მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: დაემატა დეტალები
ხაზი 22: ხაზი 22:
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. [[11 მაისი]], [[1996]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1961]]), სსრკ სახალხო არტისტი ([[1981]]). [[1986|1986 წელს]] მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
'''მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი''' (დ. [[6 თებერვალი]], [[1921]], [[თბილისი]] ― გ. [[11 მაისი]], [[1996]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1961]]), სსრკ სახალხო არტისტი ([[1981]]). [[1986|1986 წელს]] მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა [[თბილისი|თბილისში]], [[ვერე (თბილისი)|ვერაზე]] გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] [[სანდრო ახმეტელი|სანდრო ახმეტელის]] მიერ დადგმული "[[სანდრო შანშიაშვილი|ანზორის]]" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა<ref>https://www.ambebi.ge/article/33462-ubralod-misha-tumanishvili/</ref>, თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. [[1939]] წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, [[1941]] წლიდან იბრძოდა [[დიდი სამამულო ომი (ტერმინი)|საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში]]. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, [[1944]] წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა <ref>http://www.tumanishvilitheatre.ge/index.php?lang=geo&page=history</ref>.
[[1949|1949 წელს]] დაამთავრა [[რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი|თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სარეჟისორო ფაკულტეტი ([[გიორგი ტოვსტონოგოვი]]ს კლასი). [[1949]]–[[1971]] წლებში მუშაობდა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] რეჟისორად. [[1965]]–[[1966]] წლებში მთავარ რეჟისორად. [[1971]]–[[1975]] იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, [[1975]] წლიდან [[კინოსტუდია „ქართული ფილმი“|კინოსტუდია „ქართული ფილმი]]ს“ [[თეატრალური სახელოსნო]]ს მთავარი რეჟისორი. [[1949]] წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია ([[1973]]-იდან [[პროფესორი]]). [[1978|1978 წელს]] საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ ([[1961]]) და სსრკ ([[1981]]) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ([[1980]], მიენიჭა წიგნისათვის სანამ „რეპეტიცია დაიწყება“), [[სსრკ სახელმწიფო პრემია|სსრკ სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი.

მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა [[რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი|თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სარეჟისორო ფაკულტეტზე,[[გიორგი ტოვსტონოგოვი]]ს კლასში, რომელიც მან [[1949]] წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა [[1948]] წელს.

[[1949]]–[[1971]] წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] რეჟისორად. [[1965]]–[[1966]] წლებში მთავარ რეჟისორად. [[1971]]–[[1975]] იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, [[1975]] წლიდან [[კინოსტუდია „ქართული ფილმი“|კინოსტუდია „ქართული ფილმი]]ს“ [[თეატრალური სახელოსნო]]ს მთავარი რეჟისორი. [[1949]] წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია ([[1973]]-იდან [[პროფესორი]]). [[1978|1978 წელს]] საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა [[კინომსახიობთა თეატრი]]. იყო საქართველოს სსრ ([[1961]]) და სსრკ ([[1981]]) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ([[1980]], მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), [[სსრკ სახელმწიფო პრემია|სსრკ სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი.


გარდაიცვალა [[1996]] წლის [[11 მაისი|11 მაისს]]. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
გარდაიცვალა [[1996]] წლის [[11 მაისი|11 მაისს]]. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].

18:41, 11 დეკემბერი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.
მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების სახელი მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1921
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი, 1996
თბილისი
საქმიანობა რეჟისორი
პედაგოგი

მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981). 1986 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ბიოგრაფია

მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა თბილისში, ვერაზე გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული "ანზორის" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა[1], თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. 1939 წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1941 წლიდან იბრძოდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა [2].

მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე,გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში, რომელიც მან 1949 წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა 1948 წელს.

1949–1971 წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965–1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971–1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.

ჯილდოები

ლიტერატურა

  • ჯანელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 10.
  • კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგნ. 2, თბ., 1970;
  • მუმლაძე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973;
  • ურუშაძე ნ., ძიებისა და გამარჯვების გზით, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, № 10;
  • გურაბანიძე ნ., მიხეილ თუმანიშვილის თეატრი თბ., 2010.

რესურსები ინტერნეტში

  1. https://www.ambebi.ge/article/33462-ubralod-misha-tumanishvili/
  2. http://www.tumanishvilitheatre.ge/index.php?lang=geo&page=history