გუდავა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ წაიშალა კატეგორია:საქართველოს ისტორიული სოფლები გაჯეტ HotCat-ით |
მ წაიშალა კატეგორია:გალის მუნიციპალიტეტის სოფლები; დაემატა კატეგორია:აჩიგვარის თემის სოფლები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
{{გალის მუნიციპალიტეტი}} |
{{გალის მუნიციპალიტეტი}} |
||
[[კატეგორია: |
[[კატეგორია:აჩიგვარის თემის სოფლები]] |
17:04, 16 იანვარი 2020-ის ვერსია
გუდავა — სოფელი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, აჩიგვარის თემში. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.
ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლები პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. იგი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1964). გუდავას ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების გუდავა - ქალაქის ტიპის დასახლება - ცნობილი იყო ზიგანისის სახელწოდებით. გვიანდელი ანტიკურ ხანაში გუდავა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. წერილიბით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, სადაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400-600-კაციანი რაზმი) მდგარა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო.
1970-1972 წლების არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია) გუდავაში აღმოჩნდა გამაგრებული სამხედრო ბანაკის (ციხის) გალავნის ნაშთები, აგრეთვე გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების ადგილობრივი და რომაული კერამიკა, მინის ჭურჭლის ნატეხები, რომაული მონეტები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 290.