აქლემი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:
| სახეობა =
| სახეობა =
| ქვესახეობა =
| ქვესახეობა =
| ლათ =Camelus
| ლათ = {{Btname|Camelus|([[Linnaeus]], [[1758]])}}
| სექციის სახელი =
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
| სექციის ტექსტი =
| არეალის რუკა =Dromedary Range.png
| არეალის რუკა =
| არეალის რუკის წარწერა =
| არეალის რუკის წარწერა =
| არეალის რუკის სიგანე =
| არეალის რუკის სიგანე =

11:00, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია

აქლემი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Camelus (Linnaeus, 1758)

აქლემი (ლათ. Camelus) — მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.

სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„აქლემი (ოთხფ.) (+ 11.4 ლევიტ.) მამალს აქლემს ლოინი ჰქვიან, დედალს — ჯამა და შვილსა მათსა — კოზაკი, ხოლო დუკატი გვარად მომცროსა და მალსა[1].“

ცნობილია აქლემის ორი სახეობა:

ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კილოგრამამდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კილოგრამია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა — 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარი წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კილომეტრამდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლიტრამდე რძეს. ორკუზიანი — 5,4 ცხიმიანობის 750 ლიტრამდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კილოგრამამდეა (ზოგისა 13 კგ-მდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 75