მიხეილ მესხის სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24: ხაზი 24:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat-inline|Mikheil Meskhi Stadium}}
{{commonscat-inline|Mikheil Meskhi Stadium}}
* [http://www.worldstadiums.com/stadium_pictures/middle_east/georgia/tbilisi_meshki.shtml WorldStadiums.com]



[[კატეგორია:საქართველოს საფეხბურთო სტადიონები]]
[[კატეგორია:საქართველოს საფეხბურთო სტადიონები]]

05:17, 9 ივნისი 2019-ის ვერსია

მიხეილ მესხის სტადიონი
ლოკომოტივი

სტადიონის ხედი
სრული სახელი მიხეილ მესხის სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 27,223
გუნდები
„ლოკომოტივი“ თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 1952 წელს იური კასრაძის პროექტით 26 ათასიანი ტევადობით აშენდა. 1960 წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები — თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა.

1999 წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები — ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა 2001 წელს, მთლიანი კომპლექსი კი 2003 წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელი 2005 წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.

არენა 2011 წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც სტადიონის გრანდიოზული რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია, დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, ტრენაჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი. სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. სრული რეკონსტრუქციის შედეგად მიხეილ მესხის სახელობის არენა, ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ სტადიონზე უკეთესი სარბიელი იქნება.

2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში