პაატა ბერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46: ხაზი 46:
იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში.
იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში.


[[2015]] წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად იმუშავა და ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალიას „ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=2GXXVvHDPLk|title=Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> [[2014]] წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლს აყალიბებს, რომელთან ერთადაც მარჯანიშვილის თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი ხორციელდება. [[2015]] წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში, სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში.<ref>{{Cite web|url=http://kvira.ge/165756?fbclid=IwAR3l9LY5ZEqonArU2L0NixSLkZKbq8CTiwwqLvzK4nmcH__NMG5K8vb4doU|title=“მოძრაობის თეატრი” პრემიერისთვის ემზადება|publisher=kvira.ge|accessdate=24 მარტი, 2015}}</ref> 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.<ref>{{Cite web|url=http://old.georgiatoday.ge/article_details.php?id=12243|title=Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany|publisher=old.georgiatoday.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref><ref>{{Cite web|url=http://stumari.ge/beridzejanjgava/|title=პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”|publisher=stumari.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
[[2015]] წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად იმუშავა და ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალიას „ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=2GXXVvHDPLk|title=Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> [[2014]] წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლს აყალიბებს, რომელთან ერთადაც მარჯანიშვილის თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი ხორციელდება. [[2015]] წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში, სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში.<ref>{{Cite web|url=http://kvira.ge/165756?fbclid=IwAR3l9LY5ZEqonArU2L0NixSLkZKbq8CTiwwqLvzK4nmcH__NMG5K8vb4doU|title=“მოძრაობის თეატრი” პრემიერისთვის ემზადება|publisher=kvira.ge|accessdate=24 მარტი, 2015}}</ref> 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.<ref>{{Cite web|url=http://old.georgiatoday.ge/article_details.php?id=12243|title=Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany|publisher=old.georgiatoday.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref><ref>{{Cite web|url=http://stumari.ge/beridzejanjgava/|title=პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”|publisher=stumari.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“.


პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“. [[2015]] წელს პაატა ბერიძემ, გერმანიაში, [[ლეოპოლდ მოცარტი]]ს ცენტრში ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის კლასში, როგორც თანამედროვე ასევე ბაროკო საყვირის შესასწავლად. [[2016]] წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად [[გერმანია|გერმანიის]] ქალაქ [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=tDj31kdNoSQ|title=რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
[[2015]]-[[2018]] წლებში, პაატა ბერიძე გერმანიაში, [[ლეოპოლდ მოცარტი]]ს ცენტრში სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის ხელმძღვანელობით სწავლობდა.<ref>{{Cite web|url=http://www.uwekleindienst.de/Neu_LMZ_Team.html?fbclid=IwAR33RqLZaNO8l5bcDPLHCG1lWWTO_re9yAQdAaXyd3KN2HAFWz2GXERxvDw|title=Korrepetitorin Mimi Park (mit Stud. MA Paata Beridze)|publisher=www.uwekleindienst.de|accessdate=4 თებერვალი, 2020}}</ref> რომლის დასრულების შემდეგაც საყვირის სპეციალობით (ბაროკოს საყვირი) მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. [[2016]] წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად [[გერმანია|გერმანიის]] ქალაქ [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=tDj31kdNoSQ|title=რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>


==მთარგმნელობითი საქმიანობა==
==მთარგმნელობითი საქმიანობა==

15:24, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია

პაატა ბერიძე

პაატა ბერიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პაატა ბერიძე
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1988[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი კლასიკა, ჯაზი
საქმიანობა მესაყვირე
ინსტრუმენტ(ებ)ი საყვირი
აქტიური 2004-დან
საიტი paataberidze.com

პაატა ბერიძე (დ. 10 სექტემბერი, 1988, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი მესაყვირე, პედაგოგი, ფოტოხელოვანი.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება

პაატა ბერიძე დაიბადა 1988 წლის 10 სექტემბერს ქალაქ თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო 2004 წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ ათწლედში ლერი ჭეჭელაშვილის კლასში. 2005-2008 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას.

2008 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, ასევე უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს.[3][4]

კარიერა

პაატა ბერიძემ 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის „ზამთრის აკადემიის“ მასტერკლასებში. ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში, სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში.

2012 წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ „მშვიდობის მელოდიების“ კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაური ნოტების“ სოლისტ მონაწილედ. ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის, მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში. შემოქმედებით აქტივობებთან ერთად პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, აგრეთვე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები.

2013 წელს პაატა ბერიძეს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის. იგი გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც და სამუსიკო სკოლაში საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად და ამასთან ერთად საყვირზე დაკვრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

2013 წელს პაატა ბერიძემ ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი.[5] 2013 წელს, პაატამ ითანამშრომლა გია ყანჩელთან და აღადგინა მისი ნაწარმოები „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომელიც მისივე სოლო კონცერტზე სცენიურად პირველად შესრულდა. ამავე ჩანაწერზე რეჟისორმა მიხეილ ჭიჭიბოშვილმა კლიპი გადაიღო.[6] ამავე წელს ანრი ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა „ბგერის თეატრი“, რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს.[7]

იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში.

2015 წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად იმუშავა და ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალიას „ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.[8] 2014 წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლს აყალიბებს, რომელთან ერთადაც მარჯანიშვილის თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი ხორციელდება. 2015 წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში, სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში.[9] 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.[10][11] პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“.

2015-2018 წლებში, პაატა ბერიძე გერმანიაში, ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის ხელმძღვანელობით სწავლობდა.[12] რომლის დასრულების შემდეგაც საყვირის სპეციალობით (ბაროკოს საყვირი) მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2016 წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა.[13]

მთარგმნელობითი საქმიანობა

პაატა ბერიძე გამოირჩევა მთარგმნელობითი საქმიანობითაც. 2013 და 2014 წელს მან ქართულ ენაზე თარგმნა შემდეგი წიგნები:

  • ჰერბერტ ლინკოლნ კლარკი. საყვირის ტექნიკური სავარჯიშოები.
  • ფრიც დამროვი. ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 2014.

ამ უკანასკნელი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ავტორთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[14]

კომპანიების სახე

2013 წელს პაატა ბერიძე გახდა გერმანული საყვირის დამამზადებელი ფირმის „შილერის“ სახე, როგორც ამ ფირმის ინსტრუმენტების მომხმარებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[15][16][17]

2017 წელს პაატა ბერიძე გახდა საყვირის ჩანთების დამამზადებელი ფირმა გარდის სახე.[18]

მიმდინარე აქტივობები

2018 წელს პაატა ბერიძემ დაასრულა მაგისტრატურა გერმანიაში, რომლის დასკვნითი კონცერტი აგრეთვე აუგსბურგის ოქროს დაბაზში გამართა. მისი მუსიკა გამოირჩევა ბაროკო მუსიკის ავთენტური შესრულებით. მან ამავე წელს გადაიღო კლიპი ნოდარ გაბუნიას მუსიკაზე (რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი).[19]

2019 წელს პაატა ბერიძე მიიწვიეს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, როგორც პედაგოგი სადაც დღემდე აქტიურად მუშაობს და მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 პაატა ბერიძე - ივერიელი. dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  2. ახალგაზრდა მუსიკოსები ია დავითაშვილი და პაატა ბერიძე. old.1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  3. Paata Beridze. paataberidze.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  4. ქართველი მესაყვირე გერმანიაში. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  5. Malte Burba by Kühnl & Hoyer - Player Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  6. Giya Kancheli "Karachogelis anderdzi" Trumpet Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  7. ბგერის თეატრი მიტოვება. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  8. Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  9. “მოძრაობის თეატრი” პრემიერისთვის ემზადება. kvira.ge. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2015.
  10. Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany. old.georgiatoday.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  11. პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”. stumari.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  12. Korrepetitorin Mimi Park (mit Stud. MA Paata Beridze). www.uwekleindienst.de. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.
  13. რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  14. ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის ISBN:9789941939914. catalog.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  15. Schiller Flugelhorns. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  16. schiller instruments. www.schillerinstruments.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  17. რატომ დაინტერესდა ცნობილი კომპანია „შილერი“ ქართველი მესაყვირით. tbiliselebi.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  18. Gardbags 16-WBFLK Quad Trumpet Wheelie case review by Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  19. Nodar Gabunia Sonata for Trumpet, Piano and Percussion (1979). www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.