ზაზა ოქუაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48: ხაზი 48:
2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.


2019 წლის აპრილში, [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]] ზაზა ოქუაშვილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი [[ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტი|ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში]] ჟურნალმა [[THE NEW YOURK TIMES]]-მა ჯილდო გადასცეს, ნომინაციით, Enterepreneur ZAZA OKUASHVILI for Introducing World’s leading brands in Georgia.<ref>{{cite web|url=http://www.newposts.ge/?l=G&id=202452|title=ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს|publisher=New Posts|date=13 აპრილი, 2019|accessdate=4 ნოემბერი, 2019}}</ref> <ref>{{cite web|url=http://rustavi2.ge/ka/news/130737?fbclid=IwAR1vkdnKRuzHpse536nnn2ei8gthVyRMw03dfCf3UgpM92PUjGQaViCgA1s|title=ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს|publisher=რუსთავი 2|date=13 აპრილი, 2019|accessdate=4 ნოემბერი, 2019}}</ref>
2019 წლის აპრილში, [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]] ზაზა ოქუაშვილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი [[ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტი|ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში]] გაზეთმა [[ნიუ-იორკ ტაიმზი (გაზეთი)|THE NEW YORK TIMES]]-მა ჯილდო გადასცეს, ნომინაციით, Enterepreneur ZAZA OKUASHVILI for Introducing World’s leading brands in Georgia.<ref>{{cite web|url=http://www.newposts.ge/?l=G&id=202452|title=ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს|publisher=New Posts|date=13 აპრილი, 2019|accessdate=4 ნოემბერი, 2019}}</ref> <ref>{{cite web|url=http://rustavi2.ge/ka/news/130737?fbclid=IwAR1vkdnKRuzHpse536nnn2ei8gthVyRMw03dfCf3UgpM92PUjGQaViCgA1s|title=ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს|publisher=რუსთავი 2|date=13 აპრილი, 2019|accessdate=4 ნოემბერი, 2019}}</ref>


===პოლიტიკური საქმიანობა===
===პოლიტიკური საქმიანობა===

18:27, 4 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ზაზა ოქუაშვილი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1963 (1963-05-31) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მეუღლე/ები ნატო ჩხეიძე
შვილ(ებ)ი რატი ოქუაშვილი
გიორგი ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილი (დ. 31 მაისი 1963, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, ექიმი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი.[1] საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში.[2] 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად.[1]

ბიოგრაფია

ოქუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 1963 წლის 31 მაისს.[3] მამამისი ინჟინერი, ხოლო დედამისი კი ექიმი იყო. ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ,[1] სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა[4] და ექიმად მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში (ანესთეზია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება).

საქმიანობა

1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა „ომეგა ჯგუფი“,[3] რომელიც დღეის მდგომარეობით ძალიან დივერსიფიცირებულია საქმიანობის კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და გადასახადების გადამხდელს საქართველოში. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“ (წარმოადგენს შემდეგ კომპანიებს: BMW, Mini, Iveco, Opel, Chevrolet, Maserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).

დღეის მდგომარეობით, ჯგუფმა საქართველოს ბიუჯეტში 1,5 მილიარდი ლარის (450 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შემოსავალი გამოიმუშავა.[5] ოქუაშვილმა ასევე შექმნა მედია კომპანიები. აღნიშნულ სეგმენტში აღსანიშნავია ტელეარხი „იბერიაა“, ეროვნული დამოუკიდებელი არხი, რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.[6] შემდგომი სამი წლის განმავლობაში მან გაზეთი „ახალი ეპოქა“ დააარსა; ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“; საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუსი“ და საქართველოს მწერალთა კავშირი, „ომეგა კლუბი“. მან ასევე დააარსა ლიტერატურული პრემია და ჟურნალისტებისათვის ყოველწლიური ჯილდო, „ივერიელი“.

2004 წლის 19 თებერვალს სპეცრაზმის შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ტელეარხ „იბერია ტვ“-ში შეიჭრნენ და „ომეგა ჯგუფის“ შენობა დაიკავეს. „იბერია“ იძულებული გახდა ეთერიდან გასულიყო, ლიცენზია გაუქმდა.[7]

ოქუაშვილი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო. დიდ ბრიტანეთში მან დააარსა ბრიტანული ამხანაგობა და ასევე ახალი კომპანია AGT, რომელიც საქართველოში მისი ჰოლდინგების კონტროლს ახორციელებდა.

თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური ჩარევის შედეგად 2004 წელს მას „ომეგას“ აქტივები დაუბრუნეს. 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების შცვლის შემდეგ „იბერია ტვ“-ს აღუდგინეს ლიცენზია და ტელეარხი კვლავ ეთერში გავიდა.[8]

2016 წელს ოქუაშვილი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.[9] ასევე, 2016 წელს ოქუაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ წლის საუკეთესო ინვესტორად იქნა აღიარებული,[10] ხოლო „ომეგა ჯგუფმა“ ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღება, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. „იბერია ტვ“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.[11]

2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

2019 წლის აპრილში, ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში გაზეთმა THE NEW YORK TIMES-მა ჯილდო გადასცეს, ნომინაციით, Enterepreneur ZAZA OKUASHVILI for Introducing World’s leading brands in Georgia.[12] [13]

პოლიტიკური საქმიანობა

2016 წლის ნოემბერს ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით.[14] ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისა და ფინანსების, ბიუჯეტისა და ეკონოიმიკის კომიტეტების წევრია.

მანამდე ოქუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქართველოს IV და V მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1999 წლიდან 2003 წლამდე და 2003 წლიდან 2004 წლამდე.[4]

1991-1999 წლებში ოქუაშვილი აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების არმიის მაიორის წოდება.[4]

2015 წლიდან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე.[15]

პირადი ცხოვრება

ზაზა ოქუაშვილი დაქორწინებულია ნატო ჩხეიძეზე, ჰყავთ ორი შვილი — რატი და გიორგი.[16]

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – გვ. 267, თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ზაზა ოქუაშვილი — ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით. bpn.ge (15 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  2. ზაზა ოქუაშვილი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  3. 3.0 3.1 ზაზა ოქუაშვილის ბიოგრაფია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  4. 4.0 4.1 4.2 ოქუაშვილი ზაზა - უმაღლესი საბჭოს წევრი. აჭარის უმაღლესი საბჭო. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  5. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს წლის საუკეთესო ინვესტორ. მედიანიუსი (31 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  6. ინფორმაცია იბერიის ოფიციალურ საიტზე. iberiatv.ge. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  7. პირველად ინტერნეტში - შეჭრა „იბერია“-ში. info9.ge (20 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  8. ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს. ბანკები და ფინანსები (2 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  9. ზაზა ოქუაშვილს ,,ოქროს ფრთა’’ გადაეცა. მედიანიუსი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  10. „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც წლის ინვესტორად აღიარეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს“. Marshalpress.ge (1 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  11. “ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გახდნენ. ნიუსდეი (16 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  12. ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. New Posts (13 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2019.
  13. ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. რუსთავი 2 (13 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2019.
  14. აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი. ნეტგაზეთი (7 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  15. ანიტა მუსკარია. (2 აპრილი, 2018) ბიზნესი და პოლიტიკა. Forbes.ge. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  16. ზაზა ოქუაშვილის ქონებრივი დეკლარაცია. Declaration.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.