საღორეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
91.151.138.146-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Agentt Smith-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 11: ხაზი 11:
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962


[[კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]

06:45, 5 თებერვალი 2020-ის ვერსია

საღორეთის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ქოხთვარის სერზე, სოფელ პირველი მაისის თავზე (ყოფილი სოფელი საღორეთი).

ძეგლის აღწერა

ციხე აგებულია მაღალ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი აქვს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან. ციხეს უკავია 200 მ² ფართობი ტერიტორია. შემორჩენილია კოშკი, გალავნის კედლის ერთი ნაწილი და კოშკზე მინაშენი (ჩრდ) კედლის ნანგრევი. სამსართულიანი კოშკის ფართობია დაახ. 6 მ², სიმაღლე 2,5 მ, კედლის სისქე 1,5-2 მ. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამი ფოსო (40х36 სმ, 25х15 სმ, 28х15 სმ). ფოსო მოპირდაპირე კედელზეც იქნებოდა მაგრამ ჩამოქცევის გამო არ შეინიშნება. ფოსოების არსებობა აქ სართულების არსებობაზე მიუთითებს (ორი სართული აშკარად შეიმჩნევა, სავარაუდოდ ჰქონდა მესამე სართულიც. კოშკი შიგნიდან მთლიანად ამოვსებულია მიწითა და ნანგრევი ქვებით. სათოფურები არ აქვს.

კოშკი გალავანშია ჩაქსოვილი. გალავანს ოვალისებური ფორმა აქვს. შედარებით უკეთ შემონახულა გალავნის ჩრდილოეთი მხარე რომელიც კოშკზეა მიშენებული. მოღწეული გალავნის სიმაღლე 2,10 მ. ციხეზე ამ მხრიდან მიისვლებოდა და სავარაუდოდ კარებიც აქედან უნდა ჰქონოდა, ამას გალავანში გჭრილი საფეხურებიც ადასტურებს.

ციხე ნაგებია თლილი ქვით კირის ხსნარზე, წყობა არეულია და უსწორმასწორო. აღსანიშნავია ის გარემოება რომ არც კოშკში და არც ციხეში სხვა რაიმე ხვრელი არ არსებობს. ამგვარი საბუთების გათვალისწინებით (უსწორმასწორო წყობა, სათოფურების არ არსებობა) საღორეთის ციხე XIV-XV საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962