რაჰათ-ლუხუმი (მოთხრობა): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 33: ხაზი 33:
[[კატეგორია:ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები]]
[[კატეგორია:ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები]]
[[კატეგორია:ქართული მოთხრობები]]
[[კატეგორია:ქართული მოთხრობები]]
[[კატეგორია:ქართული ლიტერატურა]]

უკანასკნელი რედაქცია 16:39, 13 იანვარი 2020-ის მდგომარეობით

„რაჰათ-ლუხუმი“

ავტორი ჯემალ ქარჩხაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული მოთხრობა
გვერდი 50

რაჰათ-ლუხუმიჯემალ ქარჩხაძის ისტორიული მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1987 წელს, კრებულში სახელწოდებით – „ანტონიო და დავითი“. რაჰათ-ლუხუმი თურქული ტკბილეულის სახელია, რომლის ყიდვის შემდეგ მოგზაური ისმენს გამყიდველის მონათხრობს გურჯების შესახებ.

შინაარსი და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება მიმდინარეობს მეჩვიდმეტე საუკუნის სტამბოლში. ჩვეულებრივი მოგზაურის ყურადღებას მოხუცი ვაჭარი მიიპყრობს, რომელიც რაჰათ–ლუხუმს ყიდის. მოგზაური იყიდის ტკბილეულს და მიუხედავად იმისა, რომ ის უგემური აღმოჩნდება, ვაჭრისგან ძალიან უცნაურ ისტორიას მოისმენს. ვაჭარი თავის თავს ათა სულეიმანს უწოდებს და მისი თქმით, ის ოსმალეთის ძველი მმართველის, ომან ფაშას მრჩეველი იყო. ერთ დღესაც მათ გურჯებზე უნდა ელაშქრათ. ახალციხის გზაზე ჯარს შემოხვდა ერთი ქართველი, რომელიც ოქროს ფასად შეპირდა თავისიანების გაყიდვას. ყველაფერზე მორიგდნენ, თუმცა ქართველი მალევე მოკლეს. ომან ფაშამ თავისით გადაწყვიტა ციხის აღება, მაგრამ უეცრად გზაზე ვირზე მჯდარი ბერი შემოხვდათ. ფაშა დაემუქრა მას და დახმარების სანაცვლოდ ოქროს დაპირდა. ბერმა ლოცვის დრო მოითხოვა. მთელი დღე ჯარი ბერს ელოდა. ბოლოს დაასრულა და ფაშას უთხრა, ღმერთმა შენი თავის ახალციხეში წაყვანა მიბრძანაო. ფაშას გაუხარდა და ბერს უთხრა, რაც შეიძლება მოკლე გზით წასულიყვნენ, რადგან მას არაფრის ეშინოდა. ბერმა ჯარი დაღამებამდე ატარა და ერთ ვიწრო ხეობაში მიიყვანა, საიდანაც გაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. ბერმა ფაშას უთხრა, ღმერთმა შენი მოყვანა აქ ისურვაო. ომანი ამის გაგონებაზე გამწარდა, დაემუქრა, ემუდარა, ფეხებში ჩაუვარდა, მაგრამ მოხუცს ხმა ვერ ამოაღებინა. ფაშამ ვეღარ მოითმინა და ბერი თავისი ხელებით დაახრჩო. ამ დროს გაწვიმდა. ცხენები დაფრთხნენ. ვაჭრის თქმით, მას ყველგან მკვდარი ბერი ელანდებოდა. მეორე დღეს მათ მაინც მოუწიათ ქართველებთან დაპირისპირება, სადაც გიორგი სააკაძემ თურქთა მთელი ჯარი გაანადგურა. თავად ფაშას კი თავი მოკვეთეს ბრძოლაში.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ათა სულეიმანი“ — ვაჭარი, რომელიც ამ ისტორიას ჰყვება.
  • „მოგზაური“ — ვაჭრისგან იყიდის ტკბილეულს და ამბავს მოისმენს.
  • „ომან ფაშა“ — ოსმალეთის ყოფილი მმართველი.
  • „თევდორე მღვდელი“ — წმინდა ბერი, რომლის თავდადებამ შემდგომ გიორგი სააკაძეს გამარჯვება მოუტანა.
  • „ალი-მირზა“ — დიდებული, რომელიც გურჯისტანს კარგად იცნობდა, სამაჰმადიანოში გამოჩენილი თავისი სიბრძნითა და მისნობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]