ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
[[1891]] წელს მაქსიმესა და ევსტატეს ცნობილმა მუსიკოსმა [[ფილიმონ ქორიძე]]მ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძემ მას დაავალა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრება.
[[1891]] წელს მაქსიმესა და ევსტატეს ცნობილმა მუსიკოსმა [[ფილიმონ ქორიძე]]მ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძემ მას დაავალა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრება.


[[რუსეთი]]ს მიერ [[საქართველოს ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა — გაიძარცვა და განადგურდა საქართველოს უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯის უდიდესი ნაწილი. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. მეუფე [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელის (ქიქოძე)]] თაოსნობით [[1884]] წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმდგენმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქიქოძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომელიც საკუთარი ხარჯებით დაბეჭდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.
[[რუსეთი]]ს მიერ [[საქართველოს ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა — გაიძარცვა და განადგურდა საქართველოს უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯის უდიდესი ნაწილი. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. მეუფე [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელის (ქიქოძე)]] თაოსნობით [[1884]] წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმდგენმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ
ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომელიც საკუთარი ხარჯებით დაბეჭდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.


1907 წელს, წმინდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისათვის აუნაზღაურებელი დარჩა, დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია.
1907 წელს, წმინდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისათვის აუნაზღაურებელი დარჩა, დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია.

16:10, 11 ივნისი 2019-ის ვერსია

ექვთიმე აღმსარებელი
დაიბადა 1865
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გარდაიცვალა 1944
წმინდანად შერაცხვა 18 აგვისტო, 2003
თბილისი
მოღვაწეობა მეცნიერი

ექვთიმე აღმსარებელი — ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში ევსტათე კერესელიძე. დ. 1865, სადმელი — გ. 1944, ზედაზენი). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 20 იანვარი (2 თებერვალი).

ბიოგრაფია

ესტატე კერესელიძე ბერად აღკვეცამდე

დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში.

სამოქალაქო მოღვაწეობა

სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თხუთმეტი წლის ესტატე ჯერ ქუთაისში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში გადავიდა, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ევსტატემ იქ გაიცნო ილია ჭავჭავაძის მოურავი, მაქსიმე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნთ-საკითხავს“ ხელმძღვანელობას უწევდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). ძველ ქართულ საეკლესიო გალობას სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.

1890 წლიდან მაქსიმე შარაძემ და ევსტატე კერესელიძემ ილია ჭავჭავაძის დახმარებით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის მთაზე ქართველთა სავანის ბერ-მონაზვნებთან და მათგან მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს იღებდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხიათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა.

1891 წელს მაქსიმესა და ევსტატეს ცნობილმა მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძემ მას დაავალა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრება.

რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა — გაიძარცვა და განადგურდა საქართველოს უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯის უდიდესი ნაწილი. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. მეუფე გაბრიელის (ქიქოძე) თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმდგენმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ

ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომელიც საკუთარი ხარჯებით დაბეჭდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.

1907 წელს, წმინდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისათვის აუნაზღაურებელი დარჩა, დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია.

1908 წელს გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი, ათეულობით ხელნაწერი, ევსტატეს პასუხისმგებლობაში დარჩა. ევსტატეს უძვირფასესი ხელნაწერების ნაწილი ჩამოართვეს. სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში მოხვდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი იყო.

გელათის მონასტრის ბერდიაკონი ექვთიმე 1910-იანი წლები

ევსტატე კერესელიძემ მალე ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. იქ ევსტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის შესახვევ ქაღალდებში. 1911 წელს კერესელიძემ საგალობლები მღვდელ რაჟდენ ხუნდაძეს მიაბარა შესანახად. უკან დაბრუნებისას, ხუნდაძემ არასაკმარისად მიჩნია კერესელიძის მიერ მისთვის გადახდილი თანხა და საგალობლების დაბრუნებისას ამოჭრა ის ფურცლებზე, რომლებსეც მის მიერ ნაგალობევი იყო ჩაწერილი. კერესელიძეს ისღა დარჩენოდა, ნაწილ-ნაწილ ეთხოვა რაჟდენ ხუნდაძისგან საგალობლები და ხელახლა გადაეწერა ისინი.

ბერად აღკვეცა

ევსტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა. იმ დროს ევსტატეს მოძღვარი იყო ღირსი ალექსი (შუშანია). 1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) კურთხევით ევსტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ევსტათე მონაზვნად აღიკვეცა და ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის პატივსაცემად უწოდეს ექვთიმე.

1913 წლის მაისში ექვთიმეს დიაკვნად დაასხეს ხელი. ამ დროიდან დაიწყო მამა ექვთიმეს ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა, მან გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. გელათის მონასტერში ღვთისმსახურება საეკლესიო ტიპიკონის სრული დაცვით სრულდებოდა. ამა საშუალება მისცა ექვთიმეს ტიპიკონის მიხედვით გაეწყო საგალობლები. ამისთვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.

ქუთაისში ი. კილაძის სტამბაში ექვთიმემ მუსიკოს ნიკო შარაბიძის თხოვნით ააწყო და გამოსაცემად მოამზადა „ქართულ ეროვნულ სამხმიან სიმღერათა კრებული, ნოტების მოკლე განმარტებით“, ასევე კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ჰიმნი „დიდება“, რომელიც 1918-1921 და 1991-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იყო.

1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოს გიორგის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმემ დასტამბა.

1921 წელს კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დააპატიმრეს, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. თუმცა, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. გელათის ბერ-მონაზვნები ყოველდღე ელოდნენ დარბევას. ექვთიმე ამ წლებშიც აგრძელებდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობას. — „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე ზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წამოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ — წერდა ექვთიმე.

1923 წელს მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს რამდენიმე დღის ვადა მისცეს, რათა ბერ-მონაზვნებს დაეტოვებინათ მონასტერი. მამა ექვთიმემ საგალობელთა ორმოცამდე კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.

1924 წელს კომკავშირლებმა დაანგრიეს ქუთაისის წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. იმავე წელს დახვრიტეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად.

ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე 1930-იანი წლები

მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქუთაისი, გელათი და ხელნაწერები თბილისში, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. იმ პერიოდიდან მღვდელმონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები.

1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ამბროსი (ხელაია) მეტეხის ციხეში იყო დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდიდა, მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებდა საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.

1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა იქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.

თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა. შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა ოცდათოთხმეტი სანოტო კრებული, რომელიც 5 081 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისგან შედგებოდა. ექვთიმეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა რომელიც 1939 წლამდე დაუბრკოლებლად ეძლეოდა.

1939 წელს ექვთიმეს პენსიის მიღება შეუწყდა. ამ საკითხთან დაკავშირებით კოტე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობით სახელმწიფოსთან შეიქმნა კომისია, რომელმაც მამა ექვთიმეს საქმე ხელახლა შეისწავლა და დაუნიშნა პენსია სიცოცხლის ბოლომდე 300 მანეთის ოდენობით. პენსიას აიღებდა საცხოვრებელ მსიამართზე.

1941 წლის 22 მარტს საქ. სახელმწიფო მუზეუმის, მისი დირექტორის შალვა იასონის ძე ამირანაშვილის სახით, ერთი მხრით, და კერესელიძე ექვთიმე სოლომონის ძე, მეორე მხრით, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ექვთიმე კერესელიძე უთქმობს საკუთრებად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, მის მიერ შეგროვილი საქართველოს ყველა კუთხის ძველ ქართულ საეკლესიო საგალობელს, ნოტებზე გადაღებულს; რომელიც მოთავსებული არის 37 წიგნში და რომელიც შედგება 5532 ნომრისგან. ეს ხელშეკრულება სრული სახით თანდართულია ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერში. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1941 წელს დაწერა „ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა.“ მასში ქრონოლოგიურად გადმოცემულია ესტატე კერესელიძეზედ გადამხდარი ამბები 1882 წლიდან 1941 წლამდე, მოხსენიებულია სხვადასხვა ისტორიული როგორც საერო ასევე სასულიერო პირები - მღვდლები, ეპისკოპოსები, პატრიარქები, წარმოდგენილია ასევე XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის პირველი ნახევრის შესაბამისი საკანონმდებლო სფერო და იურიდიული აქტების გაფორმების ნიმუშები და მრავალი სხვა.

1941 წელს ექვთიმე თავისთან მიიწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაკალისტრატემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ექვთიმეს შრომისა და ღვაწლისათვის. პატრიარქისვე თხოვნით ექვთიმემ ნოტებზე გადაიტანა საღვთო მსახურების დროს სათქმელი დიდი და მცირე კვერექსები. 1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი სასიკვდილოდ დასნეულებული დახვდათ. ექვთიმე იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან. მისი მდიდარი ბიბლიოთეკა სამთავროს მონასტერში გადაიტანეს, არქივი კი დაუდევრობით განადგურდა.


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ისტორია ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებისა.ექვთიმე სოლომონის ძე კერესელიძის ხელნაწერის მიხედვით.
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე). „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
  • "წმინდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2008 წ.
  • ილია თავბერიძე, „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“ გვ. 67-80 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2010 ISBN 978-9941-9120-7-8

რესურსები ინტერნეტში