პოასის ვულკანის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q773878
ხაზი 34: ხაზი 34:


[[კატეგორია:კოსტა-რიკის ეროვნული პარკები]]
[[კატეგორია:კოსტა-რიკის ეროვნული პარკები]]

[[es:Parque Nacional Volcán Poás]]

11:48, 2 დეკემბერი 2019-ის ვერსია

პოასის ვულკანის ეროვნული პარკი

Parque Nacional Volcán Poás

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ვულკანის მთავარი კრატერი
პოასის ვულკანის ეროვნული პარკი
მდებარეობა ალახუელის პროვინცია
ქვეყანა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
კოორდინატები 10°11′53″ ჩ. გ. 84°13′52″ დ. გ. / 10.19806° ჩ. გ. 84.23111° დ. გ. / 10.19806; -84.23111
ფართობი 65 კმ²
დაარსდა 25 იანვარი, 1971
მმართველი ორგანო კოსტა-რიკის კონსერვაციის ეროვნული სისტემა

პოასის ვულკანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Volcán Poás) — ეროვნული პარკი კოსტა-რიკაში, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, ალახუელის პროვინციაში. მოიცავს ვულკან პოასის ირგვლივ მდებარე სივრცეს, ცენტრალურ ვულკანურ კონსერვაციულ არეალში. პარკის ფართობი დაახლოებით 65 კმ²-ს შეადგენს. ვულკანის მთავარი კრატერის სიღრმე 290 მეტრია და საკმაოდ აქტიურია, ახასიათებს გეიზერებისა და ლავის მცირე ამოფრქვევები. თუმცა, ბოლო ამოფრქვევები 1952-54 წლებში დაფიქსირდა. პარკს ასევე მიეკუთვნება ორი სხვა კრატერი, ჩამქრალი ვონ-ფრანცუისი და ბოტოსი. ეს უკანასკნელი თვალწარმტაცი, ცივი, მწვანე წყლიანი კრატერის ტბაა 370 მეტრიანი დიამეტრით. ბოტოსის კრატერი ბოლო 7 500 წლის მანძილზე არ ამოფრქვეულა. ორივე კრატერისკენ მიემართება საფეხმავლო ბილიკები. პარკის ტერიტორიაზე ხშირია გოგირდოვანი გაზის ამოფრქვევა, რის გამოც ის მნახველთათვის ხშირად დახურულია. ბოლო ათწლეულში შეინიშნება გამოვლინებები, რომ ვულკანი ნელ-ნელა ემზადება ახალი ამოფრქვევისთვის.

ფლორა და ფაუნა

პარკში გავრცელებულია ველურ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები; მაგალითად, პოასის მაგნოლიის ხე და მთის ქოჩორა ციყვი (Syntheosciurus brochus). ბინადრობს ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორისაა თიხისფერი შაშვი (Turdus grayi), კაშკაშა კეცალი (Pharomachrus mocinno), ასევე კოლიბრების, ტანაგერის, ტირანისებრთა და ტუკანისებრთა რამდენიმე სახეობა.

ტბა ბოტოსის კრატერში.
ფუმაროლების აქტივობა პოასის კრატერში.


რესურსები ინტერნეტში