რქაწითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.115.136.13-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 14: ხაზი 14:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 49, თბ., 2013
* მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 49, თბ., 2013
მბბ წე ქას ეწდდცდცს


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

07:54, 9 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

რქაწითელის ჯიშის ყურძენი

რქაწითელი — ქართული თეთრყურძნიანი ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.

მისი ჩამოყალიბების კერად ყვარელი-ენისელისა და ლაგოდეხის მხარეს მიიჩნევენ. ივ. ჯავახიშვილს რქაწითლის წარმოშობის თარიღად ჩვ. წ. I საუკუნეები აქვს ნავარაუდევი, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი გაცილებით უფრო გვიან პერიოდს ვარაუდობს. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან - ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები. როგორც სუფრის, ასევე მხარისა და ადგილწარმოშობის. ხშირად გამოიყენება მწვანე კახურთან ერთად. რქაწითელის ყურძენი აგრეთვე გამოიყენება სასუფრედაც.

რქაწითელი

რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო „რქაწითელი“, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის „რქაწითელი ხორნაბუჯულის“ დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის „ტიბაანის“ დასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის „კარდენახის“ დასამზადებლად.

რქაწითელი საქართველოში , ფართოთ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უკავია. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 49, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში