გიშის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 56: | ხაზი 56: | ||
}} |
}} |
||
'''გიშის ეკლესია''' ({{lang-az|Kiş kilsəsi}}) — ქრისტიანული ტაძარი ისტორიულ [[ჰერეთი|ჰერეთში]], [[საინგილო|საინგილოში]]. მდებარეობს მდ. გიშის წყლის ხეობაში, სოფელ [[გიში|გიშში]], რომელიც ქალაქ [[შაქი|შაქიდან]] 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. |
'''გიშის ეკლესია''' ({{lang-az|Kiş kilsəsi}}) — ქართული ქრისტიანული ტაძარი ისტორიულ [[ჰერეთი|ჰერეთში]], [[საინგილო|საინგილოში]]. მდებარეობს მდ. გიშის წყლის ხეობაში, სოფელ [[გიში|გიშში]], რომელიც ქალაქ [[შაქი|შაქიდან]] 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. |
||
საყდარი [[კუპელჰალე]]ს ტიპისაა და სოფელ გიშის აღმოსავლეთით, ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას. მას გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება. |
საყდარი [[კუპელჰალე]]ს ტიპისაა და სოფელ გიშის აღმოსავლეთით, ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას. მას გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება. |
09:44, 9 თებერვალი 2020-ის ვერსია
გიშის საყდარი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°14′56″N 47°11′35″E / 41.248933° ჩ. გ. 47.193067° ა. გ. |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | შაქი |
ადგილმდებარეობა | სოფ. გიში. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | მუზეუმი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | კუპელჰალე |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
გიშის ეკლესია (აზერ. Kiş kilsəsi) — ქართული ქრისტიანული ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში. მდებარეობს მდ. გიშის წყლის ხეობაში, სოფელ გიშში, რომელიც ქალაქ შაქიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული.
საყდარი კუპელჰალეს ტიპისაა და სოფელ გიშის აღმოსავლეთით, ყველაზე ამაღლებულ ადგილას დგას. მას გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება.
მნიშენელოვან ცნობებს გვაწვდის სოფელ გიშისა და მისი საყდრის შესახებ ვახუშტი:
(ვახუშტი ბაგრატიონი)
|
როგორც ჩანს, გიშის ღვთისმშობლის საყდარი ვახუშტის მოხსენიებული აქვს გუმბათოვან დიდ ეკლესიად.
გიშის საყდრის მთელი ნაგებობა და კარვისებური რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის გუმბათი დღემდე კარგადაა შემონახული. როგორც ირკვევა, გიშის საყდრის გუმბათი და ზოგიერთი სხვა ელემენტი უკანასკნელად აღდგენილ და გადაკეთებულ იქნა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. გ. ჩუბინაშვილის აზრით, შესაძლებელია გარჩევა იმ ძლიერ დანგრეული უძველესი ეკლესიის ნაშთების, რომელიც XI საუკუნეში აუშენებიათ. ჩუბინაშვილი იქვე შენიშავს, რომ ეს პატარა ეკლესია თავისი უტყვი არქიტექტურით არ შეიძლება მივიღოთ ეპისკოპოსთა იმ კათედრად, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ VI საუკუნეში, სახელდობრ, „გიშელთა“ კათედრად; ასევე მისი აზრით, ეკლესიის შესასვლელი (კარიბჭე) გადაკეთებულია XIX საუკუნის შუა წლებში.
ძეგლის აგებისა და ნგრევა-განახლების პირველ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს VI-XI საუკუნეები, ხოლო მეორე პერიოდი გრძელდება XVII საუკუნიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. ამჟამად ტაძარში მუზეუმია მოწყობილი.