ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33: ხაზი 33:
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი საბავშვო მწერლები]]
[[კატეგორია:ბახვში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ბახვში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ფემინისტი მწერლები]]
[[კატეგორია:ფემინისტი მწერლები]]

04:29, 24 იანვარი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკაშიძე.
ნინო ნაკაშიძე
დაბადების თარიღი 1 (13) იანვარი, 1872
დაბადების ადგილი ბახვი
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1963(1963-07-02) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე ილია ნაკაშიძე

ნინო იოსების ასული ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 13 იანვარი, 1872, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშიძეები. შემდეგ გადაიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. 1892 წელს დამთავრა დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე, 1894 წელს დაქორწინდა მასზე და მიიღო მისი გვარი. 1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“[1]. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები „შობა“, „დამნაშავე“, მათ შორის პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა „ძიძა“. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო 1908 წელს დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910 წლიდან, მარიამ დემურიას გარდაცვალების შემდეგ 1928 წლამდე რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

ნაკაშიძის შემოქმედების ძირითადი თემა იყო გურული გლეხის მძიმე სოციალური მდგომარეობა (მოთხრობები „გურიის სოფელში“ 1907; „ასპიროზის დახვრეტა“, 1909; პიესა „ჩვენ გავიმარჯვებთ“ და სხვა.), ქალის მძიმე ხვედრი (მოთხრობა „ძიძა“, 1903; „პიესა ვინ არის დამნაშავე?“, 1908), ქალების რევოლუციური საქმიანობა („მოვალეობა“, 1905). განსაკუთრებული აღიარება მოუპოვა პიესამ „ვინ არის დამნაშავე?“, რომელის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.

ნაკაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო მწერლობის და ჟურნალისტიკის განვითარებაში. დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო წიგნების გამოცემის საქმეს. ის ასევე იყო ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელი. პირველ მნიშვნელოვან საბავშვო მოთხრობაში „საწყალი ლევანა“ (1908) გამოააშკარავა აღზრდის მახინჯი სისტემა. პირადად იცნობდა ლევ ტოლსტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულებებს. მისი საბავშვო თხზულებანი ეხება ბუნების დაცვას („ბავშვები და ბეღურები“, 1905; „ბოჩოლა“, 1921), მორალის საკითხებს (პიესა „კოტეს დანაშაული“), საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ფორმაციას („პასუხად პატარა მეხრეს“ 1909; „უღუ და თეთ“, 1940), ისტორიულ წარსულს („თბილისი“, 1945; „შურისძიება“, 1946). 1946 წელს გამოსცა „მოგონებანი“ („ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“, „ჟურნალ ნაკადულის ირგვლივ“).

თხზულებები

  • რჩეული, ტ. 1-3 — თბილისი, 1961-1963
  • მოთხრობები, თბილისი, 1973

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 52, თბ., 1994
  • ცისკარიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 302.
  • გვარამაძე ლ., ნინო ნაკაშიძე — თბილისი, 1962
  • ხომერიკი ნ., ნინო ნაკაშიძე — თბილისი, 1953

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ჟურნალი „კვალი“ N22 — 1902 წ.