ბერიკაანთ ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
{{ახმეტის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
{{ახმეტის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}


[[კატეგორია:ახმეტის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:მაღრაანის თემის ტაძრები]]

09:21, 29 დეკემბერი 2019-ის ვერსია

ბერიკაანთ ხატიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. ბერიკაანთ ხატი დგას სოფელ მაღრაანის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (7,2 X 5,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: კედლები 1,5-1,8 მეტრის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი, ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აბსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა, თაღოვანი ნიშია.

ლიტერატურა