საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33: ხაზი 33:
* [[დავით რაქვიაშვილი]], [[2016|2016 წლის]] [[24 ოქტომბერი]] – [[2018|2018 წლის]] [[16 დეკემბერი]]
* [[დავით რაქვიაშვილი]], [[2016|2016 წლის]] [[24 ოქტომბერი]] – [[2018|2018 წლის]] [[16 დეკემბერი]]


== ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ==
== ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანები ==
* [[გიორგი გახარია]], [[2019|2019 წლის]] [[30 აპრილი]] –
* [[გიორგი გახარია]], [[2019|2019 წლის]] [[30 აპრილი]] – [[19 თებერვალი]], [[2020]]
* [[ვახტანგ გომელაური]], [[19 თებერვალი]], [[2020]]<ref>[http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75191 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა]</ref> – მოქმედი


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

10:50, 25 თებერვალი 2020-ის ვერსია

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ადრე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო) — საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.[1]

2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.[2]

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ დახურული წესით ჩატარდება[3].

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანები

ლიტერატურა

  • საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 99.
  • საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. 1996 წლის 24 იანვარი.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. 61 გვ. ISBN 978-9941-22-407-2.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. გაზეთი „24 საათი“. #254, 2004 წლის 26 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. „მეფემ არ იცის თორემ...“. გაზეთი „24 საათი“. #142, 2004 წლის 17 ივნისი.
  • Kuprashvili H. Sharashenidze T. Political Aspects of the Formation of the National Information System in Post-Communist Georgia. Politics, Ethics, and the Challenges to Democracy in 'New Independent States’. Council for Research in Values and Philosophy. Cultural Heritage and Contemporary Change Series IVA, Eas-tern and Central Europe, Volume 29. General Editor George F. McLean. Washington. 2005. P. 133-141. ISBN-13: 978-1-56518-224-0 (pbk.).
  • Купрашвили Г. Некоторые аспекты информационно-аналитического обеспечения национальной безопасности. Кавказоведение. Российская академия наук, Институт язикознания. №8. Москва. 2005. С. 9-15

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო