ფერნანდუ (გუარდას ჰერცოგი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წარჩინებული |სახელი = ფერნანდუ პორტუგალიელი |სურა...
 
No edit summary
 
ხაზი 4: ხაზი 4:
|ფოტოს სიგანე = 225პქ
|ფოტოს სიგანე = 225პქ
|მეუღლე = გვიდომარა კუტინო
|მეუღლე = გვიდომარა კუტინო
|შვილები = ლუიზა
|შვილი = ლუიზა
|წოდებები = გუარდას ჰერცოგი
|წოდებები = გუარდას ჰერცოგი
|საგვარეულო = [[ავისის დინასტია|ავისები]]
|საგვარეულო = [[ავისის დინასტია|ავისები]]

უკანასკნელი რედაქცია 16:34, 16 აგვისტო 2019-ის მდგომარეობით

ფერნანდუ პორტუგალიელი
წოდებები
გუარდას ჰერცოგი
დაიბადა 5 ივნისი, 1507
გარდაიცვალა 7 ნოემბერი, 1534, (27 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) გვიდომარა კუტინო
შვილ(ებ)ი ლუიზა
მამა მანუელ I, პორტუგალიის მეფე
დედა მარია არაგონელი
რელიგია კათოლიციზმი

ფერნანდუ პორტუგალიელი (პორტ. Fernando de Portugal; დ. 5 ივნისი, 1507 — გ. 7 ნოემბერი, 1534) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის უმცროსი ვაჟი. გუარდას პირველი და უკანასკნელი ჰერცოგი 1530-1534 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდუ დაიბადა 1507 წლის 5 ივნისს აბრანტესში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის შუათანა ვაჟი. მას დაბადებისთანავე მიანიჭეს გუარდას ჰერცოგის წოდება. იგი ასევე იყო ალფეატის, საბუგალისა და აბრანტესის სენიორი და ტრანკოსოს, მარიალვასა და ლამეგოს მაიორი.

1530 წელს ფერნანდუმ ცოლად შეირთო ლულესა და მარიალვას გრაფინია გვიდომარა კუტინო, რომელიც პორტუგალიის უმდიდრესი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მათი ქორწინება ფერნანდუს ძმამ, მეფე ჟუან III-მ მოაწყო. წყვილი აბრანტესში ცხოვრობდა, სადაც შეეძინათ ორი შვილი: ლუიზა (დ. 1531) და მკვდარშობილი ვაჟი (დ./გ. 1533). მისი ერთადერთი შვილი, ინფანტა ლუიზაც მცირეწლოვანი დაიღუპა 1534 წელს.

ლუიზას გარდაცვალებიდან სულ ერთ თვეში, განადგურებული ფერნანდუ გარდაიცვალა 1534 წლის 7 ნოემბერს, 27 წლის ასაკში. მისი ქვრივი, მისი დაღუპვიდან ასევე ერთ თვეში, 1534 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Emanuel I." . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Liss, Peggy K. (10 November 2015). Isabel the Queen: Life and Times. University of Pennsylvania Press. p. 11. ISBN 9780812293203.
  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.