რაულ გონსალესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ვიკი}}{{განახლება}}
{{ვიკი}}{{განახლება}}
{{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
{{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
|სახელი = რაული
|სახელი = რაული
|სურათი = Raul Gonzalez 2012 2.jpg
|სურათი = Raul Gonzalez 2012 2.jpg
|სურათის ზომა =
|სურათის ზომა =
|წარწერა =
|წარწერა =
|სრული სახელი = რაულ გონსალეს ბლანკო
|სრული სახელი = რაულ გონსალეს ბლანკო
|დაბადების თარიღი = 27 ივნისი, 1977 (37 წლის)
|დაბადების თარიღი = 27 ივნისი, 1977 (37 წლის)
ხაზი 10: ხაზი 10:
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების ადგილი =
|გარდაცვალების ადგილი =
|სიმაღლე = 1.80 .
|სიმაღლე = 180 სმ.
|პოზიცია = [[თავდამსხმელი]]
|პოზიცია = [[თავდამსხმელი]]
|ახალგაზრდული წელი1 = 1987-1990
|ახალგაზრდული წელი1 = 1987-1990
|ახალგაზრდული წელი2 = 1990-1992
|ახალგაზრდული წელი2 = 1990-1992
ხაზი 18: ხაზი 18:
|ახალგაზრდული კლუბი2 = [[ატლეტიკო მადრიდი]]
|ახალგაზრდული კლუბი2 = [[ატლეტიკო მადრიდი]]
|ახალგაზრდული კლუბი3 = [[მადრიდის რეალი]]
|ახალგაზრდული კლუბი3 = [[მადრიდის რეალი]]
|წელი1 = 1994
|წელი1 = 1994
|წელი2 = 1994
|წელი2 = 1994
|წელი3 = 1994-2010
|წელი3 = 1994-2010
|წელი4 = 2010-2012
|წელი4 = 2010-2012
|წელი5 = 2012-2014
|წელი5 = 2012-2014
|კლუბი1 = [[რეალ მადრიდ ც]]
|კლუბი1 = [[რეალ მადრიდ ც]]
|კლუბი2 = [[რეალ მადრიდ კასტილია]]
|კლუბი2 = [[რეალ მადრიდ კასტილია]]
|კლუბი3 = [[მადრიდის რეალი]]
|კლუბი3 = [[მადრიდის რეალი]]
|კლუბი4 = [[შალკე 04]]
|კლუბი4 = [[შალკე 04]]
|კლუბი5 = [[ალ-სადდი (საფეხბურთო კლუბი)|ალ-სადდი]]
|კლუბი5 = [[ალ-სადდი (საფეხბურთო კლუბი)|ალ-სადდი]]
|მატჩი1 = 7
|მატჩი1 = 7
|მატჩი2 = 1
|მატჩი2 = 1
|მატჩი3 = 550
|მატჩი3 = 550
|მატჩი4 = 66
|მატჩი4 = 66
|მატჩი5 = 39
|მატჩი5 = 39
|გოლი1 = 16
|გოლი1 = 16
|გოლი2 = 0
|გოლი2 = 0
|გოლი3 = 228
|გოლი3 = 228
|გოლი4 = 66
|გოლი4 = 66
|გოლი5 = 28
|გოლი5 = 28
|სულ მატჩი = 663
|სულ მატჩი = 663
|სულ გოლი = 283
|სულ გოლი = 283
|ეროვნული წელი1 = 1996-2006
|ეროვნული წელი1 = 1996-2006
|ეროვნული ნაკრები1 = [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთი]]
|ეროვნული ნაკრები1 = [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთი]]
|ეროვნული მატჩი1 = 102
|ეროვნული მატჩი1 = 102

12:39, 7 იანვარი 2020-ის ვერსია

რაული
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაულ გონსალეს ბლანკო
დაბადების
თარიღი
27 ივნისი, 1977 (37 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1987-1990 სან-კრისტობალი
1990-1992 ატლეტიკო მადრიდი
1992-1994 მადრიდის რეალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994 რეალ მადრიდ ც 7 (16)
1994 რეალ მადრიდ კასტილია 1 (0)
1994-2010 მადრიდის რეალი 550 (228)
2010-2012 შალკე 04 66 (66)
2012-2014 ალ-სადდი 39 (28)
სულ 663 (283)
ეროვნული ნაკრები
1996-2006 ესპანეთი 102 (44)
სამწვრთნელო კარიერა
2019- რეალ მადრიდ კასტილია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რაულ გონსალეს ბლანკო (ესპ. Raúl González Blanco) (დ. 27 ივნისი, 1977, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი სპორტსმენი, თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.

რაული სრულიად ესპანეთის და არამარტო ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი მსოფლიო ვარსკვლავია. იგი ფლობს ფენომენალურ დარტყმას მარცხენა ფეხით. 1994/1995 წლის სეზონიდან დღემდე მადრიდის რეალის ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, ლეგენდარული კაპიტანი.

ბიოგრაფია

რაული ღარიბი ოჯახის შვილი იყო. მამამისი იყო ელექტრიკი, ხოლო დედა - მოსამსახურე. ასეთ გაჭირვებაში უწევდა რაულს ბურთაობა და ამან შედეგიც გამოიღო. მისმა ტექნიკამ და გოლის ალღომ მადრიდის ატლეტიკოს ყურადღება მიიქცია. რაული აიყვანეს ბავშვთა სკოლაში მაგრამ ეს სკოლა მალევე დაიხურა. რაული გარეთ აღმოჩნდა. მამამ არ გადაუწურა ბიჭს იმედები და შანსი მისცა მადრიდის რეალის ბავშვთა სკოლაში ეცადა ბედი. სწორედ აქ დაიწყო ამ დიდებული ადამიანის ფეხბურთელად გარდაქმნა.

იგი შენიშნა რეალის მაშინდელმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ. და ზუტად მაშინ დაიწყო რაულმა ახალი ეპოქის შექმნა მადრიდში. 1992 წელს უკვე კასტილიის ძირითად გუნდათან ერთად ითამაშა, უმნიშვნელოვანეს მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ. ეს მატჩი რაულისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. ერთი ის, რომ მისი დებიუტი იყო გუნდში და მეორე, მისი მამა ესწრებოდა ამ მატჩს. ამ შეხვედრაში კსტილიამ ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო მატჩი ანგარიშით 5:0. აქედან ერთი რაულმა გაიტანა. მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა ამ პატარა ბიჭმა პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლით დაამახსოვრა მსოფლიოს თავი. სწორედ ამ მატჩიდან დაიწყო მისი გალიდერება.

რაული აძლევდა გუნდს ყველაფერს. იგი სჩადიოდა სასწაულებს მოედანზე და ულამაზესი გოლები გაჰქონდა. ის გუნდში ყველას მოწიწებით ექცეოდა და ცხოვრობდა რათა ეთამაშა ფეხბურთი. 1992 წელს რაულმა სან ვისენტეს 8 გოლი გაუტანა ერთ მატჩში. ის უფრო და უფრო უმატებდა თამაშს.

29 ოქტომბერი, 1994 წელი, ეს იყო რაულის ოცნების ხორცშესხმის დღე. მას ჰქონდა დებიუტი მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში. თუმცა ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე ხორხე ვალდანომ ვარჯიშის შემდგომ გაიყვანა პატარა 17 წლის რაული გვერდით და უთხრა: “მისმინე ბიჭო, ოღონდ გული არ წაგივიდეს, ხვალ თამაშობ”!!! ეს იყო რაულისთვის ყველაფერი. ამის მოსმანეზე იგი ბავშვობიდან ოცნებობდა.

მოკლედ იმ შეხვედრაში რეალი დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავი იყო ვალდანოს და ჟურნალისტები კომენტარები. ვალდანომ განაცხადა ნამატჩევს: ” როდესაც რაულს ეს სიტყვები ვუთხარი, მის თვალებში ველოდი შიშის და უსუსურობის დანახვას, მაგრამ მე რაულში ანთებული თალები და ბრძოლის ჟინი დავინახე”. ჟურნალისტებმა აქეს და ადიდეს გონსალესი. ის შეუჩერებლად შერაცხეს და მეტიც მას ფერარის ბოლიდს ადარებდნენ.მოკლედ რულმა თქვა თავისი სიტყვა და დაიწყო გუნდის აღმასვლაც.

ყველამ ვიცით, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ რაული გაჩერდა. თითქოს იგი უბრალოდ გაქრა ფეხბურთიდან. მაშინდელი რეალის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბრაზობდა, რომ რაული გაძღა მილიონებით და აღარ სურდა თამაში. მან ხელფასი შეუმცირა რაულს, ანუ რაული სრულ ბანკროტში მოყვა. მწვრთნელი მუდამ აკრიტიკებდა და აღარ აძლევდა თამაშის საშუალებას. რაული გახდა აგრესიული ყველას მიმართ. მან განაცხადა: “თუ ვინმე დამიპირისპირდება მიკროფონით, მე მას დავსჯი”.

რაულის ასეთი მდგომარეობა არც ჯურნალისტებს და ინჩასებს არ გამოპარვიათ. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საშინელი სტატიები რაულზე. პრესა იუწყებოდა, რომ ბლანკო სვამდა და ნარკოტიკებს ეტანებოდა. ამის შემხედვარე გულშემატკივრები სტვენით ეგებებოდნენ რაულს და მის მიმართ სიყვარული უცებ სიძულვილმა შეცვალა.

და როდესაც რაული ესეთ მდგომარეობაში იყო, მან გაიცნო ფოტომოდელი სანსი. სწორედ ამ ადამიანს უმადლოდეთ, რომ დღეს რაული სანიმუშოა რეალში. მათ იქორწინეს და ამის შემდგომ სულ სხვა რაული ვიხილეთ. თითქოს გამოცვალეს იგი და სხვა რაული გამოუშვეს როგორც მოედანზე, ისე ცხოვრების აზპარეზზეც. რაულმა დაიწყო თამაში, მეტიც მან დაიბრუნა ის დიდებული ფორმა რომელშიც იგი უახლოეს წარსულში იმყოფებოდა და დაიწყო თავბრუ დამხვევი გოლების გატანა. იგი ყველა გატანილ გოლს მეუღლეს უძღვნიდა, მისი ცნობილო “კალიცო” მუდამ ყუდარეღბის ეპიცენტრში იყო.

რაული ყოველი გოლის შემდეგ კოცნიდა ბეჭედს. გულშემატკივარსაც შემოუტრიალდა გული რაულზე და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული მან დაიმსახურა დიდი პატივისცემა. გუნდის ხელმძღვანელობამ უმალ მოუმატა ხელფასი რაულს და კონტრაქტი გაუხანგრძლივა 2006 წლამდე. რაული იბრუნებდა ძველ დიდებას მაშინ როცა კლუბში გადმოდიოდნენ ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბეკჰემი. მან დიდი სამუშაო გასწია, მხოლოდ ერთი ნაკლი დაეტყო გოლების გატანას უკლო. ესპანეთის ნაკრებში კი რაულს გოლი გოლზე გაჰქონდა. ამის მიზეზად ფეხბურთელის პასიურობას აბრალებდნენ. თუმცა ვერავინ ხედავდა, რომ რაული თავდამსმელად არ თამაშობდა.

დაიწყო რაულის კრიტიკა, ამას მოჰყვა მისი ნაკრებს მიღმა დატოვება. ლუის არაგონესის დანიშვნის შემდეგ რაულს პრაქტიკულად აღარ იძახებედნენ ნაკრებში. ამ ყველაფერმა ფეხბურთელს უფრო შემატა მოტივაცია და უფრო მოუმატა თამაშს. თუმცა გოლების სიმწირით მოიკოჭლებდა.

2007 წლის ზაფხულში რეალს დაენიშნა ახალი მწვრთნელი და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ რაულის გოლების არ გატანა მისი ბრალი სულაც არ იყო, არამედ იმის ბრალი გხლდათ, რომ მას არ ათამაშებდნენ თავდამსხმელის პოზიციაზე. შუსტერმა ზუსტად შეურჩია ის ადგილი სადაც მას ყველაზე კარგად გამოსდის თამაში. მან რაული ასწია წინ. ამით ყველანაირ კრიტიკას ბოლო მოეღო, რადგან რაული მიმდინარე სეზონში დიდებულად გამოიყურება. ის სწორედ იმ რაულს ჰგავს, რომელიც ადრე ბრწყინავდა და ახარებდა გულშემატკივარს.

აქამდე თუ რაულს აკრიტიკებდა პრესა, ახლა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოჰყვა მის ეპიცენტრში. ყველა ფიქრობს, რომ რაულს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ნაკრებისთვის, მაგრამ არაგონესი არადა არ იძახებს მას ნაკრებში.

ეს წესით მტკივნეული უნდა ყოფილიყო მადრიდელთა თილისმისთვის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სულაც არ ადარდებს არაგონესის გადაწყვეტილებები და განაგრძობს მუშაობას რათა ყველა დაანახოს, რომ იგი ისევ ნომერ პირველია.

მიღწევები

6 ლა ლიგა _ 1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007, 2007-2008

4 ესპანეთის სუპერ თასი _ 1997, 2001, 2003, 2008

3 ჩემპიონთა ლიგა _ 1997-1998, 1999-2000, 2001-2002

1 ევროპის სუპერ თასი _ 2002

2 კონტინენტთა შორია თასი _ 1998, 2002

2 ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1998-1999, 2000-2001

2 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1999-2000, 2000-2001

1 ვერცხლის ბურთი _ 2001

2 ბრინჯაოს ბუცი _ 1999, 2001

საუკეთესო ბომბარდირი IFFHS ვერსიით _ 1999

პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი 2007-2008

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

რესურსები ინტერნეტში