტირების თარიღი: 23 February 2014.
  2. Morley, Nathan (11 February 2014). „Cyprus peace talks resume after two-year break“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 23 February 2014.