საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:

==გეოგრაფია==
==გეოგრაფია==

მდებარეობს მდინარეების [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ძირულა|ძირულის]] ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - [[ონის მუნიციპალიტეტი|ონის]], აღმოსავლეთით – [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის]], სამხრეთით – [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურისა]] და [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], დასავლეთით – [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]].

რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.
რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
ხაზი 33: ხაზი 32:

==ისტორია==
==ისტორია==

რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[ბორის კუფტინი]], [[ოთარ ჯაფარიძე]], [[ჯურხა ნადირაძე]]. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება [[ბრინჯაოს ხანა|ადრეული ბრინჯაოს ხანიდან]] დღემდე.

ხაზი 58: ხაზი 56:

==ადგილობრივი თვითმმართველობა ==
==ადგილობრივი თვითმმართველობა ==

მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ადმინიტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად:
მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ადმინიტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად:

ხაზი 66: ხაზი 63:

==ეკონომიკა==
==ეკონომიკა==

ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია [[სოფლის მეურნეობა]], მოსახლეობა მისდევს [[მევენახეობა]]ს, [[მესაქონლეობა]]ს, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების ([[სიმინდი]], [[ლობიო]]) წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას.<ref>[http://www.greenalt.org/map/text/sachkhere_silis_karierebi/sachkhere_silis_karierebi.htm ა/ო მწვანე ალტერნატივა]</ref> გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა [[ზესტაფონი]]-[[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომი]], ასევე რკინიზგის მონაკვეთი [[ზესტაფონი]]-[[საჩხერე]]. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.

ხაზი 75: ხაზი 71:
==ისტორიული ძეგლები==
==ისტორიული ძეგლები==
{{მთავარი|საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები}}
{{მთავარი|საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები}}

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

ხაზი 110: ხაზი 105:

==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
<references />

{{იმერეთი}}
{{იმერეთი}}

12:39, 29 სექტემბერი 2019-ის ვერსია

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი დროშა საჩხერის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

საჩხერე

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

48.1 [1] კაცი/კმ²

ფართობი

973 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

37 775 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.4%
ოსები 0.3%
რუსები 0.2%[2]

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - ონის, აღმოსავლეთით – ჯავისა და ქარელის, სამხრეთით – ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით – ჭიათურის.

რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: ყვირილა, ძირულა, დუმალა, ჯრუჭულა, ჩიხურა, ლაშურა, ფრონე. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:

ისტორია

რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია აკაკი წერეთლის ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები ექვთიმე თაყაიშვილი, ბორის კუფტინი, ოთარ ჯაფარიძე, ჯურხა ნადირაძე. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: პასიეთის გორასამარხი, ნაჩერქეზევი, სარეკის ეხი; ნამოსახლარები მოდინახეს ციხეზე, სოფლებში არგვეთი, საირხე, კალვათა, ჭორვილა, ჭალა.

გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, ხოლო აბაშიძეების - სოფელი ჭალა.

1917 წლამდე ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1917-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - ჭიათურის რაიონში. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.

1991 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სინაგურის სასოფლო საბჭოს სოფლები თედელეთი, სინაგური, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი, სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომლებიც მანამდე სამხრეთ ოსეთის აო-ში შედიოდნენ.[1] ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ.[2]

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 44 968
2002 46 261
2014 37 775

ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ადმინიტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად:

ეკონომიკა

ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მევენახეობას, მესაქონლეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების (სიმინდი, ლობიო) წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას.[3] გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-გომი, ასევე რკინიზგის მონაკვეთი ზესტაფონი-საჩხერე. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.

სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მეღვინეობა, გავრცელებული ჯიშებია ცოლიკოური, იზაბელა, ალიგოტე, ციცქა, ქვიშხური, ძელშავი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი კვერეთი.

ისტორიული ძეგლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის აკაკი წერეთლის სახელთან დაკავშირებული ისტორიული ძეგლები. სოფელ სხვიტორში დგას 1834 წელს აშენებული სასახლე, რომელიც აკაკის მამას, როსტომ წერეთელს ეკუთვნოდა და რომელშიც აკაკი იზრდებოდა და ცხოვრობდა. ამჟამად ამ სახლში აკაკის სახლ-მუზეუმია მოწყობილი. ასევე სოფელ სავანეში შემორჩენილია აკაკის ძიძის ქოხი, სადაც გაძიძავებული აკაკი იზრდებოდა.

სოფელ ცხომარეთის მიდამოებში მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, სადაც შენახული იყო ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება. სოფელ სავანეში დგას 1046 წლის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ხუროთმოძღვარმა ჰარაბამ ააშენა. ეკლესიაზე სამშენებლო წარწერაა. სოფელ ქორეთში დგას ორი ეკლესია. მათგან ერთ-ერთზე - ქორეთის ღვთაების ეკლესიაზე, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, შემორჩენილია ქორეთის ეკლესიის წარწერა, რომელიც 1000 წელსაა შესრულებული. სოფელ სპეთში დგას XI საუკუნის სპეთის ზედამაცხოვარი.ამ ეკლესიის კანკელი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.

ქორეთის ღვთაების ეკლესია

სოფელ დარყაში ყოფილ დასახლება ჭაბუკმთის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი დარბაზული ეკლესია: ბერეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და საღმრთო საყდარი.

სოფელ ჭალაში დგას XIX საუკუნეში აშენებული ხალხური არქიტექტურის ნიმუში, ტრადიული იმერული ოდა სახლი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  2. რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს
  3. ა/ო მწვანე ალტერნატივა