მარია პორტუგალიელი (1313-1357): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 35: ხაზი 35:
* Díaz Martín, Luis Vicente (2007). Pedro I el Cruel, 1350-1369 (2nd ed.). Gijón: Ediciones Trea S.L. ISBN 8497042743.
* Díaz Martín, Luis Vicente (2007). Pedro I el Cruel, 1350-1369 (2nd ed.). Gijón: Ediciones Trea S.L. ISBN 8497042743.


{{კასტილიის დედოფლები}}
{{პორტუგალიის ინფანტები}}
{{პორტუგალიის ინფანტები}}



უკანასკნელი რედაქცია 12:19, 21 თებერვალი 2020-ის მდგომარეობით

მარია პორტუგალიელი
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1328
მმართ. დასასრული: 1350
წინამორბედი: კონსტანცა მანუელა დე ვილენა
მემკვიდრე: ბლანკა დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 თებერვალი, 1313
გარდ. თარიღი: 18 იანვარი, 1357, (43 წლის)
მეუღლე: ალფონსო XI, კასტილიის მეფე
შვილები: პედრო I, კასტილიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: აფონსუ IV, პორტუგალიის მეფე
დედა: ბეატრის კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია პორტუგალიელი (პორტ. Maria de Portugal; დ. 9 თებერვალი, 1313 — გ. 18 იანვარი, 1357) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ისა და დედოფალ ბეატრის კასტილიელის უფროსი ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1328-1350 წლებში როგორც ალფონსო XI-ის მეუღლე. მეფე პედრო I მრისხანეს დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1313 წლის 9 თებერვალს. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ბეატრის კასტილიელის პირველი შვილი. 1328 წელს მარია ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო XI-ს, რომელიც მამიდაშვილად ერგებოდა. მეფე ალფონსომ თავის ახალგაზრდა დედოფალს გვადალახარა, ტალავერა ლა რეინა და ოლმედო აჩუქა.

მარიასა და ალფონსოს ურთიერთობა ბედნიერი არ ყოფილა. მათ ქორწინებამდე ერთი წლით ადრე, 1327 წელს ალფონსომ დაიწყო თავისი ხანგრძლივი რომანი ლეონორ დე გუსმანთან, რომელთანაც ათი უკანონო შვილი ჰყავდა, მათ შორის მომავალი მეფე ენრიკე II. დედოფალი მარია სამეფო კარზე შეუმჩნეველი ფიგურა იყო და თითქმის მთელი ცხოვრება მისი ქმრის საყვარლების ჩრდილში გაატარა.

1335 წელს მარია ქალაქ ევორაში მამამისს შეხვდა. სწორედ ამ დროს შესჩივლა დედოფალმა მამამისს ლეონორის ამბავი და ამცნო, რომ წუხდა კასტილიაში მომრავლებული მუსულმანების გამო. 1340 წელს, პორტუგალიასთან დადებული სევილიის სამშვიდობო ხელშეკრულებით, მარიას მამამ ალფონსო აიძულა სამეფო კარიდან დაეთხოვა ლეონორ დე გუსმანი, რომელმაც დარჩენილი წლები სან კლემენტეს სამეფო მონასტერში გაატარა, სევილიაში.

1350 წლის 26 მარტს ალფონსო XI გარდაიცვალა, რითაც მეფე მათი ვაჟი პედრო I გახდა. თავისი ვაჟის გამეფებით მარიამ პირველად ცხოვრებაში ხელში ძალაუფლება ჩაიგდო. იგი თავისი ვაჟის ნაცვლად ალბუკერკეს გრაფ ჟაო აფონსუსთან ერთად მართავდა ქვეყანას. 1354 წელს, დედოფალმა მარიამ მონაწილეობა მიიღო თავისი ვაჟის წინააღმდეგ აჯანყებაში, რომელიც პედრომ სასტიკად ჩაახშო, დედა კი დააპატიმრა. ამის შემდეგ მარია გააძევეს კასტილიიდან, რის შემდეგაც მშობლიურ პორტუგალიაში დაბრუნდა, სადაც 1357 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა 43 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფერნანდო (1332-1333), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. პედრო I (1334-1369), კასტილიისა და ლეონის მეფე, პირველად იქორწინა მარია დე პადილაზე, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა და ნაადრევად გარდაიცვალა, ამის შემდეგ ცოლად ბლანკა დე ბურბონი შეირთო, რომელიც მალევე ციხეში გამოკეტა და მოაკვლევინა, საბოლოოდ კი ხუანა დე კასტროზე იქორწინა (ინეს დე კასტროს და), რომელიც ასევე ნაადრევად დაიღუპა. ამის გამო მას ვაჟი არ ეყოლა, რის გამოც მის შემდეგ მისი ნახევარ-ძმა გამეფდა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Borrero Fernández, Mercedes (1991). El Real Monasterio de San Clemente: Un monasterio cisterciense en la Sevilla Medieval. Sevilla: Comisaría de la Ciudad de Sevilla para 1992, Ayuntamiento de Sevilla. ISBN 84-7952-013-2.
  • Díaz Martín, Luis Vicente (2007). Pedro I el Cruel, 1350-1369 (2nd ed.). Gijón: Ediciones Trea S.L. ISBN 8497042743.