კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ 217.147.235.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
მNo edit summary იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
||
ხაზი 44: | ხაზი 44: | ||
{{დაასრულე ყუთი}} |
{{დაასრულე ყუთი}} |
||
{{აფხაზთა მეფეების გენეალოგია|მდგომარეობა=collapsed}} |
|||
{{აფხაზეთის მეფეები და მთავრები}} |
{{აფხაზეთის მეფეები და მთავრები}} |
||
[[კატეგორია:აფხაზეთის მმართველები]] |
[[კატეგორია:აფხაზეთის მმართველები]] |
15:59, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია
კონსტანტინე III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 893 |
მმართ. დასასრული: | 922 |
წინამორბედი: | ბაგრატ I |
მემკვიდრე: | გიორგი II |
გარდ. თარიღი: | 922 |
შვილები: | ბაგრატ II |
კონსტანტინე III, კოსტანტი III, „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
საისტორიო წყაროები
„აბხაზთ მეფეთა ქრონიკის“ მიხედვით:
„ქ~კს: რკჱ: დასაბამითგან: ხფიბ: აქა კო(ნს)ან(ტი)ნე (გა)დაიცვა(ლა).“
|
თედო ჟორდანიას აზრით აღნიშნული თარიღი (ქორონიკონი 128 და დასაბამითგან 6384 წელი) — 809 წელია[1].
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 643.
სქოლიო
- ↑ თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1, გვ. 84
წინამორბედი: ბაგრატ I |
აფხაზეთის მეფე 893 - 922 |
შემდეგი: გიორგი II |
|