კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა [[ახიზის ციხე|ახიზის]] და ააშენა [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის ციხეები]]. მანვე ააშენა [[ოპიზა|ოპიზის]] მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.<ref>ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178</ref>
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა [[ახიზის ციხე|ახიზის]] და ააშენა [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის ციხეები]]. მანვე ააშენა [[ოპიზა|ოპიზის]] მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.<ref>ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178</ref>


კლარჯეთის საერისთავომ არსებობა [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფოს]] გაუქმების შემდეგ, [[ქართლის საერისმთავრო|ქართლის საერისმთავროს]] არსებობის პერიოდშიც განაგრძო. [[სტეფანოზ I]]-დან [[აშოტ I დიდი|აშოტამდე]] მას უშუალოდ [[ბაგრატიონები]] განაგებდნენ.<ref name=":0">მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. <nowiki>ISBN 99940-11-30-8</nowiki></ref> აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი [[ქართველთა სამეფო|ქართველთა სამეფოს]] მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით [[1011]] წელს [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მესამემ]] დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.<ref>ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117</ref>
კლარჯეთის საერისთავომ არსებობა [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფოს]] გაუქმების შემდეგ, [[ქართლის საერისმთავრო|ქართლის საერისმთავროს]] არსებობის პერიოდშიც განაგრძო. [[სტეფანოზ I]]-დან [[აშოტ I დიდი|აშოტამდე]] მას უშუალოდ [[ბაგრატიონები]] განაგებდნენ.<ref name=":0">მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005.<nowiki>ISBN 99940-11-30-8</nowiki></ref> აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი [[ქართველთა სამეფო|ქართველთა სამეფოს]] მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით [[1011]] წელს [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მესამემ]] დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.<ref>ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117</ref>


[[1191]] წელს, [[ზაქარია ასპანისძე|ზაქარია ასპანისძის]] [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მიერ, [[შავშეთი|შავშეთის]], [[კლარჯეთი|კლარჯეთისა]] (არტანუჯის) და [[ტაო|ტაოს]] ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, [[ფანასკეთის საერისთავო|ფანასკეთის]] (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე [[ფანასკეთი|ფანასკეთში]] იყო.<ref>ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217</ref>
[[1191]] წელს, [[ზაქარია ასპანისძე|ზაქარია ასპანისძის]] [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მიერ, [[შავშეთი|შავშეთის]], [[კლარჯეთი|კლარჯეთისა]] (არტანუჯის) და [[ტაო|ტაოს]] ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, [[ფანასკეთის საერისთავო|ფანასკეთის]] (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე [[ფანასკეთი|ფანასკეთში]] იყო.<ref>ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ. 10, გვ. 217</ref>


== კლარჯეთის საერისთავო ==
== კლარჯეთის საერისთავო ==

07:05, 1 სექტემბერი 2019-ის ვერსია

ფარნავაზმა საქართველო რვა საერისთავოდ და ერთ სასასპეტოდ დაჰყო.

კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:

(ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე.

[3]

საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[4]

I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[5]

III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[6]

V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[7] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.

ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[8]

კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[9] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[10]

1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[11]

კლარჯეთის საერისთავო

კლარჯეთის საერისთავო

870–1011
დედაქალაქი არტანუჯი
ენები ქართული
ლაზური (ჭანური ენა)
რელიგია აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია)
მთავრობა ფეოდალური მონარქია
ისტორიული ერა ადრეული შუა საუკუნეები
 -  სუმბატ I-მა მიიღო კლარჯეთის პროვინცია 870
 -  გაუქმდა 1011
დღეს ამ ტერიტორიაზე

ბაგრატიონთა დინასტია ხელმძღვანელობდა ეკონომიკური კეთილდღეობის და კულტურული აღორძინების პერიოდს ამ რეგიონში. არტანუჯში შეგროვებული გადასახადები ბაგრატიონთა ძალაუფლების ზრდის უმთავრესი ფაქტორი იყო. არაბთა შემოსევების შედეგად გაუკაცრიელებული კლარჯეთი კვლავ დასახლდა და გადაიქცა ქრისტიანული კულტურის უდიდეს ცენტრად, რასაც ხელს უწყობდა ფართომასშტაბიანი სამონასტრო მოღვაწეობა, წამოწყებული ქართველი ბერის, გრიგოლ ხანძთელის (759–861) მიერ[12].

დაახლოებით 870 წელს, კლარჯეთი გახდა ქართველ ბაგრატიონთა სამი ძირითადი განშტოებიდან ერთ-ერთი მემკვიდრეობითი ფეოდალური სამფლობელო. ეს ხაზი, შუა საუკუნეების ქართულ ჩანაწერებში ცნობილია, როგორც სუვერენული კლარჯეთი (კლარჯნი ხელმწიფენი) — საბოლოოდ გაუქმებული მათი ბიძაშვილის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს. ბაგრატ III-მ ტერიტორია გადასცა აბუსერისძეების ოჯახს.

გვიან XI საუკუნეში კლარჯეთი, სელჯუკთა თავდასხმების სერიების შემდეგ, აღარასოდეს აღდგენილა სრულად და კიდევ გაუარესდა მდგომარეობა XIII და XIV საუკუნეში, მონღოლთა და თემურლენგის შემოსევებისას. XV საუკუნეში საქართველოს სამეფოს გაყოფის შემდეგ, კლარჯეთი გადაეცა მესხეთის მთავრებს, რომლებმაც დაკარგეს ეს მხარე ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად 1551 წელს.

კლარჯნი ხელმწიფენი („კლარჯთა ჴელმწიფენი“ „კლარჯთა მეფენი“[13])

სახელი ტიტული ერისთავობის წლები შენიშვნები
1. სუმბატ I მამფალი, არტანუჯელი, ანთიპატოს-პატრიკი ხელმწიფე 870–889 სუმბატ I მამფალი, არტანუჯელი, დიდი (კონსტ.), ანთიპატოს-პატრიკი (†889). § 48[14]
2. ბაგრატ I, მამფალი, არტანუჯელი ხელმწიფე 889–909 ბაგრატ I, მამფალი, მაგისტროსი (კონსტ.), არტანუჯელი (†909 წ. 20 აპრილს, აღვსების დღეს). § 53[14]
3. დავით I მამფალი ხელმწიფე 909–943 დავით I მამფალი, დიდი (კონსტ.) (†943 წ. 20 თებერვალს, მონაზვნობაში). § 63[15]
4. სუმბატ III, ერისთავთ ერისთავი, არტანუჯელი ხელმწიფე 943–988 სუმბატ III, არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი; ირთავს თავის ბიძის, ბაგრატ I-ის ქალს (კონსტ.) (†988). § 73[16]
5. დავით IV ხელმწიფე 992–994 დავით IV (992-994 წლებს შორის). § 76[16]
6. სუმბატ IV, კლარჯი, არტანუჯელი ხელმწიფე 994–1011 სუმბატ IV, კლარჯი, არტანუჯელი (†1011, თმოგვის ციხეში). § 83[17]

თანამმართველი: გურგენ VI, კლარჯი (†1012, თმოგვის ციხეში). § 83[17]

ბაგრატ IV, სუმბატ IV-ის ძე, კონსტანტინეპოლს წავიდა. § 84[18]
დემეტრე, გურგენ VI-ის ძე, კონსტანტინეპოლს წავიდა. § 84[18]
იოვანე აბუსერი[19] ერისთავი 1011–1030
აბუსერ I აბუსერისძე[20] ერისთავი 1046/1047
გრიგოლ აბუსერისძე[21] ერისთავი 1047–1070
აბუსერ II აბუსერისძე[22] ერისთავი
ხანძთის მონასტრის ნანგრევები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
  3. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე
  4. დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
  5. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
  6. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
  7. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
  8. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
  9. მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005.ISBN 99940-11-30-8
  10. ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
  11. ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ. 10, გვ. 217
  12. Rapp, Stephen H. (2003), Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, passim. Peeters Publishers, ISBN 90-429-1318-5
  13. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 46.
  14. 14.0 14.1 სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 65.
  15. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 66.
  16. 16.0 16.1 სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 67.
  17. 17.0 17.1 სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 68.
  18. 18.0 18.1 სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 69.
  19. იოვანე აბუსერი
  20. აბუსერ (I) აბუსერიძე
  21. გრიგოლ აბუსერის ძე
  22. აბუსერ (II) აბუსერიძე