იტალიის სოციალური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36: ხაზი 36:
}}
}}


'''იტალიის სოციალური რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica Sociale Italiana}}), არაოფიციალურად ასევე ცნობილი როგორც '''სალოს რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica di Salò}}) — [[მარიონეტული სახელმწიფო]] [[ჩრდილოეთ იტალია|ჩრდილოეთ იტალიის]] (და ნაწილობრივ [[ცენტრალური იტალია|ცენტრალური იტალიის]]) ტერიტორიაზე, რომელმაც იარსება [[ვერმახტი]]ს მიერ იტალიის ტერიტორიის ოკუპაციიდან 1943 წლის სექტემბრიდან მის კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისამდე.
'''იტალიის სოციალური რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica Sociale Italiana}}), არაოფიციალურად ასევე ცნობილი როგორც '''სალოს რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica di Salò}}) — მარიონეტული სახელმწიფო [[ჩრდილოეთ იტალია|ჩრდილოეთ იტალიის]] (და ნაწილობრივ [[ცენტრალური იტალია|ცენტრალური იტალიის]]) ტერიტორიაზე, რომელმაც იარსება 1943 წლის სექტემბრიდან 1945 წლის მაისამდე.


იტალიის სოციალური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა [[სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში (1943)|სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში]], რომლის დროსაც მუსოლინი გადააყენეს იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დააპატიმრეს 1943 წლის 25 ივლისს. ამ დროს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს ინიციატივით [[ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა|ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ]] დაიწყო იტალიის ოკუპაციის გეგმის შედგენა. იტალიაში ფაშისტური რეჟიმი შენარჩუნდა, თუმცა 1943 წლის 3 სექტემბერს იტალიამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას [[მოკავშირეები|მოკავშირეებთან]], რითაც გამოეთიშა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომს]]. საპასუხოდ, 8 სექტემბერს ჰიტლერის განკარგულებით ვერმახტი იტალიაში შეიჭრა და 11 დღიანი ოპერაციის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა მუსლონი და აიღო ჩრდილოეთ იტალია და ცენტრალური იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი [[რომი]]. გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა იტალიის სოციალური რესპუბლიკა.
იტალიის სოციალური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა [[სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში (1943)|სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში]], რომლის დროსაც მუსოლინი გადააყენეს იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დააპატიმრეს 1943 წლის 25 ივლისს. ამ დროს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს ინიციატივით [[ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა|ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ]] დაიწყო იტალიის ოკუპაციის გეგმის შედგენა. 1943 წლის 3 სექტემბერს იტალიამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას [[მოკავშირეები|მოკავშირეებთან]], რითაც გამოეთიშა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომს]]. საპასუხოდ, 8 სექტემბერს ჰიტლერის განკარგულებით ვერმახტი იტალიაში შეიჭრა და 11 დღიანი ოპერაციის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა მუსლონი და აიღო ჩრდილოეთ იტალია და ცენტრალური იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი [[რომი]]. გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა იტალიის სოციალური რესპუბლიკა.


ქვეყნის სათავეში იყო [[იტალიის რესპუბლიკური ფაშისტური პარტია]] [[ბენიტო მუსოლინი]]ს მეთაურობით. მან თავი იტალიის ერთადერთ კანონიერ მთავრობად გამოაცხადა და იტალიის მეფე [[ვიტორიო ემანუელე III]], რომლის მოწვეულმა ახალმა მთავრობამაც გააფორმა საშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან, მოღალატეობაში დაადანაშაულა. იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიისგან]], [[იაპონიის იმპერია|იმპერიული იაპონიისგან]] და მათი მარიონეტული სახელმწიფოებისგან მოიპოვა.
ქვეყნის სათავეში იყო [[იტალიის რესპუბლიკური ფაშისტური პარტია]] [[ბენიტო მუსოლინი]]ს მეთაურობით. მან თავი იტალიის ერთადერთ კანონიერ მთავრობად გამოაცხადა და იტალიის მეფე [[ვიტორიო ემანუელე III]], რომლის მოწვეულმა ახალმა მთავრობამაც გააფორმა საშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან, მოღალატეობაში დაადანაშაულა. იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიისგან]], [[იაპონიის იმპერია|იმპერიული იაპონიისგან]] და მათი მარიონეტული სახელმწიფოებისგან მოიპოვა.

10:55, 24 ნოემბერი 2019-ის ვერსია

იტალიის სოციალური რესპუბლიკა
Repubblica Sociale Italiana
{{{link alias-s}}}
ჰიმნი: Giovinezza[1]
{{{link alias-s}}} მდებარეობა
{{{link alias-s}}} მდებარეობა
  იტალიის სოციალური რესპუბლიკის ტერიტორიები 1943 წელს

  ნაცისტური გერმანიის საოპერაციო ზონები, რომლებიც იურიდიულად ასევე იტალიის სოციალურ რესპუბლიკას ეკუთვნოდა
დედაქალაქირომი (დე-იურე) [ა]
სალო (დე-ფაქტო)
41°54′ ჩ. გ. 12°29′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.483° ა. გ. / 41.900; 12.483
ოფიციალური ენა იტალიური ენა
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი იტალიელი
მთავრობა ერთპარტიული ავტორიტარული რესპუბლიკა
 -  დუჩე ბენიტო მუსოლინი
 -  რფპ-ის[ბ] გენერალური მდივანი ალესანდრო პავოლინი
ისტორია
 -  დაარსება 23 სექტემბერი, 1943 
 -  არსებობის შეწყვეტა 29 აპრილი - 2 მაისი, 1945 
ვალუტა იტალიური ლირა
ა. ^  რომი იყო იტალიის სოციალური რესპუბლიკის ოფიციალური დედაქალაქი, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციის პროექტში. ამავდროულად, იტალიის სოციალური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოები ჩრდილოეთ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში იყო განთავსებული. 1944 წელს რომი მოკავშირეებმა აიღეს.
ბ. ^  რესპუბლიკური ფაშისტური პარტია.

იტალიის სოციალური რესპუბლიკა (იტალ. Repubblica Sociale Italiana), არაოფიციალურად ასევე ცნობილი როგორც სალოს რესპუბლიკა (იტალ. Repubblica di Salò) — მარიონეტული სახელმწიფო ჩრდილოეთ იტალიის (და ნაწილობრივ ცენტრალური იტალიის) ტერიტორიაზე, რომელმაც იარსება 1943 წლის სექტემბრიდან 1945 წლის მაისამდე.

იტალიის სოციალური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში, რომლის დროსაც მუსოლინი გადააყენეს იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დააპატიმრეს 1943 წლის 25 ივლისს. ამ დროს ადოლფ ჰიტლერის ინიციატივით ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ დაიწყო იტალიის ოკუპაციის გეგმის შედგენა. 1943 წლის 3 სექტემბერს იტალიამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას მოკავშირეებთან, რითაც გამოეთიშა მეორე მსოფლიო ომს. საპასუხოდ, 8 სექტემბერს ჰიტლერის განკარგულებით ვერმახტი იტალიაში შეიჭრა და 11 დღიანი ოპერაციის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა მუსლონი და აიღო ჩრდილოეთ იტალია და ცენტრალური იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი რომი. გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა იტალიის სოციალური რესპუბლიკა.

ქვეყნის სათავეში იყო იტალიის რესპუბლიკური ფაშისტური პარტია ბენიტო მუსოლინის მეთაურობით. მან თავი იტალიის ერთადერთ კანონიერ მთავრობად გამოაცხადა და იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III, რომლის მოწვეულმა ახალმა მთავრობამაც გააფორმა საშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან, მოღალატეობაში დაადანაშაულა. იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ ნაცისტური გერმანიისგან, იმპერიული იაპონიისგან და მათი მარიონეტული სახელმწიფოებისგან მოიპოვა.

დაარსებიდან მალევე იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ ნაცისტურ გერმანიას დაუთმო ტრიესტი, ისტრია და სამხრეთ ტიროლი, სადაც ნაცისტური გერმანიის საოპერაციო ზონები შეიქმნა.

1945 წლის 2 მაისს იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა იმის შემდეგ, რაც მოკავშირეების ძალებმა დაამარცხეს იქ მდებარე გერმანული ძალები. მუსოლინი და მისი ორი ათეული თანამოაზრე იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და ქალაქ მილანში დახვრიტეს.

სქოლიო

  1. Giacomo De Marzi, I canti di Salò, Fratelli Frilli, 2005.