UY Scuti: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Kakha K.-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
| ra = {{RA|18|27|36,5334}}
| ra = {{RA|18|27|36,5334}}
| dec = {{DEC|−12|27|58,866}}
| dec = {{DEC|−12|27|58,866}}
| მანძილი = 9140 [[სინათლის წელიწადი]]<ref name=sylvester>{{cite doi|10.1046/j.1365-8711.1998.02078.x}}</ref>
| მანძილი = 9500 [[სინათლის წელიწადი]]<ref name=sylvester>{{cite doi|10.1046/j.1365-8711.1998.02078.x}}</ref>
| მასა = 32 [[მზის მასა|M<sub>☉</sub>]]<ref name="Torres2013"/>
| მასა = 32 [[მზის მასა|M<sub>☉</sub>]]<ref name="Torres2013"/>
| რადიუსი = 1,708 ± 192 [[მზის რადიუსი|R<sub>☉</sub>]]<ref name="Torres2013"/>
| რადიუსი = 1,708 ± 192 [[მზის რადიუსი|R<sub>☉</sub>]]<ref name="Torres2013"/>
ხაზი 21: ხაზი 21:
}}
}}


'''UY Scuti''' — [[წითელი ზეგიგანტი]] ან [[ჰიპერგიგანტი]] და პულსირებადი ცვალებადი [[ვარსკვლავი]] [[ფარის თანავარსკვლავედი|ფარის თანავარსკვლავედში]]. ის ამჟამად ცნობილთა შორის ყველაზე დიდი [[ვარსკვლავი]]ა და თავის ტიპის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი საშუალო [[რადიუსი]] 1708 [[მზის რადიუსი]]ა, ანუ 2 378 704 272 კილომეტრი (15,9 [[ასტრონომიული ერთეული]]). აქედან გამომდინარე, მისი [[მოცულობა]] [[მზე|მზისას]] 4 982 686 912-ჯერ აღემატება. იგი 9140 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლითაა]] დაშორებული [[დედამიწა|დედამიწიდან]], რის გამოც ერთ-ერთი უახლოესი ჰიპერგიგანტია. ის რომ [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] ცენტრში ყოფილიყო მოთავსებული, მისი [[ფოტოსფერო]] [[იუპიტერი]]ს ორბიტას შთანთქავდა, მიუხედევად იმისა, რომ მისი რადიუსი მტკიცედ დაზუსტებული არაა და შესაძლებელია [[სატურნი]]ს ორბიტაზე დიდი იყოს.
'''UY Scuti''' — [[წითელი ზეგიგანტი]] ან [[ჰიპერგიგანტი]] და პულსირებადი ცვალებადი [[ვარსკვლავი]] [[ფარის თანავარსკვლავედი|ფარის თანავარსკვლავედში]]. ის ამჟამად ცნობილთა შორის ყველაზე დიდი [[ვარსკვლავი]]ა და თავის ტიპის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი საშუალო [[რადიუსი]] 1708 [[მზის რადიუსი]]ა, ანუ 2 378 704 272 კილომეტრი (15,9 [[ასტრონომიული ერთეული]]). აქედან გამომდინარე, მისი [[მოცულობა]] [[მზე|მზისას]] 4 982 686 912-ჯერ აღემატება. იგი 9500 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლითაა]] დაშორებული [[დედამიწა|დედამიწიდან]], რის გამოც ერთ-ერთი უახლოესი ჰიპერგიგანტია. ის რომ [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] ცენტრში ყოფილიყო მოთავსებული, მისი [[ფოტოსფერო]] [[იუპიტერი]]ს ორბიტას შთანთქავდა, მიუხედევად იმისა, რომ მისი რადიუსი მტკიცედ დაზუსტებული არაა და შესაძლებელია [[სატურნი]]ს ორბიტაზე დიდი იყოს.


==დაკვირვებები==
==დაკვირვებები==

18:30, 7 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

UY Scuti
ფაილი:UY Scuti zoomed in, Rutherford Observatory, 07 September 2014.jpeg

მკვრივი ვარსკვლავური ველი წითელი გიგანტი ვარსკვლავი UY Scuti (ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ფოტოში), რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის რეზერფორდის ობსერვატორიიდანაა გადაღებული (ნიუ-იორკი, აშშ). ფოტო გადაღებულია 2011 წელს.
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ფარი
პირდაპირი ასვლა: 18სთ 27წთ 36,5334წმ
დახრილობა: −12გრად 27მინ 58,866სეკ
მანძილი: 9500 სინათლის წელიწადი[1]
მასა: 32 M[2]
რადიუსი: 1,708 ± 192 R[2]
სპექტრული ტიპი: M4Ia-Iab[3]
[3]
სიკაშკაშე: 340 000 L[2]
ზედაპირის გრავიტაცია: −0.5 სგს (log g)
ტემპერატურა: 3,365 ± 134 K[2]

UY Scutiწითელი ზეგიგანტი ან ჰიპერგიგანტი და პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავი ფარის თანავარსკვლავედში. ის ამჟამად ცნობილთა შორის ყველაზე დიდი ვარსკვლავია და თავის ტიპის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი საშუალო რადიუსი 1708 მზის რადიუსია, ანუ 2 378 704 272 კილომეტრი (15,9 ასტრონომიული ერთეული). აქედან გამომდინარე, მისი მოცულობა მზისას 4 982 686 912-ჯერ აღემატება. იგი 9500 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან, რის გამოც ერთ-ერთი უახლოესი ჰიპერგიგანტია. ის რომ მზის სისტემის ცენტრში ყოფილიყო მოთავსებული, მისი ფოტოსფერო იუპიტერის ორბიტას შთანთქავდა, მიუხედევად იმისა, რომ მისი რადიუსი მტკიცედ დაზუსტებული არაა და შესაძლებელია სატურნის ორბიტაზე დიდი იყოს.

დაკვირვებები

ვარსკვლავის სახელი UY Scuti მიუთითებს, რომ ის 38-ე ცვალებადი ვარსკვლავი იყო, რომელიც ფარის თანავარსკვლავედში იქნა აღმოჩენილი. ის მოთავსებულია რამდენიმე გრადუსით ჩრდილოეთით A ტიპის ვარსკვლავთან, რომელსაც Gamma Scuti ეწოდება. ის შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი ძალიან კაშკაშაა, დედამიწიდან მისი მაგნიტუდა (ვარსკვლავიერი სიდიდე) 11-ია მისი „გაუქმების ზონაში“ მდებარეობისა და შორი მანძილის გამო. მისი დანახვა დიდი ბინოკლით ან პატარა ტელესკოპით შეიძლება.

მახასიათებლები

მიახლოებითი შედარება UY Scuti-ს და მზისა

ვარსკვლავი კლასიფიცირებულია, როგორც ნახევრად რეგულარული ცვალებადი, რომლის მიახლოებითი პულსაციის პერიოდი 740 დღეა.[3][4] ვიზუალურად, ვარსკვლავი მზეზე 120 000-ჯერ კაშკაშაა ხილულ სინათლეში (მაგნიტუდა = -7,5). თუმცა, როდესაც მისი სინათლე ინფრაწითელთან ერთიანდება, იგი მზეზე 340 000-ჯერ კაშაკაა (მაგნიტუდა = -9,1), რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გრილი ზეგიგანტი ვარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მთელ გალაქტიკაში. მისი მასის დაკარგვის ტემპი 5,8x10−5M-ია - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცნობილ ვარსკვლავთა შორის.

ზომა

მზის სისტემაში არსებული ზოგიერთი ობიექტისა და სხვა შესამჩნევი ვარსკვლავების ზომების შედარება (UY Scuti-ს ჩათვლით).

1. მთვარე→მერკური→მარსი→ვენერა→დედამიწა
2. მთვარე→დედამიწა→ნეპტუნი→ურანი→სატურნი→იუპიტერი
3. დედამიწა→იუპიტერი→მზე→ალფა კენტავრი A→სირიუსი A
4. იუპიტერი→მზე→სირიუსი A→ვეგა→პოლუქსი→არქტური→ალდებარანი
5. მზე→ალდებარანი→რიგელი→პისტოლის ვარსკვლავი→ანტარესი A→ბეტელგეიზე→მიუ ცეფეი
6. მიუ ცეფეი→VY დიდი ქოფაკი→VX SagittariiUY Scuti

სხვა ზეგიგანტი ვარსკვლავების მსგავსად UY Scuti-საც გარს აკრავს უზარმაზარი დისკო და სხვა დიდი დიფუზური ვარსკვლავების მსგავსად, მასზე ზუსტი გაზომვების ჩატარება ურთულესია. ის მთლიანად სფერული არ არის, არამედ გარს აკრავს უზარმაზარი ატმოსფეროს გაუმჭვირვალე გარსები, რომელიც, დაწყვილებული დისკოს დაბნელებასთან, არასტაბილურ სიკაშკაშესთან, მასის დაკარგვის მაღალ ტემპთან და სხვა ფაქტორებთან, მისი ნამდვილი ზომის დადგენას ურთულესს ხდის. Torres et al-მა UY Scuti-ს რადიუსი გაზომა და მიიღო 1,708 ± 192 მზის რადიუსი,[2] რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ეს გაზომვა დაფუძნებულია ვარსკვლავის ტემპერატურისა და სიკაშკაშის გამოთვლების არაპირდაპირ მეთოდებზე. ასეთი ვარსკვლავების საზღვრის დადგენა დაფუძნებულია როზელენდის რადიუსზე — ადგილმდებარეობა, სადაც ოპტიკური სიღრმე ერთია (ან ზოგჯერ 2/3).[5] UY Scuti-ს შემთხვევაში, მისი რადიუსი ზუსტად არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე.

UY Scuti-ს ზომა ძალიან დამაინტრიგებელი და კომპლექსურია. ვარსკვლავი ძალიან დიდი და ძალიან კაშკაშა წითელი ზეგიგანტია. ვარსკვლავის ყველაზე დიდი შეფასება (1900 მზის რადიუსი) სცდება ვარსკვლავური ევოლუციის თეორიის საზღვრებს. ამის მსგავსი ვარსკვლავები უიშვიათესია სამყაროში და 1500 კუბურ სინათლის წელიწადში შეიძლება ერთი იყოს. აქედან გამომდინარე, ისინი ზუსტად არ შეუსწავლიათ მეცნიერებს.

მასა

UY Scuti-ს მასა ასევე საეჭვოა, ძირითადად იმიტომ, რომ მას არ ჰყავს ხილული კომპანიონი ვარსკვლავი, რომლის მასის საშუალებითაც ამ ვარსკვლავის მასა განისაზღვრებოდა ორბიტალური გაზომვებით. ვარსკვლავური ევოლუციის მოდელების დასკვნის თანახმად, წითელი ზეგიგანტის საფეხურზე მდგომი ვარსკვლავის მასა, როგორიც UY Scuti-ა, 25-50 მზის მასა იქნებოდა. ამჟამად კი უფრო დაბალი იქნება.

გარემო

ფარი-კენტავრის მკლავში მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი შესაძლოა წევრია გაერთიანება „მშვილდოსანი OB5-სა“ - ვარსკვლავთა მასიური შეჯგუფებები დედამიწიდან 7800 სინათლის წლის მოშორებით გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით. ეს ვარსკვლავური გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე დიდია ჩვენს გალაქტიკაში, მის მერე კი მოდის „გედი OB2“. „მშვილდოსანი OB5“ ასევე მოიცავს KW Sagitarii-ს - ერთ-ერთ ყველაზე მასიურ წითელ ზეგიგანტ ვარსვკლავს, და მასიურ ნისლეულს, რომელიც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების აქტიური რეგიონია.

სქოლიო

  1. doi:10.1046/j.1365-8711.1998.02078.x
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 doi:10.1051/0004-6361/201220920
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  3. 3.0 3.1 3.2 International Variable Star Index. Detail for UY Sct.
  4. doi:10.1086/191488
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  5. (June 1991). "The parameters R and Teff in stellar models and observations".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=UY_Scuti&oldid=3739163“-დან