არჩილ ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატებულია ბიოგრაფიული დეტალები
ხაზი 22: ხაზი 22:
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა [[1913]] წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა [[1913]] წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.


დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. თბილისში არსებობს მისი სახელობის [[არჩილ ჯორჯაძის ქუჩა|ქუჩა]].


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

17:06, 23 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.

არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე (დ. 10 იანვარი, 1872, თბილისი — გ. 21 მარტი, 1913, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი.

ბიოგრაფია

დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში, რომელიც მალე ქუთაისში გადავიდა და არჩილმაც აქ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, ხოლო 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ვარშავაში, მაგრამ პეტერბურგში მალევე დაბრუნდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ცოტა ხანში საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში იგი სოციოლოგიით ინტერესდება, შემდეგ ლევ ტოლსტოის მოძღვრებამ გაიტაცა. ერთხანს ინგლისში ცხოვრეობდა ტოლსტოველთა კოლონიაში, ესექსის საგრაფოს სოფელ პერლივლასში. 1897 წელს ა. ჯორჯაძემ ტოლსტოველთა თემაზე ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ გამოაქვეყნა წერილი: „ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილება“, რომელმაც ლევ ტოლსტოის ყურადღება მიიპყრო.

1901 წლის დამდეგს ღრმად განსწავლული ინტელიგენტი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა გაზეთ ,,ცნობის ფურცლის" რედაქციაში. 1901–1902 წლებში გამოქვეუნებული წერილების სერიაში არჩილ ჯორჯაძემ ჩამოაყალიბა ე.წ. საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია, რომელიც საქართველოის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების კონსოლიდაციის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა. 1903 წელს დაბრუნდა პარიზში, სადაც ანდრო დეკანოზიშვილთან ერთად პარიზში გამოსცა პირველი ქართულ-რევოლუციური გაზეთი „საქართველო“, რომელმაც წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა.

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო მიწვეული ჟენევაში, როგორც ქართული პოლიტიკური ფრაქციების კონფერენციის ორგანიზატორთაგანი, რომელზეც შეიქმნა ,,საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია" — პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტია საქართველოში. არჩილ ჯორჯაძე იყო ფედერალისტთა პარტიის აღიარებული ლიდერი და მთავარი იდეოლოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების — სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება.

1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: “ისარი”, “ამირანი”. შექმნა “საერთო ნიადაგის თეორია”, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. არჩილ ჯორჯაძე მთლიანად ილია ჭავჭავაძეზე იყო ამოზრდილი და მისი ღვაწლი იტვირთა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს შეეძლო ემეთაურა აპოლიტიკური ბრძოლებისათვის, ეს არჩილ ჯორჯაძე იყო.

ნარკვევში “პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე” არჩილ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ “პოლიტიკური სიმბოლო ილია ჭავჭავაძისა გამოისახება ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაში”. არჩილ ჯორჯაძის დასკვნით, ილიამ “გაასამართლიანა და დააკანონა” პატრიოტიზმის გრძნობა. მან დაუდო საფუძველი ჩვენს ეროვნულ პროგრამას თავისი პუბლიცისტური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძეს სწორედ ეროვნული საკითხი მიაჩნია ილიას მოღვაწეობის საუკეთესო ნაწილად; იგი აფასებს ილიას ნააზრევს ენისა და ქრისტეს სჯულის შესახებ; თვლის, რომ მისი მოსარჩლეობა არ ყოფილა ცრუ პატრიოტული ხასიათისა და ის დაფუძნებული იყო დაფიქრებაზე, ფაქტებზე, ცოდნასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.

ჯორჯაძე აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა. არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი.

არჩილ ჯორჯაძის თხზულებებია “სამშობლო და მამულიშვილობა”, “მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის” და სხვა. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: “წერილები იტრიის წისქვილიდან”, “ინდური ფილოსოფია” და “ტოლსტოის მსოფლმხედველობა”, სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.

“წერილები იტრიის წისქვილიდან” თითქოს ეხმიანება ალფონს დოდეს ნოველების კრებულს: “წერილები ჩემი წისქვილიდან! ალფონს დოდეს კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ფრანგული პროვინცია. არჩილ ჯორჯაძის კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ქართული პროვინცია…

არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, ივანე ჯავახიშვილმა ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 431, თბ., 1994