ბაბილონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა. |
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა. |
||
ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის გამეფებიდან, ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა. ქალაქი გამდიდრდა, წარმატებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა. ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და განხორციელდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, აიგო ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის გაიყვანეს ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მისი მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა და სამხედრო გადასახადისაგან. |
|||
== იხილეთ აგრეთვე == |
== იხილეთ აგრეთვე == |
16:39, 6 ივლისი 2019-ის ვერსია
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ბაბილონი — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის გამეფებიდან, ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა. ქალაქი გამდიდრდა, წარმატებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა. ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და განხორციელდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, აიგო ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის გაიყვანეს ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მისი მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა და სამხედრო გადასახადისაგან.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- I.L. Finkel, M.J. Seymour, Babylon, Oxford University Press, 2009 ISBN 0-19-538540-3
- Joan Oates, Babylon, Thames and Hudson, 1986. ISBN 0-500-02095-7 (hardback) ISBN 0-500-27384-7 (paperback)
რესურსები ინტერნეტში
- The Ancient Middle Eastern Capital City — Reflection and Navel of the World by Stefan Maul ("Die altorientalische Hauptstadt — Abbild und Nabel der Welt," in Die Orientalische Stadt: Kontinuität. Wandel. Bruch. 1 Internationales Kolloquium der Deutschen Orient-Gesellschaft. 9.–1 0. Mai 1996 in Halle/Saale, Saarbrücker Druckerei und Verlag (1997), p. 109–124.
- „UNESCO: Iraq invasion harmed historic Babylon“. Associated Press. July 10, 2009.