ერედვის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54: ხაზი 54:


==ისტორია==
==ისტორია==
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-24 წლებში-გორის მაზრაში, 1924-91 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის რაიონში, 1991-93 წლებში გორის რაიონში, 1993 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი ერთეულია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ერედვი.<ref>[http://mreg.reestri.gov.ge/ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ერედვის მუნიციპალიტეტი]</ref>
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-24 წლებში-გორის მაზრაში, 1924-91 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის რაიონში, 1991-93 წლებში გორის რაიონში, 1993 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი ერთეულია.

საქართველოს პრეზიდენტის [[მიხეილ სააკაშვილი|მ. სააკაშვილის]] 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად<ref>[https://matsne.gov.ge/document/view/27802?publication=0 საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ]</ref>. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 228542413) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 18 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 იანვარი<ref>[http://mreg.reestri.gov.ge/ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ერედვის მუნიციპალიტეტი]</ref>.


2008 წლის აგვისტოში [[რუსეთი]]ს შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.
2008 წლის აგვისტოში [[რუსეთი]]ს შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.

12:13, 12 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ერედვის მუნიციპალიტეტი
ფაილი:ერედვის მუნიციპალიტეტის რუკა.png
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ერედვი
გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი
დაარსდა 07.12.2006
ფართობი 645 კმ²
მოსახლეობა 8334 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92%
ოსები 8%
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი eredvi.gov.ge/index.php

ერედვის მუნიციპალიტეტი — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის N296 ბრძანებულებით[1]. ერედვის მუნიციპალიტეტში შევიდა არცევის, ბელოთის, ერედვის, ვანათის, ქსუისის ტერიტორიული ორგანოები 96 სოფლით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ერედვი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2].

ისტორია

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-24 წლებში-გორის მაზრაში, 1924-91 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის რაიონში, 1991-93 წლებში გორის რაიონში, 1993 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი ერთეულია.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[3]. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 228542413) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 18 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 იანვარი[4].

2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.

გეოგრაფია

ერედვის მუნიციპალიტეტი მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მისი ფართობია 645 კვ.კმ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახალგორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება თიღვის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ესაზღვრება ქ. ცხინვალი და ქურთის მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივი თვითმართველობა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო-გამგეობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  1. ერედვის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფრისი, არგვიცი, ბერულა, ერედვი);
  2. ქსუისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, დისევი, ჭარები);
  3. ვანათის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი, საცხენეთი);
  4. ბელოთი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, ზონკარი, აწრისხევი);
  5. ზემო არცევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არცევი, იკორთა).

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები და ყურძენი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება ვულკანური წარმოშობის ფერფლი, ტუფო-ლავა, პემზა, წიდა.

კულტურა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, საყდარი, ციხე-სიმაგრე და საფორტიფიკაციო ნაგებობანი.

  • გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — აღმართულია გუდისის ქედის ერთ-ერთი მთის წვერზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრ-სიმაღლეზე, სოფელ გერში.
  • გერის ტაძარი შიდა ქართლის და სრულიად საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და სასწაულმოქმედ სალოცავად ითვლება, იგი აგებულია მე-6 საუკუნეში.
  • გერის წმინდა გიორგის ბარის სალოცავი-საბრძანისია არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
  • ერედვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისთვის.
  • ერედვის ბაზილიკა პირველი თარიღიანი ძეგლია. იგი დათარიღებულია 906 წლით. მისი ხუროთმოძღვარი იყო თევდორე თაფლაისძე. რუსეთის საჰაერო დავდასხმების შედეგად ძლიერ დაზიანდა მისი, როგორც ეკლესის, ისე გალავნის კედლები.
  • ბერულის წმინდა გიორგის სახელობის ბერი საყდარი-აგებულია X საუკუნეში. გადმოცემის მიხედვით, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის-პოპემა, „განდეგილი“ დაწერილია ამ საყდარში მოღვაწე ბერი ფავლენიშვილის ცხოვრებზე.
  • ბერულის წმინდა ელიას სახელობის ეკლესია-აგებულია XIV საუკუნეში.
  • ბერულის მცხეთის ჯვრის სახელობის ეკლესია-ეკუთვნის XVI-XVII საუკუნეებს.
  • იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია-აგებულია სოფ. იკორთის განაპირას, მთის კალათძე. იგი არის ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. იკორთის ტაძარი აშენებულია 1172 წელს. მისი ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. იკორითის ტაძარიში დაკრძალულნი არიან კახეთის ცნობილი აჯანყების (1659წ) ხელმძღვანელი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
  • დისევის ძელიცხოვლის ეკლესია - აგებულია X საუკუნეში.
  • კულბითის ღვითისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლია. ეკთაგან შემოსული დისევისა და კულბითის ტაძრები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღადგინა ალექსანდრე ეპისკოპოსმა.
  • ბელოთის ციხე — საფორტიფიკაციო - თავდაცვითი და საკულტო ნაგებობა სოფელ ბელოთში. იგი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე და XVIII საუკუნეს მიეკუთნება. ეს ციხე ეკუთვნოდა ჯერ ქსნის ერისთავებს, შემდეგ კი- იულონ ბატონიშვილს.
  • ვანათის ციხე — განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ციხე მდებარეობს სოფ.ვანათში, მდ.პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მაღალ, სამი მხრიდან მიუდგომელ მთაზე. მის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი.

ღირსშესანიშნაობანი

  • ზანკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის შუა წელზე, სოფელ ზონკარის მიდამოებში. მისი მშენებლობა დამთავრდა 1976 წელს. კაშხალის სიმაღლეა 78 მეტრი. წყალსაცავი გამოიყურება საირიგაციოდ და მელიორაცის მიზნით.
  • ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — დაარსდა 1977 წელს. მისი ფართობის შეადგენს 6388 ჰექტარს. ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო მდ.პატარა ლიახვის ზემო წელზე გავრცელებული ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და მცენარეთა დაცვა-მომრავლება.
  • ერედვის კულტურის სახლი — აშენებულია 1959 წელს. 2008 წლამდე იგი წარმოადგენდა ერედვის მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან კულურულ დაწესებულებას. ამავე შენობაში განთავსებული იყო ცენტრალური ბიბლიოეთეკა და სამუსიკო სასწავლებელი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო