ხაშური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 89: ხაზი 89:
* [[ილარიონი (მეუფე)|მეუფე ილარიონი]] — მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსი.
* [[ილარიონი (მეუფე)|მეუფე ილარიონი]] — მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსი.
* [[მელქისედეკი (მეუფე)|მეუფე მელქისედეკი]] — მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი.
* [[მელქისედეკი (მეუფე)|მეუფე მელქისედეკი]] — მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი.
* [[ჰენრი კუპრაშვილი]] — მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი; მსოფლიო რეკორდსმენი, მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; პროფესორი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი; გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; ვიცე-პოლკოვნიკი; ომის ვეტერანი; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
* [[ჰენრი კუპრაშვილი]] — ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, მოცურავე.
* [[ჯაბა იოსელიანი]] — პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ფორმირება „[[მხედრიონი]]ს“ დამაარსებელი და ლიდერი.
* [[ჯაბა იოსელიანი]] — პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ფორმირება „[[მხედრიონი]]ს“ დამაარსებელი და ლიდერი.
* [[მიხეილ ბითაძე]] — მშენებელ-ინჟინერი.
* [[მიხეილ ბითაძე]] — მშენებელ-ინჟინერი.

14:49, 24 აგვისტო 2019-ის ვერსია

ქალაქი
ხაშური

ქალაქ ხაშურის ხედი ღორინამკლის მთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°59′23″ ჩ. გ. 43°35′42″ ა. გ. / 41.98972° ჩ. გ. 43.59500° ა. გ. / 41.98972; 43.59500
დაარსდა 1872
პირველი ხსენება 1693
ადრეული სახელები მიხაილოვო (1872-1918)
სტალინისი (1931-1934)
ამჟამინდელი სტატუსი 1921
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 26 135[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 0,9 %
ოსები 0,5 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 368[3]
საფოსტო ინდექსი 5700[4]
ხაშური — საქართველო
ხაშური
ხაშური — შიდა ქართლი
ხაშური
ხაშური — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშური

ხაშურიქალაქი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 26 135 ადამიანი (2006 წ.). აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში მდებარეობს სურამისა და ხაშურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ეტიმოლოგია

სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში წერს:

ვიკიციტატა
„ხაშური - მლაშე წყლის მარილი. გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილილს მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი.“

ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს, სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო[5].

ისტორია

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას - დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის[6].

ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის დაკონკრეტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერს სურამის წყალს წერს:

ვიკიციტატა
„ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის წყალს ქემერტის წყალი, აღმოსავლიდამ.[7]

ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი[8].

ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა“, რომელიც შედგენილია 1813-1828 წწ[9].

პირველი ელმავალი საქართველოში. ხაშურის რკინიგზის სადგური
ზვიად ავალიანის ფოტო

ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად. 1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი.

1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.

გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი[10]. 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ხაშურის რაიონის ცენტრი.

ღირსშესანიშნაობები

ცნობილი ხაშურელები

დაძმობილებული ქალაქები

ხაშურის დაძმობილებული ქალაქები არიან[11]:

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 444.
  • ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  5. ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 3
  6. ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 3-4
  7. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 377
  8. ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 4
  9. ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 5
  10. Soviet-Georgian War and Sovietization of Georgia, II-III. 1921
  11. ხაშურთან დამეგობრებული ქალაქები. www.newposts.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.
  12. [1] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2011 წლის 20 სექტემბერი