ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 70: | ხაზი 70: | ||
იქვე შემორჩენილია მეორე საწნახელი. ეს საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.<ref>[http://memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/11721 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]</ref> |

||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
16:06, 6 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
ხერთვისი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში.[2] მდებარეობს მდინარეების ჭოროხის მარჯვენა და აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 260 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 160 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 190[3][4] |
2014 | 160[1] |
საწნახელები
სოფლის გარეუბან ზედობანში შემორჩენილია საწნახელი. საწნახელი გამართულია პირამიდისებური ბორცვის ჩრდილოეთი ფერდობის ძირში. იგი საკმაოდ დაზიანებულია თუმცა გეგმა საკმაოდ კარგად იკითხება. საწნახელი საკმაოდ მოზრდილია და იგი შეიძლება გაერთიანდეს განიერი საწნახელების ჯგუფში. მშენებლობაში გამოყენებულია კლდის კარგად შერჩეული ქვები მტკიცე თეთრ დუღაბზე. მისი სიგრძე-3,50 მ-ია. კედლის სისქე-0,55 მ. სამხრეთი კედელი მიდგმულია კლდოვან მასივზე და მისი სისქე 0,45 მ-ია. ჩრდ. კედლის სისქე-0,43 მ. საწნახელის შიდა ზომებია: სიგრძე-2,55 მ. სიგანე თავთან (აღმოსავლეთით)-1,45 მ. საწნახელის იატაკი შელესილია კირხსნარით. საწნახელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე გამართული იყო მარანი. მათგან დღემდე შემორჩენილია მეტნაკლებად დაზიანებული მიწაში ჩასმული 6 ქვევრი.[5]
იქვე შემორჩენილია მეორე საწნახელი. ეს საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.[6]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 471.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
|