ვაყა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 80: ხაზი 80:
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}


[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
[[კატეგორია:გომის თემის სოფლები (ხაშურის მუნიციპალიტეტი)]]

10:04, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია

სოფელი
ვაყა

სოფელ ვაყის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°02′34″ ჩ. გ. 43°42′31″ ა. გ. / 42.04278° ჩ. გ. 43.70861° ა. გ. / 42.04278; 43.70861
ცენტრის სიმაღლე 670
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1160[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაყა — საქართველო
ვაყა
ვაყა — შიდა ქართლი
ვაყა
ვაყა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ვაყა

ვაყასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 670 მეტრი, ხაშურიდან 16 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 516 კომლი, სულ 1088 ადამიანი. სოფლის განაპირას მდებარეობს ვაყის დედაღვთისას კომპლექსი, ნასოფლარ სომანეთზე დგას სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელშია ასევე ღვთისმშობლის ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.

დემოგრაფია

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1423 ადამიანი[2]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1160 კაცი, საიდანაც 568 მამაკაცია, ხოლო 592 ქალი[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1 423[3][4]
2014 1 160[1]

განათლება

პირველი სასწავლო დაწესებულება სოფელში XIX საუკუნის დასასრულისათვის დაარსდა. სკოლაში სწავლება 4 წლიანი იყო, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ სოფლის ბატონისათვის სასახლე ჩამოურთმევიათ და შიგ 7 წლიანი სკოლა გაუხსნიათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალო სკოლად გადააკეთეს. სკოლა ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ახალი შენობის აშენებამდე (1986 წელი).

ვაყის საჯარო სკოლის დღევანდელი შენობა აშენებულია 1986 წელს, არის სამსართულიანი, აქვს სტანდარტული სპორტული, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მინიფეხბურთისა და კალათბურთის გარე მოედნები, ინფორმატიკის კაბინეტი (15 კომპიუტერით), ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიის, ისტორიისა და მუსიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, ბუფეტი.

მუნიციპალიტეტის გამგეობისა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.

ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი[5]

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 327.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 67

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაყა&oldid=3806724“-დან