პავლე (ჯაფარიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეპიკოპოსი პავლე''' (ერისკაცობაში — პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე; დ. [[1 მაისი]], [[1888]], [[შორაპნის მაზრა]], [[ხრეითი]] — გ. [[3 ნოემბერი]], [[1929]]) — [[ქართველები|ქართველი]] მღვდელმთავარი.
'''ეპისკოპოსი პავლე''' (ერისკაცობაში — პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე; დ. [[1 მაისი]], [[1888]], [[შორაპნის მაზრა]], [[ხრეითი]] — გ. [[3 ნოემბერი]], [[1929]]) — [[ქართველები|ქართველი]] მღვდელმთავარი.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

15:34, 22 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ეპისკოპოსი პავლე (ერისკაცობაში — პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე; დ. 1 მაისი, 1888, შორაპნის მაზრა, ხრეითი — გ. 3 ნოემბერი, 1929) — ქართველი მღვდელმთავარი.

ბიოგრაფია

ეპისკოპოსი პავლე, ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1888 წლის 1 მაისს იმერეთის სოფელ ხრეითში (შორაპნის მაზრა). ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907 წლის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში. 1918 წლის 26 იანვარს წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა. მღვდელმონაზონმა პავლემ მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა. იგი ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში. არქიმანდრიტი პავლე 1924 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასამართლებულ იქნა. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო - რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. სასამართლომ მას პირობითი სასჯელი შეუფარდა.

1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებს გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე. ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: დავითი (კაჭახიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ მოვალეობის შესრულება.

1928 წლის 26 მარტს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის პავლეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამწესების შესახებ. სოხუმის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე. მართალია, ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 1929 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. 1929 წლის 10 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ წესი აუგო განსვენებულ ეპისკოპოს პავლეს, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.

ლიტერატურა

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 147-149.