ირაკლი ყანდაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:
}}
}}


'''ირაკლი ყანდაშვილი''' (დ. [[7 ივნისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, სამართლის დოქტორი ([[2018]]), [[2013]] წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2019 წლის 14 დეკემბერს არჩეულ იქნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველ თავმჯდომარედ.
'''ირაკლი ყანდაშვილი''' (დ. [[7 ივნისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, სამართლის დოქტორი ([[2018]]), [[2013]] წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. [[2019]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] არჩეულ იქნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველ თავმჯდომარედ.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

12:38, 17 დეკემბერი 2019-ის ვერსია

ირაკლი ყანდაშვილი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1984 (1984-06-07) (39 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია იურისტი

ირაკლი ყანდაშვილი (დ. 7 ივნისი, 1984, თბილისი) — ქართველი იურისტი, სამართლის დოქტორი (2018), 2013 წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2019 წლის 14 დეკემბერს არჩეულ იქნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველ თავმჯდომარედ.

ბიოგრაფია

ირაკლი ყანდაშვილი დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს, თბილისში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM). 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სადისერტაციო თემა - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები“, დაიცვა 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ირაკლი ყანდაშვილი 2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2007 წელს - ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიის კურსდამთავრებული და აღმასრულებელი მდივანი (დალასი, ტეხასი); 2008 წ - გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი (ბერლინი, ბრიუსელი); 2008-2009 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში;

2008-2010 წლებში იურიდიული კომპანია „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი; 2009-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2010-2011 წლებში სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012 წლებში იურიდიული კომპანია „ასათიანი დ აადვოკატების“ პარტნიორი; 2011-2013 წლებში „ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2011-2013 წლებში ადვოკატთა გაერთიანება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოიაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია „K&K Consulting“-ს მმართველი პარტნიორი.

2013 წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ჟურნალ „ადვოკატი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. ავტორი ორი მონოგრაფიული შრომის: 2018 წ. - „პროფესია ადვოკატი“; 2019 წ. - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები“. 2019 წლის 14 დეკემბერიდან სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველი თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE), განათლების კომიტეტის წევრი (2014-)
  • საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), წევრი (2014-)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2015-)

ჯილდოები

  • 2014 - საქართველოს 2014 წლის მედიატორი, წლის მედიატორი;
  • 2006 - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი;
  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი;
  • 2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიანტი.

რესურსები ინტერნეტში