ჰენრი კუპრაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12: ხაზი 12:
| ჯილდოები = [[ფაილი:GEO_Vakhtang_Gorgasal_Order_2rank_BAR.svg|50px|link=ვახტანგ გორგასლის ორდენი|ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი]]
| ჯილდოები = [[ფაილი:GEO_Vakhtang_Gorgasal_Order_2rank_BAR.svg|50px|link=ვახტანგ გორგასლის ორდენი|ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი]]
}}
}}
'''ჰენრი კუპრაშვილი''' (დ. [[13 სექტემბერი]], [[1946]], [[ხაშური]], [[საქართველოს სსრ]]) — [[ისტორიკოსი]], [[ჟურნალისტი]], [[პოლიტოლოგია|პოლიტოლოგი]], მოცურავე. [[საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია|საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის]] გენერალური მდივანი.
'''ჰენრი კუპრაშვილი''' (დ. [[13 სექტემბერი]], [[1946]], [[ხაშური]], [[საქართველოს სსრ]]) — [[ისტორიკოსი]], [[ჟურნალისტი]], [[პოლიტოლოგია|პოლიტოლოგი]], მოცურავე. მსოფლიო ჩემპიონი [[ბიატლი|ბიატლსა]] და [[ტრიატლი|ტრიატლში]] ([[თანამედროვე ხუთჭიდი]]) <ref>{{cite web|url=https://www.uipmworld.org/event/uipm-biathletriathle-world-championships-1?event=biathle-men-masters-70}}</ref> საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე. <ref>{{cite web|url=http://gza.kvirispalitra.ge/life/6959-ra-stereotipi-daamskhvria-sportis-damsakhurebulma-moghvatsem.html}}</ref> [[საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია|საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის]] პრეზიდენტი.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
ხაზი 56: ხაზი 56:
== მიღწევები ==
== მიღწევები ==
[[ფაილი:Henry Dasrdanelles1.jpg|მინი|მარჯვნივ|დარდანელის სრუტის გადაცურვისას]]
[[ფაილი:Henry Dasrdanelles1.jpg|მინი|მარჯვნივ|დარდანელის სრუტის გადაცურვისას]]
[[ფაილი:Henri kuprashvili - World Championships 2014.JPG|thumb|ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი. ჰენრი კუპრაშვილი - 22.03.2014, როვანიემი, ფინეთი]]
[[File: Henri Kuprashvili World champion 29.10.2018.jpg|thumb| მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში - 2018, ჰურგადა, ეგვიპტე. - 28.10.2018|ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი - 2018!
1. ჰენრი კუპრაშვილი (საქართველო), დრო: 05:45.50; 2. ბობ გარდენი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), დრო: 06:22.30; 3. პეტერ კოლეტი (დიდი ბრიტანეთი) დრო: 06:43.90.]]


=== დამსახურებანი ===
=== დამსახურებანი ===

16:42, 28 აგვისტო 2019-ის ვერსია

ჰენრი კუპრაშვილი

ჰენრი კუპრაშვილი, 2006
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1946 (1946-09-13) (77 წლის)
ხაშური, საქართველოს სსრ
საქმიანობა მოცურავე
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ჰენრი კუპრაშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1946, ხაშური, საქართველოს სსრ) — ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, მოცურავე. მსოფლიო ჩემპიონი ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი) [1] საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე. [2] საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

წინაპრები

ლუკა კუპრაშვილი დედასთან, მარიამ ყიფიანთან ერთად. 1912

ჰენრი კუპრაშვილის ბაბუა, ლუკა ბარნაბის ძე კუპრაშვილი (1896-1924 წ.წ. ცუცხვათელი მღვდლის შვილი) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, იგი ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდა და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლთან ერთად. ბოლშევიკებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან). დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და სოფლის წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის ფეხმძიმე (ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე) მეუღლე, რომელიც შვილებთან ერთად მთელი ცხოვრება ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.[3]

განათლება

ჰენრიმ დაამთავრა ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი [4] და სპი-ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება [5]

სხვაგვარად აზროვნებისათვისა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაფრთხილებული იყო პირველად, 1967 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში, მეორედ, 1975 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობისას. გაფრთხილება მიიღო 2004 წლის 20 ოქტომბერსაც, ამჯერად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორი პასუხისმგებელი მუშაკისგან (მდივნის მოადგილე სიხარულიძე და სამსახურის უფროსი მ.კალანდაძე) გაზ. «24 საათში» სტატიის «მეფემ არ იცის, თორემ...» გამოქვეყნებისთვის,[6] აუკრძალეს შემდგომში მათთან შეთანხმების გარეშე სტატიების ბეჭდვა. მისთვის (მაშინ იგი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსად მუშაობდა) მათი ულტიმატუმი მიუღებელი იყო და იმავე გაზეთში კვლავ გამოაქვეყნა სტატია «ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი»[7], ამის შემდეგ იგი მკაცრად დაისაჯა.

საქმიანობა

1968-2006 წლებში ჰენრი კუპრაშვილი იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,[8] დოცენტი, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი.

1977-1979 წლებში მუშაობდა, როგორც სახალხო კონტროლის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეთოდკაბინეტის გამგე.[9]

1989-1992 წლებში მისი საქმიანობა საქართველოს სახალხო ფრონტში მუშაობას ეხებოდა - ჯერ სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის თანაშემწეს სახით.

1992 წლის მარტიდან - 1992 წლის დეკემბრამდე იგი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივანის სახით მუშაობდა.[10]

1992-1996 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, ჯერ სახელმწიფო მრჩეველის, შემდეგ მთავარი სახელმწიფო მრჩეველის და სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.[11]

1996-2004 წლებში ჰენრი კუპრაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი;[12] საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;[13] უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი;[14] საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი; ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი.

1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.

2005 წლის თებერვლიდან 2010 წლამდე იყო სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და შიდაუსაფრთხოების სამმართველოს ინსპექტორი.

2009 წლის სექტემბრიდან დღემდე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორია.

ჰენრი კუპრაშვილი ავტორია 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენებისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერსციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ავტორი და ხელმძღვანელი.[15]

სხვადასხვა დროს მისი სამეცნიერო კვლევების სფეროები იყო: პოლიტოლოგიის პრობლემები, საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები საინფორმაციო ეპოქაში, საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები, ეროვნული უშიშროება, საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ევროპის პოლიტიკური სისტემა, ევროპის პოლიტიკური მიმდნარეობები და სხვ

მიღწევები

დარდანელის სრუტის გადაცურვისას
ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი. ჰენრი კუპრაშვილი - 22.03.2014, როვანიემი, ფინეთი
ფაილი:Henri Kuprashvili World champion 29.10.2018.jpg
ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი - 2018! 1. ჰენრი კუპრაშვილი (საქართველო), დრო: 05:45.50; 2. ბობ გარდენი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), დრო: 06:22.30; 3. პეტერ კოლეტი (დიდი ბრიტანეთი) დრო: 06:43.90.

დამსახურებანი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აზრით, „ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ქართული ცურვა, ანუ ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას“[16]. აღინიშნებოდა, რომ მან ასევე „სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს“,[17] და დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;[18]. ჰენრი კუპრაშვილი ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ; [1]. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;[19] შემდგომში მან დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.

არის დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“ წევრი,[20][21], დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე; 1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტის" [22] დამაარსებელი და თავმჯდომარე; 2010 წელს შექმნილი საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; სპორტსაზოგადოება დინამოს წევრი. 1989 წელს საქართველოს ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» წინამძღვრად იქნა არჩეული. არჩეული იყო საქართველოს სახალხო ფრონტის [23] დარბაზის წევრად (1989-1992).

კუპრაშვილი ბოსფორის სრუტის გადაცურვის შემდეგ

1990 წელს საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად. არჩევნების ჩაშლის შემდეგ იგი იმავე წელს, შემოდგომისათვის დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე საქართველოს სახალხო ფრონტმა დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა დმანისის #41 საარჩევნო ოლქში [24]

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ ჰენრი კუპრაშვილს 1988 წელს უბოძა ოქროს ჯვარი, 2003 წელს ვერცხლის კი - დიდი ჯვარი და ფოტოსურათი წარწერით [25]

წოდებები

პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,[26] პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,[27] პროფესორი. ვიცე-პოლკოვნიკი.[28] ჯორჯ მარშალის ცენტრის კურსდამთავრებული.[29] ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის,[30][31] მედლის "მხედრული მამაცობისათვის"[32] და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის[33] კავალერი.

მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კ სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა და სხვ. ეს თიკუნები მიიღო მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს "ლაგუნა ვერეს" აუზში ჰენრი კუპრაშვილმა ამავე სტილით გაცურა ორი კილომეტრი 92 წუთში, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიები აშუქებდნენ.

2002 წელს გაზეთ „ახალი ეპოქის“ ჟურნალისტებმა ჰენრი კუპრაშვილი დაასახელეს წლის ადამიანად [34]

ლიტერატურა

  • ელენე ჩაბრაძე. ძეგლი ხელთუქმნელი. წინაპრები და თანამედროვეობა. გაზ. "ბიზნეს–კურიერი", 1994 წლის 25 თებერვალი–4 მარტი
  • გურამ ყორანაშვილი. ჭკუის სასწავლებელი წიგნი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", № 9, 1998 წლის 13 იანვარი
  • მიხო მორჩილაძე. ჰენრი, წამოხვალ პარტიზნად? გაზ. "ახალი ეპოქა", 2002 წლის 18–24 ოქტომბერი
  • დანელია ვ. გამარჯვება, ბიჭებო! – თბილისი, გამომც.”დედაენა” 2002, გვ.83-86
  • დარდანელის გმირი:შვიდი უნიკალური მოვლენა / მთ.რედ.:ომარ გოგიაშვილი. თბ.:მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი, 2003.64 გვ.;ტექსტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ISBN 99940-0-190-6 UDC: 796.092.2 + 797.2(479.22)[2]
  • ირმა კახურაშვილი. დავით მეფე... კომუნისტების დროს. გაზ. "მთავარი გაზეთი", 2003 წლის 8 თებერვალი
  • ნომადი ბართაია, მოგიღწევია საქართველოვ, აქამდე როგორ .ჰენრი კუპრაშვილს . გაზ. მწერლის გაზეთი, № 36, 2003 წლის 11-17 დეკემბერი
  • მაყვალა კუბლაშვილი, ჰენრი კუპრაშვილს - დარდანელის გმირს . გაზ. ახალი ვერსია, № 31, 2003 წლის 4-10 აგვისტო
  • გოგი დოლიძე. ლაგუნა ვერეს საოცრებანი. გაზ. "რეზონანსი", № 249, 2006 წლის 14 სექტემბერი
  • Ruso Strelkova (August 31, 2007). To Wear or not to Wear (a Chokha)? That is the Question. Georgia Today Issue #372, 31.08.07-06.09.07
  • კვესელავა ი, შარაშენიძე ა, დავითაძე ა. ქართული სუფრა. გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, 2008. გვ. 310–321.
  • შორენა პაპაშვილი. გლობალიზაციის პირობებში ქართველი ჩოხოსნები თავიანთ ფუნქციას აქტუალურად ხედავენ. პრესა.ge, 2009 წლის 7 თებერვალი
  • მელსიდა აკოფიანი. ქართველი ”ჩოხოსნები” დავით აღმაშენებლის ხსენების 936-ე წლისთავს აღნიშნავენ. ს/ს ახალი ამები–საქართველო, 2009 წლის 8 თებერვალი
  • ჰენრი კუპრაშვილი. ჩოხოსნები 36 წელია აღნიშნავენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. გაზ. "რეზონანსი", № 032, 2009 წლის 9 თებერვალი
  • [3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  3. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", #308, 1999 წლის 13 ნოემბერი
  4. ინფორმაცია შუა საუკუნის ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრების შესახებ . გაზ. ”თბილისის უნივერსიტეტი”, #6, 1972 წლის 25 თებერვალი
  5. გაზეთ ”ლენინელის” სპეცნომერი მომზადდა ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. სპი-ს გაზ. ”ლენინელი”, # 39, 1975 წლის 19 დეკემბერი
  6. ჰენრი კუპრაშვილი. «მეფემ არ იცის, თორემ...» - გაზ. «24 საათი», #142, 2004 წლის 17 ივნისი
  7. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. «24 საათი», #254. 26.10.04).
  8. სპი-ს გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია. გაზ. ”ლენინელი”, # 37, 1984 წლის 28 დეკემბერი
  9. დათვალიერება და შედეგები. გაზ. ”თბილისი”, # 148, 1978 წლის 29 ივნისი
  10. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება #407 (06.04.92) “ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შესახებ”. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი 1992 წლის აპრილი, თბილისი, 1992, გვ.72-76
  11. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება (12.07.95), თბილისი, 1995
  12. საქართველოს პრეზიდენტის # 32 განკარგულება (01.02.96), გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, .02.96;
  13. საქართველოს პრეზიდენტის # განკარგულება (02.02.97)
  14. ინფორმაცია დანიშვნის შესახებ. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, # 11, 2003 წლის 14 იანვარი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 30 (11.01.03)
  15. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  16. ედუარდ შევარდნაძე. ბატონ ჰენრი კუპრაშვილს. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”. #213, 04.09.02;
  17. გურანდა გურასაშვილი. ლორდ ბაირონიდან ჰენრი კუპრაშვილამდე. ჟურნ. ”ოლიმპიელი”, # 2-4, 2002
  18. საქართველოს მსოფლიო რეკორდები. გაზ. “დილის გაზეთი”. 2002 წლის 25-27 მაისი
  19. საინფორმაციო სააგენტო მედია ნიუსი – ”დარდანელის გმირი” სახელმძღვანელოს გამოსცემს. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 168, 02.09.03; ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა.[სახელმძღვ. ცურვის მოყვარულთათვის / რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე, მე-2 გამოც. – ქუთაისი : ქუთაისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2005
  20. YouTube.
  21. YouTube.
  22. YouTube.
  23. YouTube.
  24. საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ თბილისში. გაზ. ”საქართველო”, #3, 1990 წლის 11 თებერვალი
  25. საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კუპრაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღო. გაზ. “ალია”, # 26, 2003 წლის 8–10 მარტი
  26. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #1299 (09.10.03) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მთავარ საჯარო თანამდებობაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 2003
  27. საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. გაზ. “ახალი თაობა”, # 174, 2003 წლის 27 ივნისი ნათელა ფაილოძე – დარდანელის დამპყრობმა მეცნიერების მწვერვალზეც ”ასცურა”. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #174, 2003 წლის 4 ივნისი
  28. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 603 (13.09.96) ვადამდე წოდების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული). თბილისი, 1996. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა” , № 188,1996 წლის 18 სექტემბერი; Graduate Recognition Book. George C. Marshall European Center for Security Stdies, October, 2007
  29. Recognition Book. Senior Executive Course, 15-26 May, 2000.George C. Marshall European Center for Security Stdies. College of International and Security Studies. Garmisch-Parten-kirchen.Germany. 2000
  30. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (№ 1172, 06.09.02) ჰენრი კუპრაშვილის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. გაზ.“საქართველოს რესპუბლიკა”, № 219,2002 წლის 11 სექტემბერი
  31. YouTube.
  32. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის № 258 (12.12.93) ბრძანებულება (მოხალისეთა რაზმის ”აიეტის” მეთაურის ჰენრი კუპრაშვილის მედლით ”მხედრული მამაცობისათვის” დაჯილდოების შესახებ),გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, № 266,1993 წლის 18 დეკემბერი
  33. საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ – დარდანელის გმირი ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #86, 2003 წლის 2 აპრილი
  34. “ახალი ეპოქა”: წლის ადამიანი – 2002. გაზ. "ახალი ეპოქა", #75, 2002 წლის 27 დეკემბერი–2003 წლის 9 იანვარი