ირაკლი ყანდაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ირაკლი ყანდაშვილი |მშობსა...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა პიროვნება
{{ინფოდაფა პიროვნება
| სიგანე =
|სახელი = ირაკლი ყანდაშვილი
| სახელი = ირაკლი ყანდაშვილი
|მშობსახელი =
| ფოტო =Irakli-Kandashvili.jpg
|დაბსახელი =
| ფოტოს სიგანე = 200 px
|პორტრეტი =
|წარწერა =
|ზომა =
|წარწერა =
| ალტ =
| მშობლსახელი =
|მოღვაწეობა = იურისტი
| ენის კოდი =
|დაბ თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1984|6|7}}
| დაბსახელი =
|დაბ ადგილი = [[თბილისი]]
| დაბთარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1984|6|7}}
| გარდ თარიღი =
| დაბადგილი = [[თბილისი]]
| გარდ ადგილი =
| ეროვნება =
|მოქალაქეობა = საქართველო
| მოქალაქეობა = საქართველო
|მამა =
| ეთნიკური წარმომავლობა =
|დედა =
| განათლება =
|მეუღლე =
| ალმა-მატერი =
|შვილები =
| მოღვაწეობა = იურისტი
|ჯილდოები =
| საქმიანობა =
|საიტი =
| ჯილდოები =
|სხვადასხვა =
}}
}}

'''ირაკლი ყანდაშვილი''' (დ. [[7 ივნისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, სამართლის დოქტორი ([[2018]]), [[2013]] წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
'''ირაკლი ყანდაშვილი''' (დ. [[7 ივნისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, სამართლის დოქტორი ([[2018]]), [[2013]] წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.



08:26, 28 მაისი 2019-ის ვერსია

ირაკლი ყანდაშვილი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1984 (1984-06-07) (39 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია იურისტი

ირაკლი ყანდაშვილი (დ. 7 ივნისი, 1984, თბილისი) — ქართველი იურისტი, სამართლის დოქტორი (2018), 2013 წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია

ირაკლი ყანდაშვილი დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს, თბილისში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM). 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სადისერტაციო თემა - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები“, დაიცვა 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ირაკლი ყანდაშვილი 2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2007 წელს - ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიის კურსდამთავრებული და აღმასრულებელი მდივანი (დალასი, ტეხასი); 2008 წ - გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი (ბერლინი, ბრიუსელი); 2008-2009 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში;

2008-2010 წლებში იურიდიული კომპანია „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი; 2009-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2010-2011 წლებში სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012 წლებში იურიდიული კომპანია „ასათიანი დ აადვოკატების“ პარტნიორი; 2011-2013 წლებში „ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2011-2013 წლებში ადვოკატთა გაერთიანება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოიაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია „K&K Consulting“-ს მმართველი პარტნიორი.

2013 წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ჟურნალ „ადვოკატი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. ავტორი ორი მონოგრაფიული შრომის: 2018 წ. - „პროფესია ადვოკატი“; 2019 წ. - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE), განათლების კომიტეტის წევრი (2014-)
  • საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), წევრი (2014-)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2015-)

ჯილდოები

  • 2014 - საქართველოს 2014 წლის მედიატორი, წლის მედიატორი;
  • 2006 - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი;
  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი;
  • 2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიანტი.

რესურსები ინტერნეტში