პაატა ბერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31: ხაზი 31:
პაატა ბერიძე დაიბადა [[1988]] წლის [[10 სექტემბერი|10 სექტემბერს]] ქალაქ თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო [[2004]] წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ ათწლედში ლერი ჭეჭელაშვილის კლასში. [[2005]]-[[2008]] წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას.
პაატა ბერიძე დაიბადა [[1988]] წლის [[10 სექტემბერი|10 სექტემბერს]] ქალაქ თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო [[2004]] წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ ათწლედში ლერი ჭეჭელაშვილის კლასში. [[2005]]-[[2008]] წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას.


[[2008]] წელს ჩააბარა [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში]], საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში ასევე უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს.<ref>{{Cite web|url=http://paataberidze.com/?lang=geo|title=Paata Beridze|publisher=paataberidze.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref><ref>{{Cite web|url=https://1tv.ge/audio/qartveli-mesayvire-germaniashi/|title=ქართველი მესაყვირე გერმანიაში|publisher=1tv.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
[[2008]] წელს ჩააბარა [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში]], საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, ასევე უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს.<ref>{{Cite web|url=http://paataberidze.com/?lang=geo|title=Paata Beridze|publisher=paataberidze.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref><ref>{{Cite web|url=https://1tv.ge/audio/qartveli-mesayvire-germaniashi/|title=ქართველი მესაყვირე გერმანიაში|publisher=1tv.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>


==კარიერა==
==კარიერა==
პაატა ბერიძემ [[2010]] წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის „ზამთრის აკადემიის“ მასტერკლასებში. ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა [[სამეფო უბნის თეატრი|სამეფო უბნის]] და [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის თეატრებში]], სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში.
პაატა ბერიძემ [[2010]] წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის „ზამთრის აკადემიის“ მასტერკლასებში. ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა [[სამეფო უბნის თეატრი|სამეფო უბნის]] და [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის თეატრებში]], სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში.


[[2012]] წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ „მშვიდობის მელოდიების“ კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაური ნოტების“ სოლისტ მონაწილედ. ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში.
[[2012]] წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ „მშვიდობის მელოდიების“ კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაური ნოტების“ სოლისტ მონაწილედ. ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის, მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში. შემოქმედებით აქტივობებთან ერთად პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის]] ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, აგრეთვე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

შემოქმედებით აქტივობებთან ერთად პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის]] ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, ასევე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.


გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები.
გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები.


[[2013]] წელს პაატა ბერიძეს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის. იგი გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც და სამუსიკო სკოლაში საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად და ამასთან ერთად საყვირზე დაკვრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
[[2013]] წელს პაატა ბერიძეს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის.
პაატა ბერიძე გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც და სამუსიკო სკოლაში საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.


[[2013]] წელს პაატა ბერიძემ ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=m4-lh27b3II|title=Malte Burba by Kühnl & Hoyer - Player Paata Beridze|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> 2013 წელს პაატამ ითანამშრომლა [[გია ყანჩელი|გია ყანჩელთან]] და გადაიღო კლიპი მისი ნაწარმოების „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომლშიც შესულია კადრები მისი სცენიური პრემიერიდან (კლიპის რეჟისორი: მიხეილ ჭიჭიბოშვილი).<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=E07J5hBYxLc|title=Giya Kancheli "Karachogelis anderdzi" Trumpet Paata Beridze|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> ამავე წელს ანრი ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა „ბგერის თეატრი“, რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=W5SRkDJtkhM|title=ბგერის თეატრი ''მიტოვება''|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
[[2013]] წელს პაატა ბერიძემ ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=m4-lh27b3II|title=Malte Burba by Kühnl & Hoyer - Player Paata Beridze|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> 2013 წელს პაატამ ითანამშრომლა [[გია ყანჩელი|გია ყანჩელთან]] და გადაიღო კლიპი მისი ნაწარმოების „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომლშიც შესულია კადრები მისი სცენიური პრემიერიდან (კლიპის რეჟისორი: მიხეილ ჭიჭიბოშვილი).<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=E07J5hBYxLc|title=Giya Kancheli "Karachogelis anderdzi" Trumpet Paata Beridze|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> ამავე წელს ანრი ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა „ბგერის თეატრი“, რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=W5SRkDJtkhM|title=ბგერის თეატრი ''მიტოვება''|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>

14:42, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია

პაატა ბერიძე

პაატა ბერიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პაატა ბერიძე
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1988[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი კლასიკა, ჯაზი
საქმიანობა მესაყვირე
ინსტრუმენტ(ებ)ი საყვირი
აქტიური 2004-დან
საიტი paataberidze.com

პაატა ბერიძე (დ. 10 სექტემბერი, 1988, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი მესაყვირე, პედაგოგი, ფოტოხელოვანი.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება

პაატა ბერიძე დაიბადა 1988 წლის 10 სექტემბერს ქალაქ თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო 2004 წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ ათწლედში ლერი ჭეჭელაშვილის კლასში. 2005-2008 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას.

2008 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, ასევე უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს.[3][4]

კარიერა

პაატა ბერიძემ 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის „ზამთრის აკადემიის“ მასტერკლასებში. ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში, სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში.

2012 წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ „მშვიდობის მელოდიების“ კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაური ნოტების“ სოლისტ მონაწილედ. ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის, მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში. შემოქმედებით აქტივობებთან ერთად პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, აგრეთვე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები.

2013 წელს პაატა ბერიძეს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის. იგი გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც და სამუსიკო სკოლაში საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად და ამასთან ერთად საყვირზე დაკვრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

2013 წელს პაატა ბერიძემ ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი.[5] 2013 წელს პაატამ ითანამშრომლა გია ყანჩელთან და გადაიღო კლიპი მისი ნაწარმოების „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომლშიც შესულია კადრები მისი სცენიური პრემიერიდან (კლიპის რეჟისორი: მიხეილ ჭიჭიბოშვილი).[6] ამავე წელს ანრი ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა „ბგერის თეატრი“, რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს.[7]

იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში.

2015 წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალლას „ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.[8] 2014 წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლთან ერთად თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით იმართება არაერთი კონცერტი. 2015 წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში. 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.[9][10]

პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“. 2015 წელს პაატა ბერიძემ, გერმანიაში, ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის კლასში, როგორც თანამედროვე ასევე ბაროკო საყვირის შესასწავლად. 2016 წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა.[11]

მთარგმნელობითი საქმიანობა

პაატა ბერიძე გამოირჩევა მთარგმნელობითი საქმიანობითაც. 2013 და 2014 წელს მან ქართულ ენაზე თარგმნა შემდეგი წიგნები:

  • ჰერბერტ ლინკოლნ კლარკი. საყვირის ტექნიკური სავარჯიშოები.
  • ფრიც დამროვი. ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 2014.

ამ უკანასკნელი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ავტორთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[12]

კომპანიების სახე

2013 წელს პაატა ბერიძე გახდა გერმანული საყვირის დამამზადებელი ფირმის „შილერის“ სახე, როგორც ამ ფირმის ინსტრუმენტების მომხმარებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[13][14][15]

2017 წელს პაატა ბერიძე გახდა საყვირის ჩანთების დამამზადებელი ფირმა გარდის სახე.[16]

მიმდინარე აქტივობები

2018 წელს პაატა ბერიძემ დაასრულა მაგისტრატურა გერმანიაში, რომლის დასკვნითი კონცერტი აგრეთვე აუგსბურგის ოქროს დაბაზში გამართა. მისი მუსიკა გამოირჩევა ბაროკო მუსიკის ავთენტური შესრულებით. მან ამავე წელს გადაიღო კლიპი ნოდარ გაბუნიას მუსიკაზე (რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი).[17]

2019 წელს პაატა ბერიძე მიიწვიეს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, როგორც პედაგოგი სადაც დღემდე აქტიურად მუშაობს და მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 პაატა ბერიძე - ივერიელი. dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  2. ახალგაზრდა მუსიკოსები ია დავითაშვილი და პაატა ბერიძე. old.1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  3. Paata Beridze. paataberidze.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  4. ქართველი მესაყვირე გერმანიაში. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  5. Malte Burba by Kühnl & Hoyer - Player Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  6. Giya Kancheli "Karachogelis anderdzi" Trumpet Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  7. ბგერის თეატრი მიტოვება. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  8. Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  9. Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany. old.georgiatoday.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  10. პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”. stumari.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  11. რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  12. ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის ISBN:9789941939914. catalog.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  13. Schiller Flugelhorns. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  14. schiller instruments. www.schillerinstruments.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  15. რატომ დაინტერესდა ცნობილი კომპანია „შილერი“ ქართველი მესაყვირით. tbiliselebi.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  16. Gardbags 16-WBFLK Quad Trumpet Wheelie case review by Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
  17. Nodar Gabunia Sonata for Trumpet, Piano and Percussion (1979). www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.