სოფი ვილმესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = სოფი ვილმესი | სურათი= Sophie Wilmès.jpg | სურა...
(განსხვავება არ არის)

19:15, 31 იანვარი 2020-ის ვერსია

სოფი ვილმესი
სოფი ვილმესი
ბელგიის 52-ე პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ოქტომბერი 2019
წინამორბედიშარლ მიშელი

ბიუჯეტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი 2015 – 27 ოქტომბერი 2019
პრემიერ-მინისტრიშარლ მიშელი
წინამორბედიჰერვ იამარი
მემკვიდრედევიდ კლარინვალი

დაბადებული17 იანვარი, 1975 (1975-01-17) (49 წლის)
ბრიუსელი, ბელგია
პოლიტიკური პარტიარეფორმისტების მოძრაობა
განათლებასანტ-ლუის უნივერსიტეტი (ბელგია)

სოფი ვილმესი (ფრანგ. Sophie Wilmès; დ. 15 იანვარი, 1975) — ბელგიელი პოლიტიკოსი,[1] რომელიც ამჟამად ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს.[2] ის ბელგიის მთავრობის პირველი ქალი მეთაურია.[3]

ბიოგრაფია

ვილმესი 1975 წელს ბრიუსელის იკსელის მუნიციპალიტეტში,[4] ებრაელი ქალის[5] ოჯახში დაიბადა. ის ვალონიის ქალაქ გრე-დუასოში გაიზარდა და ბრიუსელის უნივერსიტეტში ისწავლა. მას საზოგადოებრივი კომუნიკაციებისა და ფინანსური მენეჯმენტის დიპლომი და იურიდიულ ფირმაში ეკონომიკისა და ფინანსების მრჩევლად მუშაობის გამოცდილება აქვს.

პირადი ცხოვრება

2009 წლის მაისში ვილმესი ავსტრალიელ კრის სტოუნზე დაქორწინდა, რომელთანაც სამი ქალიშვილი - ვიქტორია, შარლოტი და ელისაბედი შეეძინა. კრის წინა ურთიერთობიდან ვაჟი, ჯონათანი ჰყავს.[6]

პოლიტიკური კარიერა

2000 წელს ვილმესი უკელის საბჭოს წევრი გახდა.[7] 2007-2014 წლებში ვილემი ქალაქ სინტ-გენეზიუს-როდეს თვითმმართველობის პირველი წევრი იყო ფინანსების, ბიუჯეტის, ფრანგულენოვანი განათლების, კუმუნიკაციებისა და ადგილობრივი ბიზნესის საკითხებში. 2014-2015 წლებში ფლამანდიის ბრაბანტის პროვინციული საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წელს ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის წევრი გახდა.

2015 წლის სექტემბერში ბიუჯეტის მინისტრმა ჰერვ იამარმა დაანონსა, რომ იმავე წლის ოქტომბერში თანამდებობას დატოვებდა, რადგან ლიეჟის პროვინციის გუბერნატორად ინიშნებოდა. სოფი ვილმესმა იამარის ადგილი შარლ მიშელის პირველ მინისტრთა კაბინეტში დაიკავა.[8] 2018 წლის დეკემბერში ის ბიუჯეტის, სამოქალაქო სერვისის, ეროვნული ლატარიისა და სამეცნიერო პოლიტიკის მინისტრად დაინიშნა, ამჯერად უკვე მიშელის მეორე მინისტრთა კაბინეტში. 2019 წლის 27 ოქტომბერს სოფი ვილმესი ბელგიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.[8]

სქოლიო

  1. Belgian Federal Government. ციტირების თარიღი: 30 July 2016
  2. Federal Public Services and Public Planning Services (FPS and PPS) | Belgium.be (3 March 2014). ციტირების თარიღი: 30 July 2016
  3. De eerste vrouwelijke premier van België staat voor een ondankbare taak nl.
  4. Sophie Wilmès | MR | News. ციტირების თარიღი: 30 July 2016
  5. Belgium names first ever Jewish, female prime minister.
  6. Nizet, Pierre. (2019-10-28) Qui est vraiment Sophie Wilmès, notre nouvelle Première ministre fr. Sud Info. ციტირების თარიღი: 2019-12-04
  7. UK immigration officials sent to Zeebrugge in crackdown against organised smuggling en (29 October 2019). ციტირების თარიღი: 29 October 2019
  8. 8.0 8.1 Rankin, Jennifer (28 October 2019). „Belgium gets first female PM as Sophie Wilmès takes office“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 29 October 2019.