ჯარი და ერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{სდრ|543|სილაქაძე მ.}}
{{სდრ|543|სილაქაძე მ.}}

[[კატეგორია: გაზეთი ჯარი და ერი]]

17:14, 16 ნოემბერი 2019-ის ვერსია

„ჯარი და ერი“ — ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა. სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი,გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს. ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.

ლიტერატურა

  • სილაქაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 543.